გასართობისაკითხავისასარგებლო

All Blacks — ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები

All Blacks — ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც ქვეყნის ეროვნული სპორტია. გუნდს მოიხსენიებენ, როგორც ახალი ზელანდიად, ასევე All Blacks-ად. All Blacks არის მნიშვნელოვანი ძალა საერთაშორისო რაგბში და ყავს დამარცხებული მრავალი ძლიერი გუნდი, მათ შორის „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ და „მსოფლიო XV“. 

All Blacks ყოველწლიურად ეჯიბრება ავსტრალიის (კენგურუები) და სამხრეთ აფრიკის (სპრინბოკები) გუნდს „სამი ერის თასის“ ჩემპიონატზე. ჩემპიონატის 12 წლიანი ისტორიის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა 8-ჯერ, ხოლო ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ 2-2 ჯერ. მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 2007 წლის 22 ოქტომბერს All Black-მა დაკარგა ლიდერობა საერთაშორისო რაგბის მმართველობის მიერ შედგენილ საუკეთესო გუნდების სიაში. სამხრეთ აფრიკამ სიაში ლიდერობა 2008, 7 ივლისამდე შეძო, შემდეგ კი მას All Blacks-მა გაუსწრო. თუმცა მან ლიდერობა მხოლოდ რამდენიმე დღე შეძლო და 14 ივლისს მას კვლამ სამხრეთ აფრიკამ გაუსწრო. საერთაშორისო რაგბის მმართველობამ 2006 წელს, All Blacks დაასახელა წლის საუკეთესო გუნდად .
გუნდმა პირველი ბრძოლა გამართა 1884 წელს, „კუმბერლენდის ქვეყანა, ახალი სამხრეთ უელსის“ წინააღმდეგ. All Blacks-მა დაასრულეს მათი პირველი მოგებების სერია მათი ზემდგომი გუნდის, სამხრეთ აფრიკის დამარცხებით, ახალ ზელანდიაში, 1956 წელს. ათეული წლის შემდეგ, მათ მიაღწიეს თავიანთ ყველაზე გრძელ მოგებების სერიას, 17 თამაშის მოგებით, 1965 წლიდან 1970 წლამდე. გუნდმა ერთი ტურის განმავლობაში მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი.
ჯგუფის დაარსების ადრეულ წლებში, მათი ფორმის ფერი იყო შავი და სერი. 1905 წლის ტურიდან, All Blacks-ის ფორმა მხოლოდ შავი ფერისგან შედგებოდა, გარდა ვერცხლისფერი გვიმრისა (გერბი), და სახელიც „All Black“ (ყველა შავი) მოდის ამ პერიოდიდან. All Blacks-ის ტრადიციული შესრულება არის „ჰაკა“, რომელსაც ასრულებს გუნდიs ლიდერი, გუნდთან ერთად თამაშის დაწყების წინ. ჰაკა (მაორის ცეკვა) ეს ტრადიცია ახალმა ზელანდიამ დაიწყო 1884 წელს, ახალი სამხრეთ უელსის ტურის დროს. ახალი ზელანდიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც იმყოფებოდა ტურნეზე ბრიტანეთში, 1889 წელს, გამოიყენა Ake Ake Kia Kaha, ხოლო 1903 წელს, როდესაც გუნდი იმყოფებოდა ავსტრალიაში – Tupoto koe, Kangaru! 1905 წლიდან, გუნდმა ტრადიციულად დაიწყო Ka Mate-ს გამოყენება და 1914 წლისთვის, ეს იყო ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. 2005 წლის 28 აგვისტოს, სამი ერის თასის ერთერთი თამაშის, სამხრეთ აფრიკა ახალი ზელანდიის დაწყების წინ, ახალმა ზელანდიამ შეასრულა ახალი ჰაკა Kapa o Pango.   ახალ ზელანდიას პირველად რაგბი გააცნო ჩარლზ მონრომ, 1860 იანი წლების დასასრულს. თვითონ მონრომ კი ეს სპორტი აღმოაჩინა ინგლისში, როდესაც სწავლობდა კრისტის კოლეჯში. ამ სპორტმა ახალ ზელანდიაში ადგილის დამკვიდრება დაიწყო 1870 წლის მაისში. ახალი ზელანდიის პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1882 წელს, როდესაც სამხრეთის რაგბის კავშირი (შემდგომ ახალი სამხრეთ უელსის რაგბის კავშირი) იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში. მოგზაურები ეთამაშნენ ორ ორჯერ ოკლენდის პროვინციის გუნდს და ველინგტონს, ხოლო თითო თითოჯერ კანტერბურის, ოტაგო და დასავლეთ სანაპიროს, ჩრდილოეთ ირლანდიას. გუნდმა მოიგო 4 და წააგო 3 თამაში. 2 წლის შემდეგ, ახალი ზელანდიის გუნდი ახალ სამხრეთ უელსში მოგზაურობდა. ახალმა ზელანდიამ ითამაშა და მოიგო 8 თამაში.პირველად, ახალმა ზელანდიამ ტურნე გამართა ახალ სამხრეთ უელსში, 1894 წელს. ამ წლებში მათ ითამაშეს პირველი საერთაშორისო თამაში ახალ სამხრეთ უელსთან და წააგეს 8-ით 6 . მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავათ, გუნდის პირველ საერთაშორისო თამაშად ითვლება ავსტრალიასთან დაპირისპირება, 1903 წლის 15 აგვისტოს. თამაში დასრულდა ახალი ზელანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 22-ით 3. პროფესიონალური ერა რაგბში დაიწყო 1995 წელს, როდესაც შეიქმნა „Super 12“-ის შეჯიბრება და „სამი ერის თასი“. პირველი სამი ერის თასი ჩატარდა 1996 წელს, ახალი ზელანდიის გამარჯვებით. გუნდმა მოიგო ოთხივე თამაში და გახდა თასის მფლობელი.

მომდევნო, 1997 წლის სამი ერის თასის გამარჯვებულიც ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც მოიგო თასი ოთხივე თამაშის მოგებით. შემდეგ წელს, ახალმა ზელანდიამ გამარჯვება დაუთმო სამხრეთ აფრიკას. ამ წელს ახალმა ზელანდიამ ცუდათ ითამაშა და ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო. მთელი ისტორიის განმავლობაში, ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ახალმა ზელანდიამ ოთხი თამაში წააგო ზედიზედ.

1999 წელს, ახალმა ზელანდიამ კვლავ მოიგო სამი ერის თასი. ამ ჩემპიონატში აღსანიშნავია თამაში, სადაც ახალმა ზელანდიამ 28-0 სძლია სამხრეთ აფრიკას. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჩემპიონატი მოიგო ავსტრალიამ. 2002 წელს თასს დაეუფლა კვლავ ახალი ზელანდია, რასაც მოყვა 2003 წლის დამაჯერებელი გამარჯვება. 2004 წელს ჩემპიონატზე გამარჯვება ერგო სამხრეთ აფრიკას. ამ ჩემპიონატზე სამივე გუნს ქონდა ორი მოგება და ორი წაგება.

ავსტრალია VS ახალი ზელანდია. 13 აგვისტო, 2005

სამხრეთ აფრიკამ აჯობა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას მხოლოდ აღებული ქულებით. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ვერცერთმა სხვა გუნდმა ვერ აჯობა და სამივე წლის თასიც მას ერგო. 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ სძლია ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს, ანგარიშით 30-16. აღსანიშნავია ასევე იტალიასთან დიდი ანგარიშით გამარჯვება – 101-3. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა შოტლანდია ანგარიშით 30-18 და დაუპირისპირდა ნახევარფინალში საფრანგეთს. დიდი ბრძოლის შემდეგ, ახალი ზელანდია დამარცხდა, ანგარიშით 31-43. ახალმა ზელანდიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა 36 თამაში, რომელთაგანაც 30 მოიგო და 6 წააგო. ახალი ზელანდია არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც 1987 წლიდან 2003 წლამდე ყველა ნახევარფინალში ითამაშა, მაგრამ 2007 წელს, მეოთხედფინალში საფრანგეთმა სძლია. გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო მხოლოდ ერთხელ, 1987 წელს, დამაჯერებელი გამარჯვებით. 1991 წელს, გუნდი დამარცხდა ნახევარფინალში ავსტრალიასთან, შემდეგ კი შოტლანდიას მოუგო და დაიკავა მესამე ადგილი. 1995 წელს, გუნდმა მიაღწია ფინალამდე, თუმცა სამხრეთ აფრიკამ სძლია, ანგარიშით 15-13. 1999 წელს, ახალმა ზელანდიამ წააგო ნახევარფინალში საფრანგეთთან, და მესამე ადგილის მოსაპოვებლად დაუპირისპირდა სამხრეთ აფრიკას, სადაც 18-20 დამარცხდა. 2003 წელს, ახალი ზელანდია დამარცხდა ნახევარფინალში ავსტალიასთან და მესამე ადგილის მოსაპოვებლად საფრანგეთს შეხვდა, სადაც 40-13 მოიგო. უკვე 2007 წელს, ახალი ზელანდია დამარცხდა მეოთხედფინალში საფრანგეთთან, ანგარიშით 18-20[20], აქამდე ისინი იყვნენ ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიაღწია ნახევარფინალამდე ყოველ ჩემპიონატში

მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ დაამყარა რამდენიმე რეკორდი: ყველაზე მეტი ქულა ერთ თამაშში (145 ქულა იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს)[22], ყველაზე მეტი გატანილი ქულა ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (1,711 ქულა)[23], ყველაზე მეტი ლელო ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (232 ლელო), ყველაზე მეტი გატანილი გარდასახვა ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (173). ასავე ახალი ზელანდიის მოთამაშეების დამყარებული რეკორდები: იოჰან ლომუ — ყველაზე მეტი ლელო (15 ლელო ორი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში)[24], სინ ფიტზპატრიკი — ყველაზე მეტი თამაში (17 თამაში 1987 დან 1995 წლამდე), მარკ ელისი — ყველაზე მეტი ლელო ერთ თამაშში (6 ლელო იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს)[25], გრენტ ფოქსი — ყველაზე მეტი ქულა ერთ ჩემპიონატში (126 ქულა 1987 წელს) და სიმონ კულჰანი — ყველაზე მეტი ქულა ერთ თამაშში (45 ქულა იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს).

წყარო : www.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close