TECH & მეცნიერებაუცნაური

კრეატიული ნივთები

309c712d03b8
მოგესალმებით ყველას !!!!!
სანამ პირდაპირ გადავიდოდე პოსტის თემაზე ერთი ისტორია უნდა მოვყვე..გუშინწინ იყო ჩემი მეგობრის დაბადების დღე. სიმპატიური გოგოა და ძალიან ახლობელი ადამიანი, ვიფიქრე რამე ორიგინალურს ვუყიდი -თქო. შემოვიარე უამრავი მაღაზია..სად აღარ ვიყავი , მაგრამ ვერაფერი წესიერი ვერ ავარჩიე.. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გამახსენდა ქალაქის ბოლოში უცნაური მაღაზია.. წავალ იქნებ იქ ვნახო რამე-თქო.. შევედი და გამოსვლა აღარ მინდოდა.. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ადამიანის ფანტაზია ასე შორს გაიჭრებოდა… იმის გამო რომ ასეთი ნივთები ძალიან იშვიათობაა და ადამიანების უმეტესობას ერთნაირი საყოფაცხოვრებო მატერიალური საგნები გვაქვს ,გადავყვიტე ეს პოსტი მივუძღვნა არაორდინალურ ნივთებს.. მაშ ასე ..დღევანდელი ჩემი პოსტის თემაა კრეატიული და ორიგინალური ნივთები.

73ba7b93f365 1. პირადი ნივთების მცველი – ეს უცხოპლანეტელი დაგეხმარებათ პირადი ნივთების არასასურველი პიროვნებებისგან დაცვაში. როდესაც ვინმე თქვენ ნივთს მიუახლოვდება მაშინვე უცხოპლანეტელი იწყებს ყვირილს თქვენ მიერ ჩაწერილი შეტყობინებით. შეუძლია დაიმახსოვროს შეტყობინება 10 წამის ხანგრძლივობით და რეაგირებს 1 მეტრის რადიუსში. ფეხებზე გააჩნია სპეციალური მისაკრობები, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ მისი ნებისმიერ ადგილზე დამაგრება.

7bd1e3ec7f88 2. მორბენალი მაღვიძარა – მრავალი ადამინისთვის დილით გაღვიძება დიდ პრობლებას წარმოადგენს. დაფიქრდით აბა რამდენჯერ დაგიყენებიათ მაღვიძარა გამეორებაზე )) კიდევ 5 წუთი და ეგაა .. მორჩა .. მოიცა ბარემ კიდევ 5… და შემდეგ ამ 5 წუთის გამო ყოველთვის სადღაც ვაგვიანებთ )) მორბენალი მაღვიძარა კი ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს )) მისი დაჭერისთვის საჭიროა ლოგინიდან ადგომა და ცოტა სირბილიც .

04ed4304615e 3. უცნაური საფერფლე – ორიგინალური და ამავე დროს ძალიან სასარგებლო საჩუქარი მწეველებისთვის. მისი სარგებელი მდგომარეობს იმაში , რომ პირველ რიგში ძალიან ადვილია ფერფლის გადაყრა და მეორე ამ საფერფლეს შეუძლია თავი დაგანებებინოთ მოწევას. სიგარეტთთან კონტაქტისას საფერფლე იწყებს საშინელ ხველებას)) საჩუქარი გათვლილია ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც გააჩნიათ იუმორის გრძნობა ))))

f874dc29f4ba 4. სიცრუის დეტექტორი – მოწყობილობა რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაიგოთ როდის ამბობს ადამიანი სიმართლეს, და როდის იტყუება. ამ მოწყობილობას შეუძლია არა მარტო გამოცნობა , არამედ მსხვერპლის დასჯაც სუსტი ვიბრირებული დარტყმით. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მოწყობილობით დაკითხვების მოწყობა დიდ სამეგობრო წრეებში ))))

0413d8806b3f 5. აი ყოველ დილით ასეთი ჭიქებიდან თუ დალევთ ყავას ან ჩაის ნამდვილად პოზიტიური ემოციებით აივსებით )) ხო საყვარელია ????

b4829545d892

98f09a4b2b42

012faa662dc2

7376bd969d3e 6. რასაც ვერ ვიტყვით ამაზე )) ჩხუბისთავების ჭიქა )) თან კასტეტიც მოყვება )) შეგიძლია თან ჩაი დალიო თან იჩხუბო ))

4a293223b65d 7. ეს ჰალსტუხი არის შექმნილი სპეციალურად photoshoper-ებისთვის )

14623f45dcc6 8. აჰააააააა დაგაჯდა სიკვდილის ბუზი – ეს არის უნიკალური საშუალება ბუზებით გართობის. მივალთ მსხვერპლთან, ამოვიღებთ იარაღს , კააარგად დავუმიზნებთ და ბახ.. პისტოლეტი შეისრუტავს მსხვერპლს,რომელიც აღმოჩნდება სპეციალურ კაპსულაში. შემდეგ კი რასაც გვინდა იმას ვუზავთ დაუპატიჯებელ სტუმარს )) ნუ შეგიძლია ბუზების სახოცი და ის ლენტები გადაყაროთ ))
266dc18f9b0c

aab1dd9871b5 9. ოოოო ეს კი საჩუქარი გოგოებს , განსაკუთრებით ზაფხულში . ხომ გინდათ თქვენ შეყვარებულებს თქვენდამი სიყვარულის ნიშნად ჰქონდეთ გულის ფორმის ნარუჯი ??)) მე პირადად მინდა ))

2eee5d1a615f 10. ეს ნივთი ძალიან ჰგავს საბრძოლო იარაღს ერთი შეხედვით და ზოგიერთში შიშსაც იწვევს , ესაა უბრალოდ სამურაის ქოლგა )) მაგათ დროსაც ხომ მოდიოდა წვიმა ))

d5d28874bed3

b4078f6b460b 11. არაჩვეულებრივი საშამპუნე – ჩაასხამ შამპუნს და კაიფობ რა ))) ასევე სასაპნედაც შეიძლება გამოიყენოს კაცმა ))) მოკლედ კაი ცხვირია რა )))

b16b5c4d43d8 12. ბარემ აბაზანაში ვართ და აქვე გეტყვით რომ თუ გსურთ რომ არავინ გიჭყიტინოთ აბაზანაში აი ესეთი საკიდი დაამაგრეთ ))

7fa4867be862 13. ოოო ეს უბრალო ხალიჩა არ გეგონოთ . ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც საკუთარ წონას მალავენ არა ?? ხოდა ზუსტად მაგათთვისაა შემქნილი ეს ნივთი )))

154928e5d9c3 14. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან დაჯილდოებულნი კალათბურთის ნიჭით . თუმცა მათ ვერ მოახდიეს თავიანთი თავის რეალიზაცია. ეს ნივთი დაგეხმარებათ , დაძაბული სამუშაო რეჟიმის დროს განტვირთვაში. თან სამიზნეც აქვს ))

9241003c322e 15. ამ ადამიანებს გააჩნიათ არნახული ძალა , შეგვიძლია დავაჭერინოთ რკინის ნივთები , რომლებსაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთ ნივთებს კი ხშირად ვდებთ კონკრეტულ ადგილზე და მერე აღარ გვახსოვს სად წავიღეთ . ამიტომ ამ საქმეს მივანდობთ ამ პატარა კაცუნებს და დავისვენებთ. დიდი ადგილი არ მიაქვთ და კედელზე მიკრუბაც შეგვიძლია. ხელებში გააჩნიათ მაგნიტები. აი მაგალითად :

a101edb23825

de8f04bdf047
16. სტეპლერები – ყველას გვაქვს სტეპლერი. თუმცა ყველას სტანდარტული ..ასეთი ალბათ არ გექნებათ ))

e7a04e97b849

იმედია პოსტი მოგეწონათ ))

მსგავსი ამბები

Back to top button