გასართობისაკითხავისასარგებლო

ბრენდების პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში

ყველაზე ძლიერი გლობალური ბრენდები იძულებულნი არიან ადგილობრივი კულტურის გათვალისწინებით ადაპტირება მოახდინონ  სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიები იყენებენ სტრატეგიას პროდუქციის ლოკალიზაციისთვის , რათა გაითვალისწინონ ერის ან განცალკევებული სეგმენტის რეგიონალური და დამახასიათებელი თავისებურებანი, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

აქ ნახავთ ცნობილ ბრენდებს , რომლებიც ზოგჯერ სრულად იცვლიან სახელს სხვადასხვა ქვეყანაში.

ახალგაზრდული დეოდორანტი Axe, ბრენდი Unilever (აშშ, ევროპა) _ Lynx (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი)

დეოდორანტი Rexona, ბრენდი Unilever – Sure (დიდი ბრიტანეთი და ირლანდია) – Degree (ჩრ.ამერიკა)

საპონი Lux ,ბრენდი Unilever – Caress (აშშ)

Cif – Jif (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ზოგიერთი ჩრ.ქვეყანა) _ Vim (კანადა)

Tide – ბრენდი Procter & Gamble (აშშ) – Alo (თურქეთი) – Ace (ლათ.ამერიკა)

ბრენდი Procter & Gamble – Fairy – Dawn (გერმანია)

Johnson’s Baby – ბრენდი Johnson & Johnson (აშშ) _ Penaten (გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი)

ბრენდი Procter & Gamble – Mr. Clean (აშშ, კანადა) _ Mr. Proper (ევროპა) _ Maestro Limpio (მექსიკა და ლათ.ამერიკის ქვეყნები)

ბრენდი Frito-Lay,რომელიც თავისთავად ეკუთვნის PepsiCo Inc-ას – Lays (აშშ) _ Walkers (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი)

ბრენდი Unilever _ Vaseline – Vasenol (პორტუგალია, ბრაზილია,იტალია, ესპანეთი)

ბრენდი Mars company _ შოკოლადი Dove (აშშ, ჩინეთი,გერმანია,რუსეთი,საქართველო) _ Galaxy (დიდი ბრიტანეთი, ირლანდია)

Nuts – ბრენდი Nestlé – Topic (დიდი ბრიტანეთი)

Always -ბრენდი Procter & Gamble _ Whisper (იაპონია, სინგაპური)

ბრენდი L’Oréal (რომელის აქციონერია Nestlé) _ Elseve – Elvive (დიდი ბრიტანეთი) – Elvital (ფინეთი)

ბრენდი Procter & Gamble – Crest (აშშ) – Blend-a-Med (გერმანია უკრაინა, პოლონეთი,საქართველო)

ბრენდი Procter & Gamble – Lenor (ევროპა) _ Downy (აშშ)

Snickers – ბრენდი Mars, Inc _ Marathon (ადრე დიდ ბრიტანეთში)

Twix -ბრენდი Mars, Inc _ Raider (2000 წლამდე ევროპაში)

Opel (ამერიკა,ევროპა) _ Vauxhall (დიდი ბრიტანეთი) _ Holden (ავსტრალია). General Motors გადაწყვიტა შეენახა ისტორიული სახელწოდება სხვადასხვა დროს ნაყიდი ქარხნებისა.

ხშირად ხდება, რომ ძალიან მსხვილი კომპანიების მწარმოებლებს მოსდით ლაფსუსები, უშვებენ რა ბრენდებს ლოკალურ ბაზრებზე:

კომპანია General Motors-მა გადაწყვიტა დაეწინაურებინა ესპანურენოვან ბაზარზე თავისი ავტომობილი Chevrolet Nova, მაგრამ ფიასკო განიცადა, რადგან ესპანურად No Va ნიშნავს – ”არ მოძრაობს”.

Mitsubishi Pajero ესპანურენოვან ქვეყნებში იყიდება სახელწოდებით – Mitsubishi Montero, რადგან ესპანურ სლენგზე სიტყვა – Pajero წარმოადგენს უხეშ მიმართვას გეისადმი.

80-იან წლებში «Жигули» -ის ეძახდნენ «Лада»-ას. სიტყვა დაწერეს აგრეთვე უცხოური მანერით «Lada», რადგან ავტომობილების ექსპორტი დაიწყეს, უცხოელებისთვის კი სახელი «Жигули» ასოცირდებოდა სიტყვა «ჟიგოლოსთან»-სთან.

Chevrolet Aveo ასეთი სახელწოდებით იყიდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. სხვა ქვეყნებში ის ატარებს სახელს Daewoo Kalos.

Bacardi-მ გამოუშვა ხილის სასმელი სახელწოდებით «Pavian», რომელიც ფრანგულად ნიშნავს ”ელეგანტურს, მოდურს” , ხოლო გერმანულად ”ბაბუინს”. წარმოიდგინეთ, შედიხართ მაღაზიაში და გამყიდველს თხოვთ ერთ ბოთლ ”ბაბუინს” :D

პარფიუმერული კომპანია Clairol გერმანიაში წარმოადგინა თავისი მშრალი დეოდორანტები, გამოიყენა სლოგანი Mist Stick – ნისლიანი დეოდორანტი, მოგვიანებით გაირკვა, რომ გერმანულ სლენგზე Mist ნიშნავს-  ნაკელს, ნეხვს :)

Parker -მაც გადაწყვიტა ეთარგმნა თავის სლოგანი ესპანურად : მისი კალამის რეკლამა ინგლისურად ასე ჟღერს – It won’t leak in your pocket and embarrass you (ის არასოდეს გამოჟონავს თქვენი ჯიბიდან და არ ჩაგაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში). მთარგმნელი შეცდა და აერია 2 ესპანური სიტყვა. ჯამში,Parker-ის სარეკლამო კამპანია მექსიკაში მიდიოდა სლოგანით : ”ის არასოდეს გამოჟონავს თქვენი ჯიბიდან და არ დაგაორსულებთ”.

კომპანია Colgate-Palmolive-მა ფრანგულ ბაზარზე გაიტანა თავისი ახალი კბილის პასტა Cue.მოგვიანებით ამერიკელებმა გაიგეს , რომ ზუსტად ასეთი სახელწოდებას ატარებს პოპულარული ფრანგული პორნოჟურნალი.

როცა Gerber პირველად დაიწყო ბავშვთა საკვების გაყიდვა აფრიკაში , მათ გამოიყენეს ანალოგიური შეფუთვა, როგორც აშშ-ში _ ფოტო სიმპატიური ბავშვისა ყუთზე. დროთა განმავლობაში, დაბალი გაყიდვის გამო, მათ გადაწყვიტეს შეესწავლათ სიტუაცია და აღმოჩნდა, რომ აფრიკაში დიდი რაოდენობის გაუნათლებელი ადამიანების გამო მიღებულია შეფუთვაზე ინგრედიენტების გამოხატვა, რასაც პროდუქტი შეიცავს …

აშშ-ში ლუდი Coors -ის სარეკლამო სლოგანად იყენებდნენ «Turn it Loose», რომელიც შეიძლება ითარგმნოს ასე : ”გახდი თავისუფალი”. მაგრამ ესპანურად ნიშნავს ”იტანჯე ფაღარათით”

ავიაკომპანია American Airlines თავის სალონებში დადგა ტყავის სავარძლები და გადაწყვიტა ამის შესახებ ეცნობებინა მექსიკელი მომხმარებლისთვის. ინგლისურად ასე ჟღერდა სლოგანი : Fly in Leather -იფრინე ტყავში. სიტყვასიტყვით კი ითარგმნა ასე : ”იფრინე შიშველმა”.

როცა Coca-Cola პირველად შევიდა ჩინეთში, კომპანიამ გადაწყვიტა არ შეეცვალა სავაჭრო მარკა,თუმცა ეს სიტყვა ჩინურად ნიშნავს ”უკბინეთ თავკომბალას”

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სკანდინავიურმა მწარმოებელმა  Electrolux-მა  თავისი მტვერსასრუტები გაიტანა ამერიკულ ბაზარზე, გამოიყენა სლოგანი Nothing Sucks Like an Electrolux – არაფერი ისე არ წოვს, როგორც Electrolux

კომპანია Frank Purdue რომელიც აწარმოებს ქათმის ხორცს, აშშ-ში იყენებს სლოგანს It takes a strong man to make a tender chicken – ”რომ დაამზადოთ რბილი წიწილა , საჭიროა ძლიერი მამაკაცი”. ესპანურად კი ეს ფრაზა სხვა აზრს იძენს: საჭიროა სექსუალურად აღგზნებული მამაკაცი, რომ წიწილა გახდეს რბილი და ნაზი.”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close