არქივი

ევოლუციის კვალი ადამიანში

ea9c1dcfd56f

უძველეს ადამიანს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნდა, რომელიც შემდეგ კვების რაციონის ან საცხოვრებელი პირობების შეცვლის გამო დაიკარგა. თუმცა ევოლუცია უცნაური რამაა და ამ თვისებების კვალი ჯერ კიდევ შეინიშნება თანამედროვე ადამიანში.

1. ბალნის აბურძგლა

8eec16e5714d

ადამიანებში ეს მაშინ ხდება, როცა ცივათ, ბრაზდებიან, ნერვიულობენ და ა.შ. ცხოველებში კი მაშინ იჩენს თავს, როცა მსხვერპლთან შეტაკება უწევთ ან აფორიაქებულები არიან. ბალანი იმიტომ უდგებათ ყალყზე, რომ უფრო დიდი გამოჩნდნენ და მოწინააღმდეგე შეაშინონ. ეს ჭრიდა ადამიანშიც მაშინ, როცა მსხვილი ჯაგარი ჰქონდა. ახლა კი ბალანი მკვეთრად შეუთხელდა, თუმცა მოქმედების მექანიზმი იგივე დარჩა.

————————–

2. იაკობსონის ორგანო

b847d8b43c9f

იაკობსონის ორგანო ეს არის ცხვირში მოთავსებული ყნოსვის დამატებითი აპარატი, რომელის ემსახურება სექსუალური ჰორმონების შეგრძნებას. ცხოველებს, რომლებსაც ეს ორგანო აქვთ, ერთმანეთს უთქმელად აგებინებენ, რომ სექსი სურთ. ყველა ჩანასახს აქვს ეს ორგანო, მაგრამ როგორც წესი ვერ ვითარდება და დროთა განმავლობაში ქრება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველყოფილი ადამიანები იაკობსონის ორგანოს წარმატებულად იყენებდნენ.

————————–

3. “ჯართი” დნმ-ში

27c5ba6d7d96

ადამიანის დნმ-ის 95-98% “ჯართია”, ანუ გაუგებარი დანიშნულება აქვს. ეს აღმოჩენა 1972 წელს გააკეთა იაპონელმა ბიოლოგმა სუსუმუ ონომ. მეცნიერების მიერ მიჩნეულია რომ მათ რაღაც დანიშნულება ჰქონდათ წარსულში, მაგრამ ფაქტია რომ დღეს ტყუილად იკავებენ ადგილს.

————————–

4. ყურის დამატებითი კუნთები

e014a6d83c04

ცნობილი როგორც აურიკულარული კუნთები. ცხოველები მათი საშუალებით ამოძრავებენ ყურებს, რათა ხმები უკეთ აღიქვან. ეს კუნთები ადამიანებსაც აქვთ, მაგრამ იმდენად სუსტია, რომ ყურებს სათანადოდ ვერ ამოძრავებენ. ადვილი შესამჩნევია ამ კუნთების მოქმედების პრინციპი კატაზე ან ძაღლზე დაკვირვებით.

————————–

5. პლანტარისის კუნთები

13dd4fa13e12

მას ცხოველები იყენებენ, რათა ტერფით რაიმეს მოეჭიდონ, მაგალითად ხეს. მაიმუნებს ისე აქვთ ეს კუნთები განვითარებული, რომ ქვედა კიდურებს ზედასავით სრულყოფილად ფლობენ. ადამიანში ეს კუნთები თითქმის უმოქმედოა და როცა ექიმებს სხვა ორგანოებისთვის ჭირდებათ ქსოვილი, ხშირად კვეთენ ხოლმე. მის უსარგებლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვილების 9% პლანტარისის კუნთების გარეშე იბადება.

————————–

6. სიბრძნის კბილი

bbb71d17dc98

პირველყოფილი ადამიანი ბევრ ენერგიას ხარჯავდა და შესაბამისად, ბევრ საკვებს იღებდა. ღეჭვა ხშირად უწევდა და ძლიერი კბილები სჭირდებოდა. ამისთვის მას განუვითარდა დამატებითი კბილები, რათა იგივე დროში უფრო მეტის შეჭმა შესძლებოდა . დროთა განმავლობაში ჩვენი კვების რაციონი შეიცვალა, ყბა დაპატარავდა და ეს დამატებითი კბილებიც უსარგებლო გახდა, თუმცა არ გამქრალა.

————————–

7. მესამე ქუთუთოს ნარჩენი

281d9d062fd1

თუ კატის თვალის დახამხამებას დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ მას თვალზე ხანდახან თეთრი მემბრანა გადაეკვრება – ეს მრავალ ცხოველში არსებული მესამე ქუთუთოა. ადამიანებში ის თანდათან დაპატარავდა, თუმცა ზოგიერთ ტომში ჯერ კიდევ შესამჩნევადაა. ერთადერთი პრიმატი, რომელსაც სრულად უფუნქციონირებს მესამე ქუთუთო, არის ლორის სახეობა “Calabar Vngwantibo”.

————————–

8. დარვინის ბორცვი

0202ba61e843

დარვინის ბორცვი მრავალ ძუძუმწვარს აქვს და გამონაკლისი არც ადამიანია. ცხოველებში ის ხმების ფოკუსირებას ემსახურება, თუმცა ადამიანში დანიშნულება აღარ აქვს. ეს ადგილი შესამჩნევად მხოლოდ ადამიანების 10.4 %-შია.

————————–

9. კუდუსუნის ძვალი

b7629983735a

მას შემდეგ, რაც ადამიანის ორგანიზმს კუდის საჭიროება აღარ ჰქონდა, ის გაქრა, მაგრამ დარჩა კუდუსუნის ძვლის ნაწილები, რომლებიც უკანა მხარეს, ზურგის ქვემოთაა. ის ეხმარება ადამიანს დაჯდომასა და უკან გადახრაში.

————————–

10. აპენდიქსი

eb6d71277ea8

ცნობილია, რომ აპენდიქსი მიდრეკილია ორგანიზმის მოწამვლის დროს სიკვდილის რისკის აწევით, ხოლო ვისაც აპენდიქსი აქვს ამოკვეთილი, მას ზოგიერთი ინფექციით დაავადების შანსი უმცირდება. ამიტომ მეცნიერების უმეტესობის მიერ მიჩნეულია, რომ აპენდიქსი უფუნქციოა. გასაკვირია, მაგრამ ევოლუციის მომხრე ბიოლოგები მიიჩნევენ, რომ ბუნებრივი სელექცია ირჩევს იმ ორგანიზმებს, რომლებსაც უფრო დიდი აპენდიქსი აქვთ – რაც მეტია ზომაში, მით ნაკლები შანსია დაავადების.

მსგავსი ამბები

Back to top button