არქივი

შოკოლადი – “გემრიელი ნარკოტიკი”

9db32dc2fecd

გემრიელი პოსტი შოკოლადის მოყვარულებისთვის და არა მარტო  :yvavili:  1. მწარე შოკოლადი, მას აგრეთვე უწოდებენ მუქს, შავს, შეიცავს ანტიოქსიდებს, А, С, Е ვიტამინებს, ცინკს, რკინას, კალცს, კალიუმს. სარგებლობის მიხედვით შოკოლადს ადარებენ ვაშლს და იოგურტს.

2. შოკოლადის ზოგიერთი სახეობა შეიცავს F ვიტამინს, რომლის დეფიციტი იწვევს ეგზემისა და გამონაყარის წარმოქმნას. ეს ვიტამინი ამაგრებს ფრჩხილებს და თმის ძირებს, იბრძვის ავადსახსენებელი ცელულიტის წინააღმდეგ.

3. შოკოლადის მთავარი ინგრიდიენტი – კაკაოს მარცვლები, შეიცავს ფრიად სასარგებლო ნივთიერებას – ფლავანოლს (კატეხინი). ის ამცირებს არტერიულ წნევის, ინსულტის, ინფარქტის, დიაბეტის რისკს. კატეხინები იცავენ ჩვენს უჯრედებს Fთავისუფალი რადიკალებისაგან, რითაც ხელს უშლიან ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას.

4. დიდი გურმანი და მწერალი დიუმა აღნიშნავდა: “ბატონი ბრია-სავარენი თავის არაჩვეულებრივ წიგნში “ჩვენი სუფრის კლასიკოსები” რეკომენდაციას უწევს შოკოლადს, როგორც კუჭის მატონიზირებელ და მომნელებელ ნივთიერებას”.

5.შოკოლადი ასუფთავებს არტერიებს და ხელს უწყობს ტრომბის თავიდან აცილებას. შოკოლადის ზეგავლენას ადარებენ წითელი ღვინისგან ან მცირე დოზა ასპირინისგან მიღებულ ეფექტს.

6. მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს შოკოლადს, გონებასუსტობა არ ემუქრება! მისი შემცველობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში.

7. აღმოჩნდა, რომ ცხიმი, რომელსაც შოკოლადი შეიცავს, არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში.

8. შოკოლადი – ძვირფასი და მაღალკალორიული პროდუქტია. ერთის მხრივ ეს კარგია – მის მცირე ულუფასაც კი შეუძლია დიდხანს შეგინარჩუნოთ ძალები, მეორე მხრივ ცუდია – ადვილად შემოგეჭმევათ, მაგრამ, თუ თქვენ მხოლოდ შავ შოკოლადს მიირთმევთ, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, ის არ შეიცავს რძეს და შაქრის შემცველობაც მინიმუმამდეა დაყვანილი. შავი შოკოლადის 30 გრამი მხოლოდ 138 კალორიას შეიცავს.

9. ფსიქოლოგები გვირჩევენ: ყოველთვის თან იქონიეთ შოკოლადის ფილა და გაგიადვილდებათ ურთიერთობის აწყობა. შესთავაზეთ მოსაუბრეს საყვარელი სასუსნავის ნატეხი და სასწაულის მოწმე გახდებით.

10.შოკოლადის მოყვარულები იშვიათად იტანჯებიან დეპრესიით და მარტოობით. იუმორისტული გამოკვლევის “რატომ ჯობია სექსს შოკოლადი”ავტორები აღნიშნავენ, რომ “შოკოლადისთვის თქვენ არასდროს იქნებით ძალიან ახალგაზრდა, ან ძალიან ბებერი.”

11.შოკოლადი არ იწვევს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, მასში მცირეა კოფეინი (30 მგ კოფეინი – 100 გრამიან ფილაში. შედარებისთვის: ფინჯან ყავაში – 180 მგ კოფეინია)

12.შავი, მწარე შოკოლადის მოყვარულთ კარიესი არ ემუქრებათ, რადგან კაკაოს ცხიმი – ბუნებრივი მცენარეული ცხიმი – კბილებზე დამცავ ფენად ეფინება.

13.შოკოლადი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს გაციების პროფილაქტიკას.

14. შოკოლადი არ უნდა დაივიწყონ ქალბატონებმა კრიტიკულ დღეებში:
გაირკვა რომ, შოკოლადი ამცირებს მენსტრუაციის სინდრომის უსიამოვნო შეგრძნებებს.

15.შოკოლადი აღაგზნებს! მამაკაცზეც და ქალზეც მოქმედებს როგორც აფროდიზიაკი. ამერიკელი მეცნიერების დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ შოკოლადის ზემოქმედებით ტვინის სხვადასხვა უბნები ბევრად ინტენსიურ და მეტი ხნის სტიმულაციას განიცდიან, ვიდრე კოცნით მიღებული აღგზნებისას.
:yes:

80f158fed1f0
cf690f6b96b6
464ce7c2ecc4
c88f541541a8
b81b702fd018
adb24140e8e3
42e2a74f48d0
60d19b9603b4
975abe10d717
739c5f5ea438
e3d028fdd2ba
წყარო: www.gurmani.com.ge

მსგავსი ამბები

Back to top button