გასართობიუცნაური

მოულოდნელი მემკვიდრეები

პორტუგალიელმა არისტოკრატმა ლუის კარლოს დე ნორონა კაბრალ დე კამარამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: მან ქალაქ ლისბონის სატელეფონო ცნობარი აიღო და შემთხვევით შერჩეულ 70 ადამიანს დაუტოვა ქონება, რომელიც რამდენიმე ასეულ ათას დოლარს შეადგენდა. შერჩევას ორი მოწმე ესწრებოდა, ამიტომ მისი სიკვდილის შემდეგ ეს სურვილი დაუყოვნებლივ აასრულეს.

———————–

უნგრელი ძმები ზოლტ და გეზა პელადები საშინლად ღარიბები იყვნენ და ღამეს ქუჩაში ათევდნენ. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ქუჩაში ნაპოვნი ჯართი იყო. მათ მდიდარი გერმანელი ბებია ჰყავდათ, თუმცა დედას მასთან კონფლიქტი მოუვიდა და ადრეულ ასაკში დაშორდნენ. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მისი ერთადერთი მემკვიდრე მკვდარი იყო და კანონმდებლობით, ქონების მემკვიდრეები ძმები გახდნენ. მათ “სულ რაღაც” 6.4 მილიარდი დოლარი მიიღეს.

———————–

სტუდენტი სერგეი სუდევი შორიდან იცნობდა თავის ერთ-ერთ ბიძას. სიკვდილამდე ის ბოლოს 10 წლით ადრე ჰყავდა ნანახი. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ქონებით 950 მილიონი ევრო (1.3 მილიარდი დოლარი) მიიღო. ეს იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის, რომ აგენტებს რამდენჯერმე ჰკითხა, რამე ხომ არ შეგეშალათო. სერგეი ამჟამად ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია მოლდოვაში, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 270 ევროა.

———————–

ნინა ვანგმა, რომელიც 2007 წელს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა კიბოთი, 13 მილიარდი დოლარი დაუტოვა ფენ-შუის მასწავლებელს ტონი ჩანს იმ პირობით, რომ საუკუნოდ იცოცხლებდა. ანდერძი მანამდე დაიწერა, სანამ კიბოს დიაგნოზს დაუსვამდნენ, თუმცა მაინც გაუგებარია, თუკი დარწმუნებული იყო, რომ იცოცხლებდა, ანდერძი რაღა საჭირო იყო.

———————–

1992 წელს კარა ვუდი 17 წლის იყო და ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა. უშვილო ქვრივ კლიენტს ბილ კრუქსტონს ძალიან მოსწონდა ის და ყოველთვის მის სექციაში ჯდებოდა. მეგობრული თვისებების წყალობით, გოგონამ მალე იპოვა ბილთან საერთო ენა და დამეგობრდნენ. ხშირად მიდიოდა მასთან სახლში და ეხმარებოდა. ბილი ვალში არ დარჩა და როცა 1992 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნახევარი მილიონი დოლარი დაუტოვა.

———————–

არგენტინელი ქალბატონი ევა პაოლი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ის ბარონ რუფინო ოტეროს შვილი იყო. დედამისი მამაზე არაფერს ეუბნებოდა და საიდუმლო საფლავში წაიღო. თუმცა ერთ-ერთმა ნათესავმა მაინც გაუმხილა სიმართლე. დნმ-ის ტესტის საფუძველზე, ევა გამოცხადდა ბარონის ერთადერთ მემკვიდრედ (სხვა შვილები არ ჰყოლია) და შესაბამისად, 40 მილიონი დოლარი მიიღო. თუმცა ის მიიჩნევს, რომ ფული ყველაფერი არაა.

———————–

თინეიჯერ ჯოშს 17 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი ბაბუა. რადგანაც დედამისი სხვა რელიგიის წარმომადგენელზე დაქორწინდა, ბაბუამ ისინი არ მიიღო და სახლიდან გაყარა. ამის მიუხედავად, შვილიშვილი დაინდო და 36 აკრიანი კუნძული აჩუქა, თუმცა ერთი უცნაური სურვილიც ჩააქსოვა: მისი თქმით, ძვირფასეულობა “თერმოსშია” და ჯოშმა ის უნდა იპოვოს. სანამ არ იპოვის, არც ქონება და არც კუნძული მისი არ გახდება. არანაირი სხვა მინიშნება არ ჰქონდათ და ის იყო ხელი უნდა ჩაექნიათ, რომ ჯოშის დედას რაღაც გაახსენდა: თერმოსი ირიბი მინიშნება იყო და მას ჯოშის ბაბუა კუნძულის მნიშვნელობით ხმარობდა. ახლა ჯოშს ისღა დარჩენია, კუნძულზე დამარხული განძი იპოვოს და გამდიდრდეს.

———————–

სასტუმროების მფლობელმა ნიუ-იორკელმა მილიარდერმა ლეონა ჰამსლიმ 12 მილიონი დოლარი თავის ძაღლს დაუტოვა. აღსანიშნავია რომ ის ძირითადად მარტო ცხოვრობდა, მხოლოდ ხანდახან 4 შვილიშვილი სტუმრობდა ხოლმე.

———————–

ჩარლზ მილარის ანდერძი ასეთი იყო: “მე არც ნათესავები მყავს, არც მემკვიდრეები, არც მევალეები რომ ჩემი ქონება მათ დავუტოვო. შესაბამისად, შეიძლება ტყუილად ვაგროვე ამდენი ქონება. ამიტომ ვინც ჩემი სიკვდილის შემდეგ 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ შვილს გააჩენს, მას დარჩეს ჩემი ქონება”. მისი სურვილი რა თქმა უნდა აღსრულდა და 750 000 დოლარი გაიყო ოთხმა ქალბატონმა, რომელთაგან თითოეულს 9 შვილი ეყოლა.

———————–

უსახლკარო ბოლივიელი პოლიციამ დააკავა ალკოჰოლის ზედმეტი დოზის გამო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს იყო ტომას მარტინესი, ვისაც ეძებდა ყოფილი ცოლი ინეს გაიარდო ოლივარესი. მან ნათესავებისგან დიდი ქონება მიიღო მემკვიდრეობით და ისე იყო გახარებული, რომ ქმარს აპატია რამდენიმე წლის წინ მიტოვება. ტომასმა 6 მილიონი დოლარი დაისაკუთრა :ucnauri.com:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close