ახალი ამბები

Blu-Ray დისკი

Blu-Ray (BD) დისკი არის ოპტიკური დისკ- სათავსო, რომელიც შეიმუშავეს DVD ფორმატის ჩანაცვლებისათვის.

ის ძირითადად გამოიყენება მაღალი სიზუსტის (HD) ვიდეოებისთვისა და PlayStation 3 ვიდეო თამაშებისთვის, და ან სხვა მონაცემებისთვის 25 GB-მდე ან 50GB ორფენოვანი დისკისთვის. ეს რიცხვები წარმოადგენს მხოლოდ სტანდარტულ მონაცემებს Blu-Ray დისკებისათვის, მართალია დისკების მაქსიმალური ტევადობა ცნობილი არაა მაგრამ ვიცით, რომ არსებობს 200 GBიანი დისკებიც, რომლის წაკითხვისთვის სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო. ფიზიკური ზომებით  Blu-Ray დისკი  DVD და CD დისკებისგან არაფრით არ განსხვავდება.

ამ დისკის წაკითხვისთვის გამოიყენება ლურჯ-იისფერი ლაზერი. სტანდარტული DVD დისკის წაკითხვისთვის გამოიყენება 650 ნანომეტრის წითელი ლაზერი, Blu-Rayსთვის გამოიყენება უფრო მოკლე 405 ნმ ლაზერს.

Blu-ray Player  ჯერჯერობით არ იყიდება საქართველოში, ინტერნეტ მაღაზიებზე კი მისი ფასი 100$დან იზრდება.

Blu-ray Driveს  ფასი საშუალოდ 80$ია.

Blue-ray ცარიელი დისკი ღირს დაახლოებით 5$ ხოლო HD ფილმით საშუალოდ 8$ია.

წყარო: ვიკიპედია და ebay.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close