10 ყველაზე გავრცელებული საწამლავი

ყველაზე გავრცელებული საწამლავები

1. ც ი ა ნ ი დ ი
სინილმჟავას მარილები. ციანიდები უკავშირდება ქსოვილის ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია უჯრედულ სუნთქვაზე. თრგუნავს მათ აქტივობას, ამიტომ სიკვდილი შეიძლება დადგეს მალე. ადამიანი კარგავს გრძნობას, რის შემდეგაც მას ემართება კრუნჩხვა და დგება სკვდილი. სინილმჟავას ორთქლის ჩასუნთქვისას სიკვდილი 1 წუთის განმავლობაში დგება. ეს შხამი გავრცელებული იყო მზვერავებსა და ჯაშუშებს შორის, რადგან ერთი კაფსულა საშუალებას იძლეოდა წამება დასრულებულიყო, ჩვეულებრივ ის გამოკერილი იყო პერანგის საყელოზე, რათა შეკრული ხელითაც მიწვდენოდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ მოხუცი რასპუტინი მოწამლეს ციანიდის რამდენიმე სასიკვდილო დოზით, მაგრამ იგი ამით არ მომკვდარა, იგი დაახრჩვეს.

2. ს ტ რ ი ხ ნ ი ნ ი.
20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწამვლის ფორმა , სტრიხნინი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და იწვევს რეფლექსურ რეაქციებს. სწორი დოზის შემთხვევაში მსხვერპლი იღუპება 10-20 წუთში – აგონიაში და ტანჯვით. სტრიხნინი აგათა კრისტის წიგნებში მკვლელობის ყველაზე საყვარელ საშუალებად იქცა. დღეისთვის ეს შხამი მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაში გვხვდება.

3. დ ა რ ი შ ხ ა ნ ა.
ისტორიულად დარიშხანა ყველაზე გავრცელებული საწამლავი იყო და ყოველთვის ითვლებოდა იდუმალი მკველობის ყველაზე საყვარელ საშუალებად. დიდ ბრიტანეთში ის გავრცელებული იყო როგორც საწამლავი, რომელიც თავისუფლად იყიდებოდა აფთიაქებში თაგვებთან საბრძოლველად. მისი საწამლავად გამოყენებისას  მოწამვლის სიმპტომებში შედის მუცლის ძლიერი ტკივილი, გულღებინება და სისხლიანი ფაღარათი.

4. გ ვ ე ლ ი ს   შ ხ ა მ ი
კბენის ტოქსიკურობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე – როდის გასცა გველმა თავისი შხამი, კბენის ხანგრძლივობა და კბენის ხარისხი. ყველაზე შხამიან გველებად ითვლებიან გველგესლა (ასპიტი) და კობრა. შხამიანი გველის კბენის შემდეგ კანი სივდება, იწყება სისხლდენა თვალებიდან , ცხვირიდან და ღრძილებიდან, აგრეთვე ჩნდება ტკივილი ნაკბენ ადგილას. საინტერესოა, რომ შხამიანი გველის 3/4 უფრო მეტ მსხვერპლს წარმოადგენს თეთრი მამაკაცები .

5. კ ო ნ ი ო
ორწლოვანი ბალახოვანი, თითქმის შიშველი მცენარე ნაცარა წითელ-ლაქოვანი ღეროთი და მსხვილი ფოთლებით, გარშემოხაზულობა სამკუთხედური. ყვავილები წვრილი, თეთრი რთული ქოლგისებური. კონიოს ნაყოფი, გასრესილი ხელში, გამოსცემს თაგვისებურ  სუნს. მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით შხამიან ალკალოიდებს(ტუტისებური ორგანული ნივთიერებანი უმთავრესად მცენარეული წარმოშობისა, შეიცავენ აზოტს. გამოირჩევიან ძლიერი ფიზიოლოგიური მოქმედებით): განსაკუთრებით კონიინს, მეთილკონიინს… იგი პარალიზებას უკეთებს სასუნთქ კუნთებს. ფიქრობენ, რომ სწორედ ამ მცენარის წვენით და არა ციკუტათი, როგორც ეს ადრე ითვლებოდა,  მოწამლეს სოკრატე.

6. ჰ ე რ ო ი ნ ი
ოპიატის ოჯახს განეკუთვნება და სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატს წარმოადგენს (ოპიოიდი). ზემოქმედების თვალსაზრისით ჰეროინი მორფზე სამჯერ უფრო ძლიერია. ჰეროინი მორფისგან დამზადებული დეპრესანტული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებულ ოპიუმის პროდუქტს. იგი წარმოდგენილია თეთრი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ფხვნილის სახით. ჰეროინის ჟარგონული დასახელებები: გემო, ცხენი, ყავისფერი შაქარი, ვეფხვი.  მოხმარება: – ინექციით,  მოწევით.  ხდება მისი გაცხელება ალუმინის ფოლგაზე და შესუნთქვა, ინჰალაციის გზით. ჰეროინის ზემოქმედება: ჰეორინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება:  გუგების შევიწროვება;  სხეულის ტემპერატურის დაკლება;  მაჯისცემისა და სუნთქვის შენელება. ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფსიქოლოგიური ზემოქმედება:  მოთენთილობა და ინდეფერენტულობა;  რეაგირების უნარის დაკარგვა; უემოციობა; სრული მოდუნება. ქმნის ეიფორიის შეგრძნებას. XX საუკუნეში იხმარებოდა როგორც სამკურნალო საშუალება.

7. თ ე ვ ზ ი   Puffer
მომწამვლელად ითვლება ნივთიერება tetraodontoxin რომელიც ამ თევზის საკვერცხეებშია აღმოჩენილი. ეს შხამი არ ნადგურდება საკვების მომზადებისას, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ირწმუნებიან , რომ მომზადების დროს შიგთავსის გამოღებისას , თევზი როგორც წესი უსაფრთხოა. გამოიყენება იაპონურ სამზარეულოში. pufferfish-ის მომზადება შეუძლია მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ და ლიცენზირებულ მზარეულებს. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი სასიკვდილო შემთხვევა ფიქსირდება, არასწორად მომზადებული თევზის კერძის გამო. მოწამვლის ნიშნებია: უსიცოცხლო, გაშეშებული ენა და ტუჩები, თავბრუსხვევა, ღებინება, გახშირებული გულისცემა, გაძნელებული სუნთქვა და კუნთების პარალიჩი. მსხვერპლთა უმეტესობა იღუპება 4-24 საათის განმავლობაში.

8. ო ბ ო ბ ა Fiddleback
ზუსტად ნახევარიდიუმიანი სიგრძის, Fiddleback ან მოყავისფრო ”განდეგილი”  – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შხამიან ობობას მსოფლიოში. კბენა, როგორც წესი უმტკივნეულოა, მაგრამ 8 საათის შემდეგ, მსხვერპლი აგონიაში ვარდება, სიკვდილიანობა შემცირდა მედიცინის განვითარების გამო. სიმპტომები: გულისრევა, ბებერა, ბოდვა და ნეკროზი (უჯრედთა ჯგუფის, მთელი ორგანოს ან მისი ნაწილის კვდომა ცოცხალ ორგანიზმში.)

9. Atrópa belladónna
ამ მეცნარის სახელწოდება თავისთავად წარმოადგენს უცნაურ ნარევს – ”სიკვდილი” და ”მშვენიერი” …
იგი შეიცავს ალკალოიდებს ატროფინის ჯგიფიდან. მსუბუქი მოწამვლის ნიშნებია (10-20წთ) სიმშრალე და წვა პირში, გაძნელებული ყლაპვა და მეტყველება, გახშირებული გულისცემა,ხმა ხდება ჩახლეჩილი. დარღვეულია ახლომხედველობაც. უეცრად შეიძლება განვითარდეს ბოდვა და ჰალუცინაციები. მძიმე მოწამვლისას ორიენტაციის დაკარგვა, მოძრაობითი და ფსიქიკური აღგზნებადობა , ზოგჯერ კრუნჩხვა.სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მომატება, ხუთვა, არტერიული წნევის დაცემა. შეიძლება განვითარდეს სიკვდილი სასუნთქი ცენტრის პარალიჩის და სასუნთქი გზების უკმარისობით.

10. აბუსალათინის ლობიოს მარცვლები
რიცინის წყარო – ცილოვანი ტოქსინი მცენარეული წარმოშობის, ადამიანისთვის საშუალო სასიკვდილო დოზა (LD50) – 0.3 მგ/კგ. საკმარისია დაღეჭოთ ერთი ნაყოფი და გარანტირებული გაქვთ ”გაღმა” გახვიდეთ.


ავტორი: nimfunia


© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE