გასართობისასარგებლოუცნაური

უცნაური არსებები


იაპონური ობობასებრი კიბორჩხალა

ყველაზე დიდი ანთროპოდი, რომლის სიგრძემ შეიძლება 4 მეტრს მიაღწიოს, ხოლო წონაში 20 კგ-მდე გაიზარდოს. ამბობენ, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე ასეული წელია.


ზღვის ობობები

ეს ობობას მსგავსი არსებები ღრმა წყლებში ცხოვრობენ. შეხედვისთანავე თვალში მოგხვდებათ ტანთან შედარებით უზარმაზარი ფეხები. მათ არა აქვთ სასუნთქი სისტემა და დიფუზიური მეთოდით საზრდოობენ.


სამეფო გრიფი

გრიფები როგორც წესი, მოსაწყენი, შავი და ულამაზო არსებები არიან. სამეფო გრიფი მათგან განსხვავებით, ლამაზი და ფერადია. სხეულის ძირითადი ნაწილი როგორც წესი, თეთრი ფერისაა. თავი კი რამდენიმე ფერშია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი, ალისფერი და ა.შ. მაიას ტომის რწმენით, სამეფო გრიფები ღმერთების მაცნეები იყვნენ.


შოლტიანი მორიელი

ამ საშიშ არაქნიდებს დიდი მარწუხები და მუცლიდან გამოზრდილი “შოლტები” აქვთ. მუცლის ღრუდან მათ შეუძლიათ გამოტყორცნონ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები: ჭიანჭველას მჟავა (CH2O2), ქლორი და ძმარმჟავასა (C2H4O2) და ოქტანის მჟავის (C8H16O2) ნარევი. ამ უკანასკნელს ძმრის სუნი აქვს.


თავდაყირა ლოქო

ამ სახეობას ხშირად პოულობენ თავდაყირა მოცურავეს. ვარაუდობენ რომ ამ გზით საკვების მოპოვება უადვილდებათ. ბევრი თევზისგან განსხვავებით, მათი მუცელი ზურგზე უფრო მუქია. ხშირად ყიდულობენ სააკვარიუმედ.


ზღვის დათვი

ეს პატარა, მუხლუხის მსგავსი არსება თითქმის ყველგან ბინადრობს არქტიკიდან მოყოლებული უკიდურესად ცხელი რეგიონების ჩათვლით. უძლებენ 150 გრადუსამდე სიცხეს, რადიაციას, ყინვას და ვაკუუმსაც კი. ბინადრობენ ხავსში, ნესტში და წყლისგან დამპალ ადგილებში.


ვამპირი ჩრჩილი

ეს ჩრჩილი თავისი თანამოძმეებისგან მკვეთრად განსხვავდება იმით, რომ სისხლით იკვებება, რაშიც მას ხელს უწყობს ბასრი ნესტარი. ისინი კბენენ როგორც ცხოველებს, ისე ადამიანებს, თუმცა დაავადებების გადამტანი არ არიან. იკბინებიან მხოლოდ მამრები.


ხის ჩრჩილი

ხის ჩრჩილი თითქმის მთლიანად ბეწვითაა დაფარული. მას ასევე ეძახიან “მუხლუხ კატას” და “ჩრჩილ კატას”, რადგან სპარსულ კატას ამსგავსებენ. მათი თავდაცვის საშუალება ბალანია – თითოეული შხამიანია და შეხება ტკივილსა და გამონაყარს იწვევს.


უდაბნოს შოლტისკუდიანი ხვლიკი

ერტი შეხედვით, თითქოს ნორმალური არსება ჩანს, მაგრამ ზოგიერთ სახეობაზე ახლოდან დაკვირვებისას საოცარი ფაქტი იკვეთება: მათი აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი მდედრია. განაყოფიერებას კი მამრის გარეშე ახერხებენ: ოვულაციისთვის ერთი ორგანიზმიც საკმარისია.


თმიანი ბაყაყი

ამ ჯიშის მამრების სხეულის ნაწილი თმითაა დაფარული. სავარაუდოდ ეს მათ სუნთქვის რეგულირებაში ეხმარებათ. გარდა ამისა, მათ აქვთ კეცვადი კლანჭები, რომლებიც ძვლოვანი სისტემისგან შედგება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close