კულტურა

ახალი Ipod Shuffle !

6e9982e494e4

11 მარტს  Apple-მა უკვე ოფიციალურად წარმოადგინა  ახალი iPod shuffle – მსოფლიოში ყველაზე პატარა ფლეიერი.  iPod -ის  ზომა  თითქმის განახევრდა,  უფრო გათხელდა, დაიხვეწა და დაემატა  სრულიად ახალი და ძალიან საჭირო ფუნქცია VoiceOver, რომელიც თქვენს აიპოდს საშუალებას მისცემს წარმოთქვას სიმღერის  და ალბომის სათაურები, რაც გაადვილებს თქვენთვის სასურველი სიმღერის და  ალბომის  მოძებნას . 

3a87dc4430e6

ახალი აიპოდის  სრული კონტროლი ხდება უშუალოდ  ნაუშნიკიდან  და არა  თვით iPod-დან, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ   ახალი iPod shuffle-ს აღარ აქვს არანაირი ღილაკი  და გადამრთველი, რაც გამოწვეულია კიდევ უფრო მარტივი მიზეზით – და ეს მიზეზი მისი ძალიან-ძალიან მცირე ზომაა.   მისი ფორმა და დიზანი მართლაც ბრწყინვალეა,  ალუმინის  პრიალა მასალით დაფარული  ზედაპირი, ძალიან გამძლე და ყოველდღიურობასთან მორგებულია.

9e03b7df6dc8

წარმოიდგინე ფლეიერი რომელიც უშუალოდ გელაპარაკება, გეუბნება სიმღერის სათაურს, ალბომის დასახელებას, მომღერალს, VoiceOver-ით მას შეუძლია 14 ენაზე საუბარი :P ესაა- ინგლისური ,გერმანული,ჩეხური, ფრანგული, ჰოლანდიური, ბერძნული , იტალიური, იაპონური, ჩინური, პოლონური, პორტუგალიური,ესპანური , შვედური და თურქული. მოკლედ ჩვენს ყოვლისმცოდნე iPod shuffle-ს შეუძლია ბატარეის მდგომარეობის თქმაც, რომელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 საათამდეა გაზარდილი.

03955d1dc2db

8d43fbb1db0a

628a915afd77

წყარო: http://pctrick.wordpress.com/

მსგავსი ამბები

Back to top button