არქივი

“წვიმის კაცი”…

3e0fe0953f42

სავანტის სინდრომი (სავანტიზმი) იშვიათი დაავადებაა. სავანტი ეწოდება გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს, რომელიც რამდენიმე სფეროში ექსტრაორდინარულ შედეგს აღწევს. მას შეუძლია 6-ციფრიანი რიცხვების ზეპირად გამრავლება, ერთხელ წაკითხული წიგნის დამახსოვრება, 30 ენაზე წერა-კითხვა და ლაპარაკი. სავანტიზმი ადამიანებს ტვინის ტრავმისა და დაავადების შედეგად უვითარდებათ.

კიმ პიკი 1951 წლის 11 ნოემბერს, აშშ-ში, სოლტ-ლეიკ-სიტიში დაიბადა. ახალშობილს არაბუნებრივად დიდი თავი ჰქონდა. 9 თვისას გამოკვლევა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ იგი გონებრივად ჩამორჩენილი იყო. მისი ტვინის მარჯვენა და მარცხენა სფერო გაყოფილი არ გახლდათ, იგი ერთ მთლიან ორგანოს წარმოადგენდა.

სავანტი კიმის უჩვეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი მიღებული ინფორმაციის 98%-ს იმახსოვრებდა და მას ხუმრობით კიმ-პიტერსაც კი ეძახდნენ. ცოდნას წიგნებიდან იღებდა. სხვათა შორის, კითხვა 16 თვისამ ისწავლა, წიგნის ერთი გვერდის წაკითხვას 10 წამს ანდომებდა, მთლიანად წიგნს კი 2-3 სთ-ში კითხულობდა. 7 წლისამ ზეპირად იცოდა ბიბლია. ბიჭი საშუალო სკოლაში არ მიიღეს და მისი აღზრდა მამამისმა ითავა.

4512bec7f629

კიმმა სასკოლო პროგრამის შესწავლა 14 წლის ასაკში დაასრულა, მაგრამ ინვალიდობის გამო, სერტიფიკატი არ მისცეს. 1969 წელს მან ბუღალტრად დაიწყო მუშაობა, თავისუფალ დროს კი წიგნებს კითხულობდა. სწორედ ამ პერიოდში წაიკითხა და დაიმახსოვრა შექსპირის ყველა ნაწარმოები (სულ 12 ათასი წიგნი ჰქონდა წაკითხული); დამახსოვრებული ჰქონდა მშობლიური ქალაქის მთელი სატელეფონო ცნობარი (1,5 მლნ ადამიანი), ამერიკის ქალაქების რუკები, საერთაშორისო კოდები და უამრავი სხვა ინფორმაცია. ფენომენური ნიჭის მიუხედავად, კიმს არ შეეძლო დამოუკიდებლად ჩაცმა, კბილების გამოხეხა, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა.

2002 წელს მან ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა. ცნობილი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს, ზოგჯერ კი მთელ პარტიებს მეხსიერებით აწყობდა და უკრავდა.
1984 წელს “გონებრივად ჩამორჩენილი ასოციაციის” წევრები მწერალ ბარი მოროს შეხვდნენ. მათ შორის კიმიც იყო. პიკთან შეხვედრის შემდეგ მორომ ფილმის – “წვიმის კაცის” სცენარი დაწერა. დასტინ ჰოფმანის გმირი, რეიმონდ ბებითი კიმ პიკის პროტოტიპია, მაგრამ ჰოფმანის გმირისგან განსხვავებით, კიმს აუტიზმი არ სჭირდა და არც კაზინოში თამაშობდა.

კიმ პიკი 2009 წლის 19 დეკემბერს, 59 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

წყარო: ambebi.ge. :yes:

მსგავსი ამბები

Back to top button