გართობაუცნაური

ნარკოტიკების მუზეუმი მექსიკაში

594cef7b2374

მექსიკა ითვლება ერთ-ერთ მსხვილ ნარკოტიკების მიმწოდებლად აშშ-ს ბაზარზე. მექსიკამ ბრძოლა გამოუცხადა ნარკომოვაჭრეებს და მეხიკოში გახსნა ”ნარკოტიკების მუზეუმი”, სადაც ძველად ხდებოდა ჯარისკაცთა , დიპლომატთა და კადეტთა მომზადება ნარკობრძოლაში. ამჟამად მუზეუმი ღიაა მხოლოდ მექსიკური მთავრობისთვის , უცხოელი დიპლომატთათვის, კურსდამთავრებულ კადეტთათვის და ზოგიერთი ჟურნალისტისთვის. უბრალო ხალხისთვის მუზეუმი დახურულია.

1. მტერს სახეზე უნდა სცნობდე

სხვადასხვა ნარკოტიკების ნიმუშები, რომლებიც მოთავსებულია მინის ჭურჭელში, გამოფენილია გასაცნობად.

4a7472ee1b79

2. ნარკომოძრაობა

3 განზომილებიანი რუკა , რომელიც აჩვენებს ნარკომოძრაობას სამხრეთიდან აშშ-ში.

9ec4776df6cf

3. საიდუმლო საწყობების ნიმუშები

სად აღარ ჩურთავენ ნარკოკურიერები თავიანთ ტვირთს. ერთ-ერთი საიდუმლო საწყობი სერფინგის დაფაა.

beab69a4dce1

4. ნაგაზი ”ზაიაკი”

ძაღლის ხსოვნა, რომელიც დაიღუპა 2008 წელს და რომელმაც იპოვა 3628 კგ. სხვადასხვა ნარკოტიკი, მუზეუმშია უკვდავყოფილი.

3b3e7b93759d

5. მდიდარი

ერთ-ერთი ნარკომოვაჭრეს პისტოლეტი. ამ 9 მილიმეტრიანი ბრინჯაოსტარიან პისტოლეტს ბრილიანტებით ჩასმული ინიციალები აქვს – LMJ.

7ee7e9284c6e

6. მექსიკელი ფერმერი

დიორამა ნატურალური ზომებით. ფერმერი , რომელიც იცავს თავის ყაყაჩოს მოსავალს – წყნარი, მაგრამ ამავე დროს საშიში. დიორამას თან სდევს ჩანაწერები ნარკო-კორიდის – ნარკომოვაჭრეების პოპულარული ბალადებისა

a0349e8f217b

7. ნარკოტიკების ”ინკუბატორი”

მარიხუანის გასაშრობი ხელნაკეთი მოწყობილობა, რომელიც ძალიან ჰგავს წიწილების გამოსაჩეკ ინკუბატორს , მხოლოდ აქ მექსიკელები ოქროს კვერცხს ჩეკავდნენ – და აშრობდნენ მარიხუანას. იგი ნაპოვნი იქნა საშინაო ვითარებაში, პოლიციური ოპერაციის დროს და დღეს ის იმყოფება მუზეუმში.

d2ad5c55f241

8. იცანი მტერი

ასე გამოიყურება ტიპიური ნარკომოვაჭრე მექსიკაში, ოქროს ჯაჭვით კისერზე, დოლარების შეკვრით ჯიბეში და ძლიერი თოფის ლულით ქამარზე

a24ff8a0709c

9. მოსაწევი მოწყობილობა

ამ სტენდზე წარმოდგენილია განსხვავებული მოწყობილობა, სპირალური მილები, ნარკოტიკების დამზადებისთვის. ეს არის ნამდვილი სოციალური ფენომენი ”ნარკო-კულტურის” …რას აღარ მოიფიქრებს ადამიანი, ბალახის ხარისხიანად გამოყენების მიზნით.

f32951e5d8e2

10. STOP კონტროლი

ამ დიორამაზე წარმოდგენილია პოლიციელები და ჯარისკაცები, რომლებიც ნარკომოვაჭრეების დაჭერის დროს გზას ბლოკავენ . უკანასკნელ 3 წელიწადში მექსიკურმა შეიარაღებულმა ძალებმა კონფისკაცია გაუკეთეს 443 თვითმფრინავს, 14 622 ავტომობილს და 43 118 იარაღს. პოლიციელებმა აგრეთვე ხელში ჩაიგდეს 113 990 520 დოლარი ნაღდი ფულით.

b3b12b3fb2d0

11. კვლავ სამალავი

აქ ნაჩვენებია, როგორაა დამალული ნარკოტიკები საკვები და სასმელი პროდუქტების ქილებში .
20760bcca9fa

12. ახალი რელიგია

სტენდი რომელიც ეძღვნება განსხვავებულ რელიგიებს , რომლებსაც იდეალიზებული აქვთ ნარკოტიკები და ნარკოვაჭრობა. აქ დგას ბიუსტი იესო მალვერდისა, რომელიც ითვლება ნარკომოვაჭრეების მფარველად და რობინ ჰუდად ღარიბებისთვის. მოკლეს 1909 წელს

1f573d50958c

13. რელიგია, როგორც სამალავი…

ნარკოტიკები დამალულია ქალწულ მარიამ გვადალუპელის ჩარჩოში. 9 ასეთი ნახატი იქნა ნაპოვნი სამგზავრო ავტობუსის ჩხრეკისას მექსიკაში, სონორაში. საბოლოოდ კი კონფისკირებულ იქნა  49 კგ. მარიხუანა.

9b48226264ef

P.S გზა ჯოჯოხეთისკენ …

საქრთველოში ნარკომანიამ ამ ბოლო დროს კატასტროფული მასშტაბები მიიღო. წამალი, რომელიც აკრძალული ხილი იყო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. გაქრა შიშის სინდრომი და ქართველთა მატრაკვეცული ბუნებიდან, მათი წამხედურობიდან გამომდინარე ვისაც არ ეზარება ყველა ნარკოტიკებით გამოთაყვანებული დაეთრევა აქეთ-იქით. ამ უბედურებამ იმდენად ღრმად მოიკიდა ფეხი ქართულ საზოგადოებაში რომ ახლა წამლის გაყიდვაც კი აღარ ითვლება სირცხვილად, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს დაუწერელი კანონითაც კი თავის დროზე დიდად სათაკილო საქმედ იყო მიჩნეული.სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ეს სენი გოგოებშიც გავრცელდა და რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა. მონაცემების მიხედვით დღეისათვის საქართველოში 270 000-ზე მეტი  ნარკომანია.
ნარკომანია მთელ სოფლიოშია გავრცელებული და ყოველდღიურად ნარკოტიკის შედეგად 1000-ობით ადამიანი იღუპება.
ნუ გასინჯავთ ნარკოტიკს, ის მავნებელია ორგანიზმისთვის. მომავალი წინ არის, ცხოვრება მშვენიერია

მსგავსი ამბები

Back to top button