არქივი

ველური ტომების ტრადიციები

7bc520e35f10
სხვადასხვა ველურ ტომში გავრცელებული უცნაური წეს-ჩვეულებები :)

03a111911ed0
კანადის პროვინცია კვებეკში მცხოვრებ ალგონკინის ტომის ინდიელებს ასეთი ტრადიცია აქვთ: როცა ტომის წევრი ბიჭი დაკაცების ასაკში შევა, მიჰყავთ ტყეში, კეტავენ გალიაში და აძლევენ ჰალუცინოგელ ვისოკანს, რომელიც LSD-ზე 100-ჯერ უფრო ძლიერია. ვისოკანი მათი ტვინიდან შლის ყველა მოგონებას, რომელიც უკავშირდება ბავშვობას. თუმცა ზოგჯერ ეფექტი უფრო ძლიერია და ინდიელებს ავიწყდებათ მათი ნათესავები და ოჯახის წევრები, ზოგჯერ სალაპარაკო ენაც. ყოფილა სიკვდილის შემთხვევებიც.

7563aa0c2b8d
წყნარი ოკეანის კუნძულ ვანუატუზე მცხოვრებ ტომს მოსავლის აღებისას უცნაური რიტუალი აქვს: მამაკაცები ადიან 30 მ სიმაღლის კოშკზე, ფეხებზე თოკს იბამენ და თავით ეშვებიან დაბლა. თოკის სიგრძე ისეა გათვლილი, რომ დაშვებისას თავსა და მიწას შორის მცირე მანძილი დარჩეს. ამ დღეს ისინი სექსისგან თავს იკავებენ – თვლიან, რომ ეს დაშვებაში ხელს შეუშლით. ბიჭები 7-8 წლის ასაკიდან მონაწილეობენ ამ რიტუალში. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ხშირია კიდურების მოტეხილობა, თავის ქალის დაზიანებები და სიკვდილიც.

913610211893
ეთიოპიაში, ჰარმარის ტომის ბიჭები დაკაცებისას ოთხჯერ გადიან მაზას რიტუალს – რიგში ჩაწყობილ ცხოველებს რიგრიგობით ახტებიან. ამასთან, ცხოველები უნდა იყვნენ კასტრირებულნი და მონაწილე – შიშველი. მამაკაცი, რომელიც ამ რიტუალს ვერ გაივლის, ცოლს ვერ მოიყვანს.

75f35f8ed1bf
კენიურ ტომ ოკიეკის წევრ გოგონებს და ბიჭებს 14-16 წლის ასაკში წინადაცვეთას უკეთებენ. ამის შემდეგ ისინი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან 6-24 კვირა ცხოვრობენ განმარტოებით. ამ დროს იხატავენ სხეულს თეთრი საღებავითა და ნახშირით, რათა ველურ არსებებს დაემსგავსონ. მათ სწამთ, რომ განმარტოების პერიოდში, მათ შეიძლება თავს დაესხათ ცხოველი კემაასიტი (რომელიც მათი მითოლოგიის ნაყოფია). მისი ღრიალი ყოველ ღამეს ისმის. თუ მას გადაურჩებიან, სრულფასოვანი წევრები ხდებიან.

d2d7a65e5233
ჩრდილო ამაზონში, ტუკუნას ტომში გოგონებს ასეთ გამოცდას უწყობენ: პირველი მენსტრუაციიდან მე-4 კვირას მას კეტავენ სპეციალურად მოწყობილ იზოლირებულ ოთახში, სადაც 2 დღე რჩება. ამ დროს მას შეიძლება თავს დაესხან მიწისქვეშა დემონები, რომელთაგან ყველაზე საშიშია “ნუ”. ხშირად ტომის წევრები იკეთებენ ნიღბებს , რომ ნუს დაემსგავსონ და მიდიან იზოლირებულ წევრთან. ის კი შავი საღებავით იხატავს სხეულს, რათა მისგან თავი დაიცვას. მესამე დღეს გოგონა გამოდის ოთახიდან, სადაც მას ნათესავები ხვდებიან და ის სპეციალურ ცეკვას ასრულებს.

489b39692a6c
ავსტრალიაში, მარდუჯარას აბორიგენებს ასეთი წესი აქვთ: ტომის ორ ჭარმაგ მამაკაცს მიჰყავს მოზარდი ბიჭი ტყეში და ხელით უკეთებენ წინადაცვეთას. ერთ-ერთი კი მკერდზე აჯდება, რათა არ იფართხალოს. შემდეგ მოგლეჯილ კანს წინადაცვეთილი ყლაპავს დაღეჭვის გარეშე. ამ წესის გავლის შემდეგ, ის კაცად ითვლება.

c6535d21fcf9
ბრაზილიაში მატისის ტომელი მამაკაცები თვალში სპეციალურ შხამს იწვეთებენ, რომელიც საშინელ წვას იწვევს. მათი რწმენით, ეს ხედვას აძლიერებს. შემდეგ ბაყაყის ჯიშის Phyllomedusa bicolor-ის შხამს იღებენ და წინასწარ დამწვარ კანზე ისვამენ. მიაჩნიათ, რომ ეს ძალასა და გამბედაობას მატებს. ამ ყველაფრის გავლის შემდეგ, ისინი ნადირობას სწავლობენ და სრულუფლებიან წევრად ითვლებიან.

მსგავსი ამბები

Back to top button