10 ყველაზე განსაცვიფრებელი მცენარე მსოფლიოში


იცოდით თუ არა , რომ ყველაზე მაღალი ხე 100 მეტრს აღემატება? გსმენიათ თუ არა რაიმე მცენარეებზე, რომლებსაც შეუძლიათ ”მოკლან” და ”შეჭამონ” ცხოველები? ამ პოსტში თქვენ ნახავთ უამრავ საინტერესოს, გასაოცარს და შოკის მომგვრელს, მცენარეთა ცხოვრებიდან.

1. საოცარი ველვიჩია (Welwitschia mirabilis)
იზრდება მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ანგოლის ქვიან ნიადაგზე, ნამიბისა და კალაჰარის უდაბნოებში. ამ ჯუჯა ხის ასაკი 2000 წელს აღწევს. იგი შიშველთესლოვანი ორსახლიანი მცენარეა, მისი გრძელი და მძლავრი ფესვი ნიადაგში გრინტის წყლებამდე ეშვება, აქვს დაბალი და მსხვილი ღერო, რომლის დიდი ნაწილი ნიადაგშია ჩამალული, მიწის ზემოთ კი მხოლოდ 50 სმ-ითაა ამოწეული. ღერო წვერში უნაგირივით არის ჩაზნექილი და მასზე ორი 3 მ-მდე სიგრძის ღვედისებრი ფოთოლია. ვინაიდან ნამიბიაში თითქმის არასოდეს არ მოდის წვიმა, ატლანტიკიდან წამოსული ნისლიდან ტენის შთანთქმისთვის იგი იყენებს თავის ფოთლებს და შემდეგ წვეთ-წვეთობით აწვდის ფესვებს. ამ გიგანტური ფოთლების ასაკი ,ხის ასაკის ტოლია. ფოთლები მუდმივად ეზრდებათ ძირიდან, ხოლო წვერო უკვდებათ. ერთეულ შემთხვევებში ფოთლების სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 8 მეტრს, ხოლო სიმაღლე 1.8 მეტრს.

2. რეფლეზია (Rafflesia)
რეფლეზია – საოცარ მცენარეთა სახეობას განეკუთვნება, რომელიც პარაზიტირდება ძირითადად ლიანებზე. მისი გავრცელების არეალია: კუნძული იავა, სუმატრა, აგრეთვე ფილიპინები. რეფლეზიებს არ უვითარდებათ ფოთლები, ღერო და ფესვები. თავიანთი ცხოვრების ციკლის უმეტეს დროს ატარებენ მასპინძელი-მცენარის ქსოვილში, მასპინძლის როლში როგორც წესი არის ლიანები. მცენარე გამოირჩევა ყვავილის დიდი ზომით, რომელმაც შეიძლება 1 მეტრს მიაღწიოს დიამეტრში, ხოლო წონა 10 კგ-ს აჭარბებს. ერთად თავმოყრილი ეს მცენარეები მოგაგონებთ რაღაც უცხოპლანეტურ წარმონაქმნს. აი მისი არომატით ტკობას კი ვერ შეძლებთ. ამ ყვავილების ”არომატი” ჰგავს აყროლებული ხორცის სუნს. ეს სუნი, როგორც მაგნიტი, იზიდავს მცენარის ძირითად დამტვერვიანებლებს – ბუზებს. ყვავილის ფერთა გამა ძალიან ჰგავს ხორცის დიდ ნაჭერს ხრტილითა და ძარღვებით.

3. ამორფოფალუსი (Amorphophallus)
იზრდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში, დას.აფრიკიდან -წყნარი ოკენაის კუნძულებამდე. ისევე, როგორც რეფლეზა, ამორფოფალუსიც გამოირჩევა თავისი ”დახვეწილი არომატით”. ყვავილისგან წამოსული ეს სუნი საშინელებაა. აირწინაღის გარეშე ამორფოფალუსით ტკბობას ბევრი ვერ შეძლებს. ამ ჯიშის ყვავილის უმრავლესობა ზომაში საკმაოდ დიდია და შეიძლება სიმაღლეში მიაღწიოს 2.5 მეტრი 1.5 მეტრი დიამეტრით. აღმოასავლეთის ბევრ ქვეყანაში ამ მცენარის ბოლქვს ხშირად იყენებენ სხვადასხვა კულინარულ კერძებში და წამლებში.

4. ნეპენტესი (Nepenthes) იზრდება ტროპიკულ ტყეებში აზიაში, კუნძულ ბორნეოსა და ინდონეზიაში. ყველაზე მსხვილი ”მტაცებელი” მცენარე, რომელსაც შეუძლია მოინელოს საკმაოდ დიდი მსხვერპლიც კი. მცენარეს გააჩნია სახეცვლილი ფოთოლი, რომელიც ფორმით ქილას, დოქს ჩამოჰგავს. მისი შიდა ზედაპირი მოფენილია უჯრედებით, სადაც იმყოფება ნექტარი, რომელიც მწერების ყურადღებისთვის სჭირდება, ”თმა-უჯრედებით” , ‘ქსელში” მოხვედრილი მწერის განთავისუფლება თითქმის შეუძლებელია. ”ყელის” ზედაპირი საკმაოდ პრიალაა, ამიტომ მასზე მოსეირნე მწერს ქვემოთ არმოსრიალების შანსი თითქმის არ აქვს. მსხვერპლი ვარდება წყალში (ზოგიერთ ჯიშის ”ქილაში” 2 ლიტრამდე წყალია) და იძირება. შემდეგ გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომელიც ცილებს შლის უფრო მარტივ შენაერთებად, რომლებსაც ადვილად ითვისებს მცენარე. ხანდახან მახეში არამარტო მწერები, არამედ თაგვები, ვირთხები და ჩიტებიც ხვდებიან.

5. Opuntia bigelovii ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი სახეობა კაკტუსის ოჯახიდან. ქვემოთ ნახავთ სურათს, რომელიც გადაღებულია კალიფორნიის ნაციონალურ პარკში – Joshua–Tree. ფოტოსურათში მთელი უდაბნოს ლანდშაფტი ჰორიზონტამდე დაფარულია საოცრად რბილი, ფაფუკი კაკტუსებით, რომელთა სიმაღლე 2-4 მეტრამდეა. მზის ჩასვლისას სხივების ფონზე გადაშლილი პეიზაჟი ფანტასტიკურად გამოიყურება. აქ მყოფ ადამიანს უჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, რომ კოსმოსური ექსპედიციისას ჩამოვიდა სხვა პლანეტაზე,უცნობი ფორმებით დაფარულ ადგილზე.

6. გიგნტური კარნეგია (Carnegiea gigantea)
გიგანტური კარნეგია (საგუარო) კიდევ ერთი საოცარი მცენარე კაკტუსთა ოჯახიდან. ყველაზე განსაცვიფრებელი მახასიათებელი ამ კაკტუსისა გახლავთ ვეებერთელა ზომები. ზოგიერთის სიმაღლე შეადგენს 14-15 მეტრს, დიამეტრი კი 3 მეტრზე მეტს, იწონის 6-10 ტონას.საგურაოს ყვავილზე-3500 მტვრიანაა, რომლებიც ისეთი დიდები არიან, რომ ზოგიერთი ჩიტი მასზე ბუდეს იკეთებს. მათი საშუალო ასაკი 150 წელია. იგი იზრდება მექსიკასა და არიზონას შტატში.

7. ვენერას ბუზიჭერია (Dionaea muscipula)
მრავალწლოვანი ბალახოვანი მწერიჭამია მცენარე დროზერასებრთა ოჯახისა. აქვს ორნაკვთიანი, მგრძნობიარებეწვებიანი ფოთლები. ფოთოლზე მწერის მოხვედრისას ბეწვები ღიზიანდება, ფოთლის ნაკვთები იკეცება და გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სითხეს. მონელება 5-10 დღე გრძელდება და შემდეგ ფოთოლი კვლავ იხსნება. ვენერას ბუზიჭერია იზრდება უნაყოფო ნიადაგებზე — ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს ხავსიან ჭაობებში და ტენიან ქვიშებზე, აზოტის, ფოსფორისა და სხვა შენაერთების ნაკლებობას მწერებით ინაზღაურებს.

8. ბენგალური ფიკუსი (Ficus benghalensis) ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფოტოზე ხედავთ ტყეს. თუმცა სინამდვილეში – ეს ერთადერთი ხეა, რომელიც მოიცავს რამდენიმე ჰექტარს. ბენგალურ ფიკუსს აქვს მძლავრი ტოტები , რომელზეც იზრდება ყლორტები, რომლებიც ეშვებიან დაბლა მიწამდე დაფესვიანებამდე. რის შემდეგაც მისი მიწიერი ადგილი ინტენსიურად უმსხვილდება, ქმნის მოჩვენებით შესახედაობას და ქმნის ტანის გამტარ ფუნქციას

9. მარადმწვანე სეკვოია (Sequoia sempervirens)
იგი ყველაზე მაღალი ხეა ჩვენს პლანეტაზე – სიმაღლე 110 მ, დიამეტრი 5-8 მ-მდე ერთსახლიანი ხე.წლოვანება 3500-ზე. მეტი გაშლილი და ლამაზი ვარჯი აქვს. ბრტყელ წიწვებს ქვევიდან ორი თეთრი ზოლი გასდევს და ტოტებზე ორმხრივადაა გაწყობილი. ველურად იზრდება კალიფორნიასა და სამხრეთი ორეგონის მთებში, სადაც ქმნის ტყეებს. დეკორატიული მცენარეა. მოშენებულია ბაღ-პარკებში დასავლეთი ევროპის სამხრეთ ნაწილში ძველად სეკვოიას ტანში თლიდნენ სახლებს და გამოყავდათ გვირაბები , სადაც გადიოდა საავტამობილო გზები.

10. Puya raimondii
იზრდება პერუს ანდებში. აქვს დიდი ყვავილედი – 2.5 მეტრი დიამეტრის და დაახლოებით 12 მეტრი სიმაღლის, რომელიც შედგება დაახლოებით 10000 უბრალო ყვავილებით. თუმცაღა მხოლოდ მაშინ ყვავილობს, როცა მიაღწევს 150 წელს, შემდეგ კი კვდება.


ავტორი: nimfunia

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC