გართობაუცნაური

ყველაზე ძვირი სასმელები

17e3e7b380bd

1926 წლის ჩამოსხმული, 60 წლიანი დავარგების ვისკის “The Macallan Fine & Rare Vintage”, ყიდვა შეუძლებელია, მაგრამ ფასი ცნობილია: 38 000 დოლარი. 10 000 დოლარზე მეტი ღირს 1838 წლის გამოშვება: “სამუზეუმო” ვისკი “Macallan Fine & Rare”.

adf4219c11ca

მსოფლიოში ყველაზე ძვირ შამპანიურს – “პერრე ჟუე”-ს კომპანია “Perno Ricar”-ი აწარმოებს. ერთი ყუთი (12 ბოთლი) – 50000 ევრო ღირს. აქედან

c06c212aa9bc

ყველაზე ძვირი კონიაკი შექმნილია კონიაკის სახლის “Hennessy”-ის მიერ. მას ქვია “Beaute de sicckle” და ერთი ბოთლი დაახლოებით 210 000 დოლარი ღირს. სასმელის ყიდვა ალბათ გაძნელდება, რადგან სულ გამოშვებულია 100 ბოთლი, რომელიც სწრაფად გაიყიდა. კონიაკი ჩამოსხმულია ბროლის ბოთლში, რომელიც შეფუთულია სარკის კედლებიან ხის კეისში

f34c8b9b6b48

მართალია ლუდი ითვლება ყველაზე დემოკრატიულ სასმელად, მაგრამ ზოგიერთი ხარისხი უზარმაზარი ფული ღირს. მაგალითად, ბელგიური “Vielle bon secours”-ის შესყიდვა შეიძლება მხოლოდ ლონდონის ბარ “Bierdrome” – ში. ერთი ბოთლი ქაფიანი სასმელი 1000 დოლარამდე ღირს.

72dc4057278a

ჩვეულებრივი სასმელი წყალიც კი შეიძლება ღირდეს ძალიან ძვირი. ერთ-ერთი ელიტური წყალი “Kona Nigari Kona” მოიპოვება ჰავაის სანაპიროების ახლოს, ოკეანის სიღრმეში. ზღვის წყალი მტკნარდება, იწმინდება და ისხმება 0,06 ლ. ან 5 ლ. ტევადობის ბოთლში. დიდი ბოთლი ღირს 2000 დოლარზე მეტი, პატარა – 33.50 დოლარი. “Nigari“-ს დალევა არ შეიძლება გაუზავებლად, მოხმარების წინ აზავებენ ჩვეულებრივი წყლით, რადგან ზღვის სიღრმეების წყალი ძლიერ მინერალიზირებულია.

9efe5c298b7b

მიუხედავად იმისა, რომ არაყს რუსეთის გამოგონებად თვლიან, ფასის მიხედვით რეკორდი შოტლანდიის მწარმოებლებს ეკუთვნის. არაყი “Diva” მზადდება გაწმენდის რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგიით: სასმელი ფილტრაციას გადის ჩრდილოეთის არყის ხის ნახშირში, ქვიშაში, ბრილიანტის და სხვა ძვირფას ქვებში. სტანდარტული ბოთლი ირთვება კუბური ცირკონებით, თუმცა, შემკვეთის სურვილით ისინი შეიძლება შეიცვალოს სხვა ქვით. მორთულობის ფასის მიხედვით ლავირებს ბოთლის ფასი, რომელიც იწყება 70 დოლარიდან და ადის მაღლა…

წყარო: www.gurmani.com.ge

მსგავსი ამბები

Back to top button