ახალი ამბებისაკითხავი

აქლემები სილამაზის კონკურსზე

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აქლემის ღირებულების აბსოლუტური რეკორდი დამყარდა  იუწყება გაზეთი ”ალ-იტიჰადი”.

არაბი მომთაბარეები აქლემის სილამაზეს სრულყოფილად მიიჩნევენ. შუა საუკუნეებამდე არაბები აღშფოთებას ვერ მალავდნენ იმ იშვიათი პოეტების შემოქმედებით, რომლებიც აქლემებს ხოტბას არ ასხამდნენ.

ათ მილიონ დირჰამად (2,7 მლნ დოლარი) შეაფასეს ”მაჯაჰიმის” (შავი) ჯიშის აქლემი აქლემების სილამაზის ფესტივალზე, რომელიც ამ კვირას აბუ-დაბის საემიროს დასავლეთ რაიონში, ქალაქ ზაიდში დასრულდა.

აქლემი იყიდა დუბაის საემიროს პრინცმა შეიჰმა დამდან ბენ მუჰამედ ალ მაკტუმმა.

”მაჯაჰიმის” ჯიშის აქლემები სინამდვილეში შავი ფერისანი არ არიან. მათ აქვთ ძალიან ლამაზი მუქი ყავისფერი შეფერილობა და გამოირჩევიან განსაკუთრებული გრაციით, ამაყად მოღერებული თავით, კისრის, ზურგის სილამაზით, წინა ფეხების სიმსუბუქით, რომელთაც აქ ”ხელებს” უწოდებენ, და უკანა კიდურების ძალით.

ეს ცხოველები არ მონაწილეობენ აქლემების ტრადიციულ გარბენში და მათ ამრავლებენ შალის, რძისა და ხორცის მისაღებად. სილამაზის კონურსებში ისინი მონაწილეობენ ცალკე, ღია ფერის აქლემებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მათ სილამაზით ვერ შეედრებიან.

აქლემების სილამაზის ყოველწლიურ ფესტივალში ქალაქ ზაიდში მონაწილეობს ღია და მუქი ფერის ათი ათასზე მეტი აქლემი. მათ ერთობლივ ღირებულებას სპეციალისტები ერთ მილიარდ დირჰამად (270 მილიონი დოლარი) აფასებენ. გამოფენაში, რომელიც 10 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მონაწილეობს სამი ათასი მეცხოველე ყველა არაბული ნავთობმომპოვებელი მონარქიიდან.

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა პრიზებისთვის 35 მილიონი დირჰამი და ასი ავტომობილი გამოყო. აბუ-დაბის საემიროს პრინცმა მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანმა გამოფენის დათვალიერებისას მის ბიუჯეტს საკუთარი ხარჯიდან დაუმატა თანხა, რათა პრიზიორების რიცხვი გაეორმაგებინა.

უნდა ითქვას, რომ საემიროებში პრიზები ყველაზე ძვირფასი არ არის. მეზობელ კატარში, მაგალითად, აქლემების შეჯიბრის გამარჯვებულებს ასაჩუქრებენ ოქროს შაშხანებით და ”ლანკრუზერებით”, :aaa: რაც ბუნებრივია, რადგან ყველაზე ჯიშიანი აქლემების პატრონები არიან უმდიდრესი შეიხები, რომელთა გაკვირვებად უბრალო ”აუდით” და მათი კონკურსზე მიტყუება ძნელია.

ახლაც, 25 წლის დუბაის პრინცს შეიხ ჰამდანს ჰყავს აქლემი, რომლის სილამაზითაც გამოფენაზე თავის მოწონება შეუძლია.

წყარო: www.newsgeorgia.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close