სამხედრო

ргд 5

რუსული წარმოების ხელყუმბარას ”ერგედე 5”-ს, იგი მიეკუთვნება საიერიშო ხელყუმბარების კლასს.

შედგება კორპუსისგან ფალიის მილით, სასკდომი მუხტისა და ფალიისაგან. კორპუსი შედგება ორი ნახევარსფეროსებრი დეტალისგან, რომლებიც დამზადებულია თხელფურცლოვანი ფოლადისგან დაშტამპვის მეთოდით. ბრძოლის წინ ფალიის მილში იხრახნება ფალია, რომელიც უზრუნველყოფს სასკდომი მუხტის აფეთქებას. დამცავი ჭილიბის (რუს. კოლიცო) გამოძრობის შემდეგ საბრძოლო ზამბარის მოქმედებით გამშვები ბერკეტი გადახტება გვერდზე, დამრტყმელი თავისი ნემსათი ურტყამს ამაალებელ კაფსულას, ცეცხლის სხივი გადადის შემყოვნებელზე, შემდეგ კი გადაეცემა კაფსულ-დეტონატორს. ამუშავდება სასკდომი მუხტი, რომლის ზემოქმედებით იშლება ხელყუმბარის კორპუსი და ნამსხვრევები ყველა მიმართულებით იფანტება.დამაყოვნებლის წვის დრო შეადგენს 3,2-4,2 წამს. ”ერგედე 5”-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება: ხელყუმბარის წონა – 310 გრ; საბრძოლო მუხტის წონა – 110 გრ; ხელყუმბარის სიგრძე – 114 მმ; დიამეტრი – 67 მმ; ნამსხვრევების გავრცელების რადიუსი 25მ.

წყარო :  www.army.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close