არქივი

დროში მოგზაურობის წინაღობები

00e139eb0551

იმ დროს როდესაც ადამიანთა უმეტესობა, დროში მოგზაურობას მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებების და ფილმების კონტექსტში განიხილავს, თანამედროვე მეცნიერება, კერძოდ კი ფიზიკა, დროში მოგზაურობის ერთ ფორმას შესაძლებლად თვლის. ფარდობითობის თეორიის თანახმად თუ მაგალითად კოსმონავტი სინათლის სიჩქარით გაფრინდება დედამიწიდან შორეული პლანეტისკენ და უკან დაბრუნდება, დედამიწაზე ათასობით წელი იქნება გასული, კოსმონავტისთვის კი მხოლოდ დროის მცირე პერიოდი, ანუ კოსმონავტი აღმოჩნდება მომავალში. თეორიულად, მომავალში ან დროში წინ მოგზაურობა ფიზიკის კანონებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ სამწუხაროდ სინათლის სიჩქარის რეპროდუქცია ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებში არ შედის.

დროში მოგზაურობის მეორე და ამავე დროს გაცილებით საინტერესო ვარიანტია, წარსულში ან დროში უკან მოგზაურობის შესაძლებლობა. აქვე უნდა ითქვას, რომ წარსულში მოგზაურობის თეორია ასოცირებულია პარადოქსულ გარემოებებთან, რომლებიც მსგავს “ვოიაჟს” ლოგიკური შეუძლებლობის ჩარჩოებში აქცევენ. აღნიშნული პარადოქსის ორი სახეობა არსებობს, რომელთაგანაც პირველი ეხება შესაძლო ცვლილებებს წარსულში და ცნობილია “ბაბუის პარადოქსის” სახელით, ხოლო მეორე ცნობილია “მიზეზობრივ წრის პარადოქსის” სახელით და ამა თუ იმ აქტის, მოვლენის საწყისი წერტილის მითითების შეუძლებლობით ხასიათდება. სწორედ აღნიშნული პარადოქსები განაპირობებენ ფიზიკოსთა წრეებში გაბატონებულ, დროში უკან/წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობისადმი უაღრესად სკეპტიკურ დამოკიდებულებას.

იმისათვის რომ ზემოთ მოცემული მოსაზრებები კარგად აღვიქვათ, შეგვიძლია რამდენიმე პირობითი სიტუაცია განვიხილოთ. დავუშვათ პიროვნება მიემგზავრება დროში უკან/წარსულში და იქ კლავს საკუთარ ბაბუას, რომელიც ჯერ კიდევ პატარა ბავშვია. თუ დროში მოგზაურის ბაბუა ბავშვობაში მოკვდა აქედან გამომდინარეობს, რომ შეუძლებელია დროში მოგზაური საერთოდ დაბადებულიყო. ამავე დროს, თუ დროში მოგზაური არასოდეს დაბადებულა, შეუძლებელია მას წარსულში ემოგზაურა და ბაბუა მოეკლა. ეს არის “ბაბუის პარადოქსი”, რომელიც წარსულში მოგზაურობის თეორიის ლოგიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ წარსულში მოგზაურს შეხება არ აქვს საკუთარ ბაბუასთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, ლოგიკური შეუსაბამო მაინც არსებობს. დროში მოგზაური სტუმრობს წარსულს, რომელშიც ის ადრე არ არსებობდა, ანუ საქმე გვაქვს ორ ფიზიკურ რეალობასთან; ერთი რომელშიც მოგზაური არ არსებობს და მეორე რომელშიც მოგზაური არსებობს. აღნიშნული ორმაგი რეალობა, დროში მოგზაურობის სფეროს ცდება და პარალელური სამყაროების თეორიის სფეროში გადადის.

წარსულში მოგზაურობის და პარალელური სამყაროების ურთიერთკავშირის კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ მომდევნო მაგალითი. ჩვენს დროში და სამყაროში პიროვნება ქმნის დროის მანქანას და ბრუნდება 1907 წლის 12 სექტემბრის თბილისში რათა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა აღკვეთოს. თბილისში ჩასვლისას მოგზაური ყიდულობს გაზეთს და აზუსტებს, რომ ის მართლაც იმყოფება 1907 წლის 12 სექტემბრის თბილისში რის შემდეგაც, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მიემგზავრება საგურამოსკენ, წიწამურის გზით. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1907 წლის 12 სექტემბერი, რომელშიც პირობითი მოგზაური იმყოფება არ არის იგივე 1907 წლის 12 სექტემბერი, რომელიც დაფიქსირდა ჩვენს რეალურ ისტორიაში, რადგან ჩვენი წარსულის 1907 წლის 12 სექტემბერს არანაირი “მოგზაური მომავლიდან” არ იმყოფებოდა თბილისში, მას არ უყიდია გაზეთი და არც ილიას მკვლელობა აღუკვეთია. ჩვენს სამყაროში ასეთი დღე არასოდეს არსებობდა და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოგზაური მხოლოდ პარალელური სამყაროს 1907 წლის 12 სექტემბერში ჩავიდა და არა ჩვენი სამყაროს 1907 წლის 12 სექტემბრის თბილისში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა მოახერხებს თუ არა მოგზაური ილია ჭავჭავაძის მკვლელობის აღკვეთას, ჩვენს დროში და რეალობაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია რომელიღაც პარალელური სამყაროს ისტორიაში, 1907 წლის 12 სექტემბერი დღესდღეობით ცნობილია ილია ჭავჭავაძეზე მოკვლის მიზნით თავდასხმის დღედ, რომელსაც ილია ჭავჭავაძე როგორღაც გადაურჩა.

d01015c9caa8

დავუბრუნდეთ წარსულში მოგზაურობის თემას და განვიხილოთ “მიზეზობრივ წრის პარადოქსის” მაგალითი. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღეს თქვენთან მოდის უცნობი ადამიანი და გაძლევთ დროის მანქანის შექმნის ინსტრუქციას. გადის წელები, თქვენ ქმნით დროის მანქანას, ბრუნდებით წარსულში და საკუთარ თავს ინკოგნიტოდ აძლევთ დროის მანქანის შექმნის ინსტრუქციას. ისმის კითხვა! საიდან იღებს საძირკველს დროის მანქანის შექმნის ინსტრუქცია, ანუ ვინ არის ასეთი აღმოჩენის ავტორი? იგივე პრინციპით, დავუშვათ რომ ბავშვობაში თქვენთან მოდის უცნობი პიროვნება და გაძლევთ ოქროს ბეჭედს. გადის წლები, თქვენ იზრდებით და ერთ მშვენიერ დღეს მოგზაურობთ წარსულში, სადაც “საკუთარ თავს ბავშვობაში” აძლევთ ოქროს ბეჭედს. საიდან მოვიდა ბეჭედი, ანუ სად იღებს ის საძირკველს? აღნიშნული წარმოადგენს “მიზეზობრივი წრის პარადოქსის” კლასიკურ მაგალითს და დროში უკან მოგზაურობის შესაძლებლობას ეწინააღმდეგება.

ბოლოს კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი,ომელიც ეწინააღმდეგება დროში უკან მოგზაურობის შესაძლებლობას გამოიხატება შემდეგ კითხვაში: სად არიან “მოგზაურები მომავლიდან” თუ წარსულში მოგზაურობა როდესმე რეალობად შეიძლება იქცეს? დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, მაგრა რამდენიმე მოსაზრება მაინც გასათვალისწინებელია. წარსულში მოგზაურობა მხოლოდ იმ დღემდე შეიძლება როდესაც პირველი დროის მანქანა შეიქმნა, ან წარსულში მოგზაურობა მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, რომლის ჩვენს დროზე დახარჯვას შთამომავლები არ თვლიან მიზანშეწონილად. დამატებით, არსებობს თეორია, რომ “სტუმრები მომავლიდან” იმყოფებიან ჩვენს გარშემო, მაგრამ კონტაქტში შემოსვლისგან თავს იკავებენ. აღნიშნული ძალიან ხშირად დაკავშირებულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენთან. საერთო ჯამში, დროში წინ/მომავალში მოგზაურობა თეორიულად შესაძლებელია, ხოლო დროში უკან/წარსულში მოგზაურობა გამორიცხულია თეორიული, ისევე როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით.

თუ მოგწეონათ დააკომენტარეთ ;) ველოდები კომენტარებს იმედია საინტერესოა
მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ რომ რამე ჯერჯერობით ეხლანდელ ფანტაზიურ ქმნილებას ?
რეალობაში არ გადაიყვანენ ;)

წყარო: ცოტა წიგნიდან დანარჩენი ძველი მასალებიდან ;)

მსგავსი ამბები

Back to top button