არქივი

10 ქალაქი, რომელიც მომავალში შეიძლება წყალმა დაფაროს

a282d0763b0b
როგორც მოგეხსენებათ, გლობალური დათბობა, საფრთხეს უქმნის ჩვენს ცივილიზაციას.
გლობალური დათბობა, ანუ გასაგებად რომ გადმოგცეთ, ეს არის დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის ატმოსფეროს საშ. ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით;
და, გავითვალიწინოთ, დნობადი ყინულები იძლევიან მილიონობით ლიტრა წყალს, რომელიც ემუქრება დიდი რაოდენობით ქალაქებსა და ასევე ქვეყნებს ჩაძირვით…
ამ სიაშია – ცნობილი ქალაქები და მეგაპოლისები, რომლებიც წყლით დაფარვის (დატბორვის) რისკის ქვეშ არიან:
1. შანხაი , ჩინეთი – (Shanghai)
c3b16b46c745
ჩინეთის ამ ქალაქს ემუქრება სრული დატბორვა (ჩაძირვა) იმ შემთხვევაში, თუ წყალი 6,5 მეტრ სიმღლეზე აიწევს. თუმცა, არა მხოლოდ შანხაი- მეგაპოლისი არის რისკის ქვეშ, არამედ რისკის ქვეშ არიან ქალაქები, როგორიცაა მაკაო, ჰონგ-კონგი, გუანჩჟოუ . წყლის დონის აწევა 6,5 მეტრით შეიძლება მოხდეს დაახლოებით 400 წლის განმავლობაში.
წყალდიდობისგან, სუსტად განვითარებული დაცვის სისტემის შემთხვევაში, 1,5- მეტრიანი წყლის დონის ზრდაც კი – 2070 წლისათვის, მეგაპოლის-შანხაიში წარმოადგენს სიკვდილ-სიცოცხლის საფრთხეს 5,5 მილიონიანი მაცხოვრებლებისათვის
2. ამსტერდამი, ნიდერლანდები – (Amsterdam , The Netherlands)

4039e1c428d0
ამსტერდამს— ნიდერლანდის უდიდესს და უმთავრესს ქალაქს , ასვე წითელი ლამპიონების ქალაქს სადაც მოწინავე 7 კომპანიას აქვს სათავო ოფისები განთავსებული, მათ შორის, Philips და ING ემუქრება წყლით დაფარვა, თუ წყალი 3 მეტრით აიწევს და სავარაუდოდ, წინასწარი გათვლებით, ამსტერდამი ჩაიძირება წყალში 150 წლის განმავლობაში. ქვეყნის ერთი მეოთხედი , რომელიც მდებარეობს დაბლობზე, ფაქტიურად განლაგებულია ზღვის დონიდან – ქვემოთ. ტერიტორიები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ზღვის მიერ ჩაძირულები უნდა იყოს , ამ ადგილებს იცავდა დიდი დამბები და ჯებირები… აქედანაა წამოსული სიტყვა „ამსტერდამი“ . სახელი ამსტელ დამი-დან Amstel dam მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. სიტყვა „dam“ ინგლისურად ნიშნავს : ჯებირი, დამბა, კაშხალი, შეკავება; მაგრამ საინტერესოა – დოდემდე?
3. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი – (St.Petersburg, Russia)
გაშენებულ ქალაქს კიდევ უფრო ალამაზებდა უამრავ შენაკადსა თუ არხზე გადებული ასობით ხიდი (300 ხიდი), სანკტ-პეტერბურგს ხშირად სწორედ ამიტომ უწოდებენ „ჩრდილოეთის ვენეციას“. ქალაქს 1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი ეწოდა , 1914-1924 წწ. — პეტროგრადი,1924-1991 წწ. — ლენინგრადი, ამჟამად კი სანკტ-პეტერბურგი ქვია.

0915df2340d4
როგორც ვიცით, სანკტ-პეტერბურგის დამაარსებელი – რუსეთის ახალგაზრდა მეფე, პეტრე დიდი ოცნებობდა, რუსეთისთვის „ფანჯარა გაეჭრა“ ევროპისკენ და გამოსავალს ზღვაზე გასასვლელის მოპოვებაში ხედავდა. სამხრეთით, შავი ზღვისკენ გზა ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა გადაჭრილი. ამიტომაც პეტრემ ყურადღება გადაიტანა ჩრდილოეთით, ბალტიის ზღვის მიმდებარე მიწებზე, რომლებიც იმ დროს შვედეთის მფლობელობაში იმყოფებოდა და დაიწყო შეტევა შვედეთზე, რომელიც 1702 წელს წარმატებით დამთავრდა .
… ქალაქის დამაარსებელმა შორეულ ჩრდილოეთში — იქ, სადაც მდინარე ნევა ფინეთის ყურეს ერთვის გააშენა მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი „ ჩრდილოეთის ჭაობიან მიწებზე“ .
ფაქტი ფაქტად რჩება, მსოფლიოს ეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქს ემუქრება დატბორვა, თუ წყლის დონე 2,5 მეტრამდე გაიზრდება . ქალაქი, რომელიც აგებულია მდინარე ნევას ესტუარის კუნძულებზე და იქ მცხოვრები მოსახლეობა,
მიჩვეულია წყალდიდობებს, მაგრამ ბოლო წლებში ისინი გახდა უფრო ხშირი და სახიფათო … უახლოეს წლებში სანკტ-პეტერბურგს ემუქრება წყლით დაფარვა და მოლეკვა…
4. ვენეცია, იტალია – (Venice, Italy)
667e6bce5428
„ყველა შეყვარებულების“ (ვალენტინის) ცნობილი ქალაქი ვენეცია შეიძლება „აღიგავოს პირისაგან მიწისა“, თუ გლობალური ზღვის დონე მოიმატებს მხოლოდ ერთი მეტრითაც კი. როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი ბარცინიმ გაზეთ The New York Times-ს განუცხადა, „ეს ქალაქი უდავოდ ყველაზე მშვენიერია, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია“.
ვენეცია , რომლის მეტსახელია არხების ქალაქი, რომელიც არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე მდებარეობს. ზრდადი წყლის დონე და მისი გავლენა ადგილობრივ მწირ, ბიც ნიადაგზე ქალაქს უქმნის საფრთხეს მისი რთული არხების ქსელით; ასევე აღსანიშნავია 2008 წლის და ამ წლის იანვრის თვეში კატასტროფული წყალმოვარდნები, რომლებმაც გამოიწვია შენობების მძიმე დაზიანებები, რომელთა აღდგენა-რესტავრაციაც დაჯდა ასობით მილიონი ამერიკული დოლარი.
თუ ზღვის დონე აიწევს მხოლოდ ერთი მეტრით, წყლით დაიფარება ვენეცია -„ადრიატიკის ზღვის დედოფალი“ , და როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი ბარცინიმ გაზეთ The New York Times-ს განუცხადა, სამწუხაროდ, წყლით დაიფარება „ყველაზე მშვენიერი, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია“…
5. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – (United Kingdom)
c1bf06af42ac
რომ ჩაიძიროს ლონდონი, მსოფლიო ოკეანის დონემ უნდა მოიმატოს 5,5 მეტრით. ლანდშაფტი, რომელ ზეც განლაგებულია ქალაქის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები, წარმოადგენს ჭანჭრობს.
ამჟამად, მოქმედებს თავდაცვის სისტემა მოქცევებისაგან და უკუქცევებისგან – მდინარე თემზას ბარიერი, ხოლო თუ გაიმეორებს „ატლანტიდას“ ბედს, მაშინ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ -ლონდონს , ზოგიერთი გათვლებით და სავარაუდო მონაცემებით დასჭირდება კიდევ 375 წელი. როგორც ვიცით, ატლანტიდა ჩვენი რასის უძველესი და ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი ცივილიზაცია იყო, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე, თუ რა და ვინ ვართ ახლა.
6. ახალი ორლეანი, აშშ – (New Orleans)

e070dafe0f11
ახალი ორლეანი არის ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ნავსადგური, რომელიც მდებარეობს ლუიზიანას შტატში.
ეს ქალაქი- „ახალი ორლეანი“ ყველაზე მეტად ზარალდება წყალდიდობებისაგან. ქარიშხალი „Katrina“-ს შედეგად ქალაქის უამრავი რაიონი პრაქტიკულად განადგურდა. „ახალი ორლეანის“ ყველაზე დაბალი დამბები დაახლოებით 350 წლისაა და უეჭველია, რომ ოკეანის „წყლები“ შთანთქავს ქალაქს. დამბა, იგივე ჯებირია- მიწის კაშხალის მსგავსი ჰიდროტექნიკური ნაგებობა. ჯებირი ორგვარია: სადაწნეო , აგებენ მდინარისა და ზღვის დაბალი ნაპირების დატბორვისაგან დასაცავად, არხების შემოსაზვინად და უდაწნეო , იყენებენ მდინარის კალაპოტის სარეგულირებლად. .. გარდა ამისა, არსებობს ისეთი დამბები, რომლებიც ხელოვნურად იქმნება, მაგრამ დიდ სამუშაოებს მოითხოვს და დროს, საკითხავია ისიც თუ გაუძლო ხელოვნურმა დამბებმა 
მდინარე მისისიპის დამბების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მათი საერთო სიგრძე მდინარის გაყოლებაზე 3000 კილომეტრამდეა.
7. ნიუ იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები -( New York)

5b075420ecc4
რომ შთანთქოს ნიუ უორკის სანაპირო ნაწილი, ოკეანის წყალმა უნდა აიწიოს 3 მეტრით. ქარიშხალი „სენდიმ“ (Sandy) და ძლიერმა გრიგალებმა ფაქტის წინაშე დააყენა ნიუ -იორკის მოსახლეობა, რომ საჭიროა წყალდიდობებისაგან დამცავი უფრო უსაფრთხო ახალი სისტემის შექმნა; და რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში.
8. სან ფრანცისკო, აშშ – (San Francisco , USA)
5247f7712341
სან ფარანცისკო არის შესანიშნავი სახალისო ქალაქი, რომელიც კალიფორნიის ცენტრალურ სანაპიროზე, ლოს ანჯელესიდან 350 მილში მდებარეობს. ამ ქალაქს, რომელიც დაარსდა ნახევარკუნძულზე ემუქრება ჩაძირვა, როდესაც მსოფლიო ოკეანის დონე 3 მეტრით აიწევს. სამწუხაროდ, მთიანი რელიეფი საკმაოდ ართულებს ტერიტორიის წყლისაგან დაცვას.
9. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, შეერთებული შტატები – Los Angeles, CA (USA)
7984ff8539ac
ქალაქი ლოს-ანჯელესი, შემოკლებით ელ-ეი (LA) – ანგელოზთა ქალაქი მდებარეობს ამერიკის შტატ კალიფორნიაში, რომელიც მოსახლეობით შეერთებულშტატებში სიდიდით მეორე ქალაქია ნიუ-იორკის შემდეგ. ასევე სან ფარანცისკოს მსგავსად, ამ სანაპირო ქალაქს, ელ-ეის ემუქრება ჩაძირვა, როდესაც მსოფლიო ოკეანის დონე 3 მეტრით აიწევს. წინასწარი გათვლებით, ეს შეიძლება მოხდეს 200 წლის მერე…
10. ჰამბურგი, გერმანია – (Hamburg, Germany)
4b598be23ab7
ჰამბურგი — ქალაქი ჩრდილოეთ გერმანიაში, ისტორიულად ჰანზის თავისუფალი ქალაქია, მდინარე ელბაზე, რომელიც ერთვის ჩრდილოეთის ზღვას, სადაც 2,5 კმ-იდან 15 კმ-მდე სიგანი ესტუარს ქმნის. ჰამბურგი გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქია და ქვეყნის ყველაზე დიდი საოკეანო პორტიც. მონაცემების საფუძველზე, იმისათვის რომ წყალმა დაფაროს ჰამბურგერი, გლობალური ზღვის დონე უნდა გაიზარდოს 2,5 – 3 მეტრით…

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button