გასართობისაკითხავიუცნაური

10 ყველაზე უჩვეულო შესაძლებლობის მქონე ადამიანი


10 ყველაზე უჩვეულო ადამიანი, რომლებიც აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევენ

1. ადამიანი – კომპიუტერი

წარმოგიდგენთ ბრიტანელ Daniel Tammet-ს, ადამიანი , რომელიც ვერ ანსხვავებს მარჯვენას და მარცხენას :lol2: მაგრამ სამაგიეროდ ძალიან იოლად გამოყავს მათემატიკური ამოცანები მხოლოდ თავისი ტვინის დახმარებით, ყოველგვარი გამომთვლელი მანქანისა და მისთანების გარეშე.

“მე ციფრებს ვხედავ ვიზუალურად, მათ გააჩნიათ ფერი და სტრუქტურა, ფორმები. სხვადასხვა ამოცაბნებს ვხედავ როგორც პეიზაჟებს” – აცხადებს ტამეტი.

ყველაფერ ამასთან ერთად ეს უჩვეულო ადამიანი ლაპარაკობს 11 ენაზე: ინგლისური, ფრანგული, ფინური, გერმანული, ესტონური, ესპანური, რუმინული, ისლანდიური (რომელიც 7 დღეში ისწავლა), ლიტვური (რომელზეც ყველაზე ხშირად ლაპარაკობს), ვალიური და ესპერანტო.

2. ადამიანი – ღამურა

წარმოგიდგენტ ახალგაზრდა ადამიანს Ben Underwood-ს საკრამენტოდან. ის აბსოლიტურად ჯანმრთელი დაიბადა. სამი წლის ასაკში კი ექიმები იძულებული იყვნენ წაერთმიანთ მისთვის თვალის სინათლე, კიბოს გამო. მაგრამ მიუხედავად ამისა ბენმა ჩვეულებრივ განაგრძი ცხოვრება, თანაც სრულფასოვანი

ბენი გადასაადგილებლად იყენებს თავის ენას, რომლითაც გამოსცემს უჩვეულო ხმებს და სწორედ ასეთი ხმებით ის მოძრაობს სრულფასოვნად. მიუხედავად იმისა იმყოფება ის მისთვის ნაცნობ, თუ სრულიად უცნობ ადგილას. ექიმების დასკვნით ბენი არ ფლობს არანაირ გამახვილებურ სმენას, უბრალოდ მისმა ტვინმა ისწავლა ხმების ვიზუალურად აღქმა, რაც ამსგავსებს ადამიანს ჩვეულებრივ ღამურას ან დელფინს

3. რეზინის ადამიანი

ამერიკელი Daniel Smith-ი, რომელიც უბრალოდ სასწაულებს აკათებს თავისი სხეულით. უკვე 4 წლის ასაკიდან ის აოცებდა გარშემო მყოფებს, ხოლო როდესაც შეუსრულდა 18 წელი გაიქცა სახლიდან და შეუერთდა ცირკს. ამის შემდეგ “რეზინის ადამიანი” მონაწილეობას ღებულობდა უამრავ საცირკო ნომრებში, საკალათბურთო და ბეისბოლის მატჩებში, უამრავ სატელევიზიო შოუში.

ექიმები თვლიან, რომ დენიელის ასეთი პლასტიკურობა მას დაბადებიდანვე მოჰყვება, თუმცა შემდგომში მანაც დახვეწა ბევრი რამ

4. რკინის მჭამელი

ფრანგმა Michel Lotito (დაბადებული 1950 წელს), თავისი უჩვეულო შესაძლებლობა აღმოაჩინა 9 წლისამ, როდესაც მშობლების გარდაცვალებისგან შეშინებულმა ტელევიზორი შეჭამა. 16 წლისამ მან უკვე ხალხის გართობა დაიწყო და ამით ფულსაც შოულობდა. ის ჭამდა რკინას, მინას და რეზინასაც ყველას თვალწინ. აღსანიშნავია ის, რომ ლატიტოს კუჭი ამას მშვენივრად იტანს, თან მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეჭმული დეტალი შხამიანიც კი ყოფილა

გინესის რეკორდების წიგნში ლატიტო მოხვდა იმიტომ, რომ მან შეჭამა თვითმფრინავი “სესნა-150”. ის მიირთმევდა მას 2 წლის მანძილზე 1978-1980წწ. დღეში დაახლოებით ერთ კილოგრამს.

5. კბილის მეფე

მალაიზიელი Rathakrishnan Velu ცნობილია როგორც “კბილის მეფე”. მისი უნიკალური შესაძლებლობები მართლაც რომ გაოცებას იწვევს.

2007 წლის 30 აგვისტოს, მალაიზიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მან დაამხო საკუთარ რეკორდი და 6 ვაგონიანი მატარებელი, რომლის წონაც 297 ტონა იყო, 2.8 მეტრზე გაწია კბილებით

6. ადამიანი მაგნიტი

Liew Thow Lin – ასევე მალაიზიელი, რომელმაც 70 წლისამ შეზლო გაეწია ავტომობილი რკინის ჯაჭვით, რომელიც უბრალოდ მიმაგრებული იყო მის მუცელზე


მის ასეთ შესაძლებლობებს ლინი მემკვიდრეობას აბრალებს, რადგანაც მისი სამი შვილი და ორი შვილიშვილიც მას გავს

7. უძინარი ადამიანი

Thai Ngoc – 64 წლის ვიეტნამელი, რომელსაც დაავიწყა რა არის ძილი, მას შემდეგ, რაც 1973 წელს იავადმყოფა, სწორედ იქდან მოყოლებული აგერ უკვე 37 წელია არ უძინია, დაახლოებით 13500 ღამე

“მიუხედავად ყველაფრისა მე თავს ჩვეულებრივად ვგრძბნობ და არაფერი არ მტკივა” – აცხადებს ვიეტნამელი უცნაური ადამიანი. ექიმებმაც შემოწმების შემდეგ რამე უჩვეულო მის ორგანიზმში ვერ აღმოაჩინეს.

8. ტკივილების მეფე

Tim Cridland – ადამიანი რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს. ჯერ კიდევ სკოლაში აოცებდა ტიმი თანაკლასელებს, როდესაც ნემსით იხვრიტავდა ხელებს და მშვენივრად უძლებდა პაპანაქება სიცხესა და სუსხიან ყინვებს.

დღეს კი ტიმი დაუჯერებელ და ენიტ აღუწერელ რაღაცეებს უჩვენებს მაყურებლებს. ამის გამო მან საფუძვლიანად შეისწავლა ანატომია. ექსპერტებმა დაადგინეს რომ ტიმი სხვა მხრივ არანაირად არ გამოიღცევა სხვა ადამიანებისგან.

9. ცხოველების მეგობარი

ბიოლოგი Kevin Richardson-ი მშვენივრად უგებს და მეგობრობს კატისებრთა ოჯახის ცხოველებთან, ოღონდ არა საშინაო ჯიშებთან, არამედ მტაცებლებთან. ყოველგვარი შიშის გარეშე კევინს შეუძლია ნებისმიერ დროს გაათიოს ღამე ლომებთან ერთად.


“მე ვეყრდნობი მხოლოდ ინსტიქტებს და არ ვიყენებ არანაირ ჯოხს და ჯაჭვს ცხოველებთან საურთიერთობოთ. მე მაქვს არაჩვეულებრივი მოთმენის უნარი და ვგრძნობ რა სურს ცხოველს ამა თუ იმ მომენტში,ამიტომაც არ მეშინია მათთან ურთიერთობა. ეს ჩემი გატაცებაა და არა სამუშაო” – აცხადებს რიჩარდსონი

10. თვალებგადმოკარკლული ადამიანი

Claudio Pinto ცნობილი ადამიანი, რადგანაც მას შუძლია თვალები 4 სანტიმეტრით წინ წამოწიოს. პინტომ უამრავი სამედიცინო შემოწმება გაიარა და ყველა ექიმი ერთხმად აღიარებს, რომ ასეთი რამ პირველად ნახეს და ამის შესახებ მანამდე არაფერი სმენიათ.


“ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომლის საშუალებითაც შეიძლება ფულის შოვნა. ეს ღმერთის საჩუქარია და მე ამით ბედნიერი ვარ” – აცხადებს კლაუდიო

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close