საკითხავისამხედრო

RBS 56 bill

შვედური წარმოების ხელით გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი RBS 56-ბილი. შვედეთის არმიის შეიარაღებაზე იგი 1987 წელს მიიღეს, 1991 წლიდან კი – ავსტრიის არმიის შეიარაღებაზეც.
კომპლექსი ”ბილი” შედგება გადასატანი გამშვები დანადგარისა და მართვადი რაკეტისაგან, რომელიც სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერშია მოთავსებული. კონტეინერი პლასტმასისგანაა დამზადებული და არმირებულია კევლარის ბოჭკოთი. გამშვები დანადგარი მაგრდება სამფეხა დაზგაზე, რომლითაც შესაძლებელია სიმაღლის რეგულირება. გამშვებ დანადგარს გააჩნია რვაჯერადი გადიდების სამიზნე და მართვის აპარატურა. რაკეტა აწყობილია ნორმალური აეროდინამიკური სქემით. ეს არის პირველი დასავლეთევროპული რაკეტა, რომელიც დაჯავშნულ მიზნებს აზიანებს ზევიდან. საბრძოლო თავის კუმულაციური მუხტი 30 გრადუსით არის დახრილი; მისი დეტონაცია ხდება უკონტაქტო ამფეთქებლით. ტრაექტორია დაპროგრამებულია ისე, რომ რაკეტა მიფრინავს ხედვის ხაზიდან 1 მ-ით მაღლა. ამფეთქებელი ამოქმედდება წინასწარ მიცემული დროით დაყოვნების შემდეგ ტანკის ნაკლებად დაცული ადგილების დასაზიანებლად.

რაკეტა ”ბილ-2”-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს აქვს ორი კუმულაციური მუხტი, რომელიც დახრილია ვერტიკალურად. წინა მუხტი აზიანებს ტანკის კორპუსის ან კოშკურის დინამიკურ დაცვას, მეორე კი – კოშკურის სახურავს. გარდა ამისა, დამიზნების უფრო დახვეწილი სისტემა უზრუნველყოფს ტანკის თავზე რაკეტის უფრო ზუსტ ფრენას და ორივე კუმულაციური მუხტის დეტონაციას.
RBS 56-ბილის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება:
რაკეტის კალიბრი – 150 მმ;
რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე – 200 მ-წმ;
საბრძოლო თავის ტიპი – კუმულაციური;
ჯავშანგამჭოლუნარიანობა – 800 მ;
სროლის მანძილი: მაქსიმალური – 2 000 მ, მინიმალური – 150 მ.      

წყარო: www.army.ge

თეგები
Back to top button
Close
Close