გასართობისასარგებლოუცნაური

კოსმონავტები UFO-ს შესახებ

რამდენიმე კოსმონავტის ნაამბობი მფრინავი ობიექტების შესახებ :ucnauri.com:

მაიორი გორდონ კუპერი

1963 წლის 15 მაისს მან ილუმინატორიდან დაინახა მწვანე მოკაშკაშე ობიექტი, რომელიც ხომალდს უახლოვდებოდა. თუმცა შემდეგ მიმართულება შეიცვალა და ცოტა ხანში გაქრა. ეს ობიექტი დააფიქსირა რადარმაც. ასევე დაინახა ამო-ები 1951 წელს დასავლეთ გერმანიაში ყოფნისას. მან განაცხადა, “ორი დღის განმავლობაში მე ვხედავდი მფრინავ ხომალდებს. ისინი სხვადასხვა ზომისანი იყვნენ, განსხვავებული იყო ფრენის სიჩქარე და მიმართულება, თუმცა ყველა მათგანი დასავლეთ ევროპისკენ მიეშურებოდა.”

1985 წელს უკვე გადამდგარმა კოსმონავტმა განაცხადა: “აშშ-ს რადარები ყოველთვის აფიქსირებენ მფრინავ ხომალდებს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. თუმცა ისინი მალავენ ამ ფაქტებს, რათა მოსახლეობაში პანიკა არ ატყდეს. უცხო ცივილიზაციების დამადასტურებელი ფაქტები ნასაში მკაცრ ცენზურას გადის. ”

———————

დონალდ სლეიტონი

1951 წელს მასაც ჰქონდა ბედნიერება უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლების ხილვისა: “მე P-15-ს ვამოწმებდი ტექნიკურად, როცა მფრინავი ობიექტები შევნიშნე. ისინი დაახლოებით 3 კმ-ის სიმაღლეზე ეკიდნენ. ისინი ფრანის ფორმის იყვნენ და ნაცრისფერები. ნათელი, მზიანი შუადღე იყო და ამიტომ გარკვევით ვხედავდი მათ. შემდეგ უეცრად 45 გრადუსით მოტრიალდნენ და დაახლოებით 500 კმ/სთ სიჩქარით დაიძრნენ.

———————

ჯოზეფ უოკერი

ნასას პილოტის განცხადებით, 1962 წლის 11 მაისს მან დავალება მიიღო თავისი X-15-ით დაკვირვება ეწარმოებინა UFO-ებზე. მან რამდენიმე ვიდეოც გადაუღო მფრინავ ობიექტებს, რომლებიც რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა.

———————

ედ ვაითი & ჯეიმს მაკდივითი

1965 წლის ივნისში მათ კოსმოსურ ხომალდ “Gemini”-თ ჰავაისთან ახლოს ჩაიარეს და უცნაური მეტალის ობიექტი შენიშნეს. მას ორი “ხელი” ჰქონდა გამოშვერილი. მაკდივითმა სურათებიც გადაუღო, რომლებიც ნასამ საიდუმლოდ შეინახა.

———————

ჯეიმს ლოველი & ფრენკ ბორმანი

“Gemini”-ს პილოტებმა 1965 წლის დეკემბერში 14 დღიანი რეისისას UFO შენიშნეს. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში ხომალდის სიახლოვეს იყო, შემდეგ კი სხვა მიმართულებით წავიდა.

———————

აპოლო 11-ის დაჯდომა მთვარეზე: ამსტრონგი, კოლინსი, ოლდრინი

ამსტრონგის განცხადებით, უცხოპლანეტელებს მთვარეზე აქვთ ბაზა. მათ 1969 წლის 21 ივლისს მთვარეზე დაჯდომისას ერთ-ერთ კრატერზე რამდენიმე ხომალდი შენიშნეს. ნასას თანამშრომლის ოტო ბაინდერის თქმით, ამ დროს საკომუნიკაციო საშუალებებში მათ ხმასთან ერთად გაურკვეველი წარმოშობის და სიხშირის რადიოტალღები მოდიოდა.

———————

მურის ჩეთლეინი

1979 წელს, ნასას საკომუნიკაციო საშუალებების ერთ-ერთმა მთავარმა ინჟინერმა მურის ჩეთლეინმა განაცხადა, რომ ამსტრონგმა მართლაც დაინახა მთვარის კრატერზე ორი UFO. მისი განცხადებით, ისინი მზის სისტემიდან არიან, სავარუდოდ სატურნის თანამგზავრ ტიტანიდან. “ეს ფაქტი ყველასთვის ცნობილი იყო ნასაში, მაგრამ არავინ საუბრობდა. ისინი ჯერ იკვლევენ, შემდეგ კი ძირითადად ანადგურებენ ან უკიდურესად დაცულ ადგილებში ინახავენ ფოტო-ვიდეო მასალას.”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close