გართობაუცნაური

უცნაური პლასტიკური ოპერაციები

5ea585f9d488

ბრიტანელმა სამი შვილის დედამ მიკი რეიმ 16 000 დოლარით გაამდიდრა ქირურგები რათა მაიკლ ჯექსონს დამსგავსებოდა. მან შეიცვალა ცხვირის ფორმა, ნიკაპი და ლოყები.

———————————

38d27f612caa

29 წლის ლიზა კონელმა რომელსაც ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, 65 000 დოლარი დახარჯა ოპერაციებში, რათა სიკვდილისას მისი კუმირის, დემი მურის მსგავსი ყოფილიყო. ფული აიღო საქორწინო დანაზოგიდან, რომელსაც დედა უგროვებდა.

———————————

081d41596581

49 წლის ინგლისელმა მსახიობმა და სამი შვილის დედამ ნილენ ნამიტამ 51 ოპერაცია გაიკეთა რათა ეგვიპტელ დედოფალს, ეხნატონის ცოლს – ნეფერტიტის დამსგავსებოდა. ამას დაახლოებით 20 წელი და 360 000 დოლარი დასჭირდა.

———————————

e286dd5fb358

57 წლის ანეტ ედვარდსმა 16 000 დოლარი გაიმეტა რათა დამსგავსებოდა კურდღელ ჯესიკას ფილმიდან “Who framed Rojer rabbit”. ოპერაციები ინგლისის წამყვანმა ქირურგებმა ჩაატარეს. ანეტი ირწმუნება, რომ მას “ფლეიბოიდან” დაუკავშირდნენ და შეიძლება მის გარეკანზე გამოჩნდეს.

———————————

223d0ec83124

სურათზე შეხედვისას შეიძლება იფიქროთ რომ ჯანეტი და ჯეინი ტყუპი დები არიან. რეალურად, ისინი არათუ ტყუპები, დებიც კი არ არიან. ჯანეტი ჯეინის დედაა. მან 13 000 დოლარი დახარჯა რათა თავის შვილს მაქსიმალურად დამსგავსებოდა. ქირურგებმა მშვენივრად იმუშავეს, შედეგად, თუ არ ჩავთვლით სიმაღლესა და თვალის ფერში სხვაობას, ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

———————————

21073c72e731

34 წლის ტყუპმა დებმა ჯო და კერი ბარტონებმა თითქმის 100 000 დოლარი დახარჯეს რამდენიმე ოპერაციაში, რომელმაც ისინი ვიზუალურად ერთმანეთის იდენტურები გახადა. ოპერაციები მოიცავდა სახის ფორმის, თვალების, პარამეტრების ცვლილებას და ერთნაირი ტატუების გაკეთებას.

———————————

6990cd9b5a2e

32 წლის ჩინელ ზაო გენგს ცოლი ავარიაში დაეღუპა და 3 წლის შემდეგ სხვა შეირთო. მაგრამ როგორც ჩანს ძველი სიყვარული ვერ დაივიწყა და ერთ დღესაც ცოლს მოსთხოვა ქირურგთან წასულიყო და მის წინამორბედს (ზაოს პირველ ცოლს) დამსგავსებოდა. მისდა საბედნიეროდ, მეუღლე დათანხმდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა: “არ ვიცი, ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ. არ მინდა რომ ვინმეს აჩრდილი გავხდე, მაგრამ ვერც ოჯახს დავანგრევ ამის გამო”.

———————————

f1aada5152a8

“ფლეიბოის” ყოფილმა კურდღელმა 800 000 დოლარამდე დახარჯა ოპერაციებში, რათა ბარბის დამსგავსებოდა. 49 წლის დიასახლისმა ოპერაციები სახის კანის გაახალგაზრდავებით დაიწყო და საბოლოო ჯამში, 100-მდე ოპერაცია გაიკეთა.

———————————

814d30935301

39 წლის დაცვის თანამშრომელმა გევინ პასლოუმ 6000 დოლარამდე დახარჯა, რათა ეშმაკს დამსგავსებოდა. მან გაიკეთა ეშვები, რქები და შუაზე გაიყო ენა. გადაიკეთა სახელიც და დაირქვა დიაბლო დელენფერი. სხეულის ზედა ნაწილზე გაიკეთა 29 ტატუ. ამის გარდა, ის ატარებს ხვლიკისფერ ლინზებს და ზოგჯერ კუდსაც იმაგრებს. გევინი აცხადებს, რომ სატანისტი არაა, მაგრამ მისი ახალი სხეული ძალიან მოსწონს. ცოლთან გაყრილია :D

მსგავსი ამბები

Back to top button