სამხედრო

10mm Auto და Bren Ten

Bren Ten შეიქმნა ამერიკაში ტომას დორნჰაუსი და მაიკლ დიქსონის მიერ. თავდაპირველი იდეა იყო შექმნილიყო ავტომატური პისტოლეტი, რომელიც შეითავსებდა ამ სისტემის იარაღის ყველა დადებით თვისებას და იმავე დროს იქნებოდა ისეთივე “ძლიერი”, როგორც მსხვილკალიბრინი რევოლვერები.

ბრენ თენის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე ასევე თავად ჯეფ კუპერს.საინტერსო ისტორია უდევს სათავეში პისტოლეტში გამოყენებულ ვაზნას – “10mm Auto”. ეს ვაზნა ნამდვილად არ შეიქმნა სპეციალურად ბრენ თენისათვის, როგორც ამას ხშირად იმეორებენ სხვა და სხვა სტატიებში. თუმცა პირველი სერიული იარაღი ამ კალიბრში ნამდვილად იყო ბრენ თენი. ავტომატური პისტოლეტისათვის ძლიერი რევოლვერის ნაირი ვაზნის შექმნის იდეა ეკუთვნის უიტ კოლინზს (კიდევ ერთი ნიჭიერი და დამოუკიდებელი პიროვნება, ვისი წყალობით შეიქმნა პრაქტიკულად ყველანაირი სისტემა, მექანზმი, ვაზნა და ასე შემდეგ). 70-იანი წლების დასაწყისში მან საკუთარი ინიციატივით დაიწყო ექსპერიმენტები (იმიტომ, რომ თავისუფალ ქვეყანაში შემოქმედებაზე ნებართვა და ქვითრები ბანკიდან არ არის საჭირო) ბრაუნინგ ჰაი პაუერის სიტემის პისტოლეტებთან, იმის გასარკვევად თუ რამდენად ძლიერი და რა კონსტრუქციის ვაზნა შეიძლება “მოინელოს” ავტომატურმა პისტოლეტმა.

თავდაპირველად ექსპერიმენტებში მონაწილეობდა გაძლიერებული “.38 Super” ვაზნები. შემდგომ მან გადაწყვიტა პრაქტიკაზე განეხორციელებინა ჯეფ კუპერის იდეა ახალი ტიპის .40 კალიბრის ვაზნის შესახებ, რომელშიც მოთავსდებოდა 200 გრანიანი ტყვია ძალიან მაღალი საწყისი სიჩქარით (300 მეტრი წამში და ზევით). განსაკუთრებულად ბევრი სამუშაოს ითხოვდა მიწოდების გეომეტრიის განსაზღვრა იმისთვის, რომ .40 დიამტერის ტყვია საიმედოდ მიწოდებულიყო ავტომატური პისტოლეტის მოძრავ “პატრონნიკში”. ხანგრძლივი გამოცდების შემდეგ, ის უშუალოდ დაუკავშირდა ჯეფ კუპერს და ანახა მას თავისი ნახაზები და ახალი ვაზნის მაკეტები. ჯეფ კუპერმა იდეა მოიწონა და ჟურნალ Guns & Ammo-ს დახმარებით პროექტი გაგრძელდა. ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფდნენ კომპანია Bar-Sto-ს ინჟინერი ირვ სტოუნი და პროფესიონალი იარაღის ხელოსანი ჯონ ფრენჩი. მათი დამარებით 1972 წელს აიწყო ბრაუნინგ ჰაი პაუერი კალიბრში .40 G&A. მასრაში მოთავსებული იყო 180 გრანიანი ტყვია საწხისი სიჩქარით 315 მ/წ 5 დუიმიანი ლულიდან გასროლისას. ამავე დროს უიტ კოლინზის და ჯეფ კუპერის გზები გაიყო. კოლინზმა გააგრძელა მუშაობა ვაზნაზე, რომელსაც ექნებოდა უფრო გრძელი მასრა და უფრო უკეთესად მოერგებოდა 1991 კოლტის სისტემას ხოლო კუპერმა გააგრძელა მუშაობა პროექტზე, რომლის სახელი იყო .40 Super. რამოდენიმე წლის შემდეგ ჯეფ კუპერი უერთდება დიქსონის და დორნჰაუსის პროექტს და .40 Super გახდა ის რასაც ყველ იცნობს ეხლა, როგორც 10mm Auto.

იდეა, რომლის მიხედვიტაც შეიქმნა კომპექსი (ახალი ვაზნა + პისტოლეტი) იყო საინტერესო და ალბათ ყველაფერი იქნებოდა კარგად, რომ არა ახლად დაარსებული კომპანიის მფლობელების სულსწრაფვა. ნაჩქარებად გამოშვებულ იარაღს ახასიათებდა ე.წ. ბავშვური დაავადებები, პრობლმები ვაზნების მიწოდებასთან და მჭიდების კონსტრუქციასთან. ყველაფერი ეს იყო მიუღებელი ასეთი ტიპის იარაღისთვის, რომელცი უკვე სერიულად წარმოებდა და იყიდებიოდა და ასევე ვერ აკმაყოფილებდა თავად ჯეფ კუპერის სტანდარტს, რომელიც გამოიყენება საბრძოლო პისტოლეტების შეფასებისას: კარგი სასხლეტი, კარგი სამზინე მოწყობილობები და აბსოლუტური საიმედოობა. პირველი ორი შესრულდა, სტანდარტულ ბრენ თენს ქონდა ყველაფერი ის, რაც გვხვდება მხოლოდ სპეციალიზირებულ და “დანავაროტებულ” იარაღში ხოლო საიმედოობა უზრუნველყოფილი არ იყო. უნდა ითქვას რომ ამაში არა პისტოლეტის კონსტრუქცია იყო დამნაშავე არამედ დაუხვეწავი საწარმოო პროცესი. ამის გამო გაყიდული პისტოლეტების დიდი რაოდენობა დაუბრუნდა კომოპანიას და 1986 წელს კომპანია საბოლოოდ გაკოტრდა. სულ გამოშვებულ იქნა დაახლოებით 1500 ბრენ თენის პისტოლეტი. დღეს დღეისობით კარგი ხელოსნის დახმარებით ბრენ თენი უპრობლემოდ მუშაობს, მაგრამ თავის დროზე დაუხვეწავმა მჭიდის კონსტრუქციამ და საწარმოო პროცესებმა გამოიწვიეს პროექტის ნაადრევი სიკვდილი.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავათ ამისა, ახალმა ძლიერმა ვაზნამ მოიკიდა ფეხი, როგორც სამოქალქო ბაზარზე ასევე შეაღწია ძალოვან სტრუქტურებში. 1989 წელს აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიიღო შეიარაღებაში სმიტ&ვესონის პისტოლეტი მოდელი 1076 კალიბრით 10mm Auto. საშტატო იარაღისთვის ასეთი ტიპის ვაზნა ზედმეტად ძლიერი გამოდგა და ბიურომ შეუკვეთა დასუსტებული ვაზნბი, რომლებსაც უწოდებნენ 10mm Lite ან 10mm FBI. ამან გამოიწვია ლოგიკური შედეგი, შემცირდა საშტატო პისტოლეტების საიმედოობა, რამაც რა თქმა უნდა წარმოშვა მიუღებელი სიტუაცია და ამ კალიბრზეც და იარაღზეც ითქვა უარი. სმიტ&ვესონი შეეცადა გამოესწორებინა პრობლემა და ასე დაიბადა დღეს დღეისობით ყველაზე პოპულარული და კარაგდ ცნობილი ვაზნა – .40S&W.

მიუხედავათ ყველაფრისა 10mm Auto დღესაც ცოცხალია. გამოდის რამოდენიმე ტიპის პისტოლეტი გაათვლილი ამ ვაზნაზე. სხვა და სხვა 1911 სისტემის პისტოლეტები, ასევე გლოკ 20 და 29 და ასე შემდეგ.

ძირითადად იარაღი ასეთ ვაზნაზე გამოიყენება როგორც თავდაცვითი, სხვა და სხვა ნადირობების დროს. სპორტშიც მისი სხვა და სხვა ხელით დატენილი ვარიანტები ძალიან პოპულარულია. თავისი თვისებების გამო, მას ასევე იყენებენ უშუალოდ სანადიროთ ისეთ ცხოველებზე, როგორიცაა ირემი, ტახი და ასე შემდეგ. ცნობილი როკ-მუსიკოსი ტედ ნუჯენტი იყენებს გლოკ 20 ტახებზე ბადირობისას. ცნობილია ეპიზოდი მისი მონაწილეობით, რომლიც მოხდა აფრიკულ საფარიზე. ერთი გასროლით თავისი გლოკ 20-დან მან მოკლა აფრიკული კამეჩი (африканский буйвол). 180 გრანიანი Cor-Bon-ის ტყვიამ მთლიანად გახვრიტა ხცოველის კისერი და ხეხრემალი!

10mm აუტომ განაპირობა ასევე სხვა ანალოგიური ვაზნების შექმნა, როგორებიცაა რა თქმა ინდა უკვე ხსენებული .40 S&W ასევე .41 Action Express, 10mm Magnum, მზარდი პოპულარობის მქონე .357 SIG, ნაკლებად ცნობილი სპეციალიზირებული 9×25mm Dillon, .224 BOZ (10მმ აუტოს მასრის და 5.56X45 ვაზნის ტყვიის ჰიბრიდი, .400 COR-BON, .40 SUPER და 10mm Express.

წყარო : www.shooterscentral.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close