გართობაკულტურა

მითი ჰერმაფროდიტის შესახებ

mercuryhermesdq7
მითი ორსქესიანის შესახებ

უხსოვარ დროში ძველ საბერძნეთში ყოვლისშემძლე ღმერთები ჰერმესი და აფროდიტე ცხოვრობდნენ. მათ ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ.
ფეხმარდი ჰერმესი ვაჭრობისა და მესაქონლეობის ღმერთი იყო. მოგზაურებსაც მფარველობდა. ქაფიდან შობილი აფროდიტე კი თავიდანვე სიყვარულისათვის იშვა და ყველა შეყვარებულს ეხმარებოდა სასიყვარულო ინტრიგების ხლართვაში.

როცა აფროდიტესა და ჰერმესს ვაჟი შეეძინათ, ბევრი არ უფიქრიათ და სახელად დედისა და მამის შეერთებული სახელები უწოდეს. იგი ულამაზესი ჭაბუკი იყო, და რა თქმა უნდა ერთსქესიანი. ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა, თხუთმეტი წლის ჰერმაფროდიტს ყინულივით ცივ ტბაში ბანაობა რომ არ გადაეწყვიტა. წყალში შესვლა ძლივს მოასწრო, რომ წყლის ნიმფა _ სალმაკიდა ეცა და ვნების მორევში ჩათრევა დაუპირა, თან მხურვალედ ეფიცებოდა სიყვარულს. მაგრამ ჭაბუკმა გულგრილად მოიცილა ნიმფა თავიდან და ამით საბედისწერო შეცდომა დაუშვა. სალმაკიდა საჩივრით აფროდიტესთან გაიქცა. სიყვარულის ქალღმერთმა, რომლის მოვალეობაშიც უიღბლო სიყვარულის დაცვა შედიოდა, დაივიწყა დედური ვალი და შვილს უცნაური სასჯელი დაადო: აფროდიტეს ბრძანებით ჰერმოფროდიტისა და სალმაკიდეს სხეულები ერთმანეთს შეერწყნენ და ერთ არსებად იქცნენ. ასე გაჩნდა დედამიწაზე უცნაური ორსქესიანი არსება ქალისა და მამაკაცის სახელით.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button