არქივი

ასტეროიდი აპოფისი

hv3wf

ასტეროიდი, რომელიც 23 000 მილი/სთ (37 000 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობს, შეიძლება 2036 წლის 13 აპრილს დედამიწას შეეჯახოს, რაც მილიონობით ადამიანის სიკვდილსა და გლობალურ ქაოსს გამოიწვევს.

რუსი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 25 წელიწადში ჩვენს პლანეტას დაემუქრება საფრთხე 300 იარდის (274 მ) სიგანის მქონე ასტეროიდის შეჯახების სახით. მათ აპოფისი შერაცხეს დედამიწისთვის ყველაზე საშიშ კოსმოსურ სხეულად.

თუმცა პანიკა ჯერ ადრეა და შეიძლება ითქვას, უსაფუძვლოც. რეალურად, კატასტროფის მოხდენის შანსი მცირეა. ნასას განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ ჰიპოფისი ჩვენს პლანეტას შეეჯახოს, 250 000-დან 1-ია.

ნასას თანამშრომელმა დონალდ იომანსმა განაცხადა, რომ აპოკალიფსური თეორიების ახდენის შანსი ნაკლებმოსალოდნელია. 2029 წლის 13 აპრილს აპოფისი ახლოს ჩაუვლის დედამიწას, მაგრამ მასზე არანაირ გავლენას არ იქონიებს. ასე რომ ამ შემთხვევაში საშიში არაფერია, დაჯახების შანსი გამორიცხულია. მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ერთხელ განმეორდება მსგავსი შემთხვევა 7 წლის შემდეგ, 2036 წლის 13 აპრილს. სწორედ აქ არის საშიშროება იმისა, რომ მოხდეს ის, რისიც ბევრს ეშინია. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, რუსი კოლეგებისგან განსხვავებით, ნასას მეცნიერები საკმაოდ დაბალ შანსს აძლევენ ამ მოვლენის მოხდენის ალბათობას. მანამდე კი 2011 წელს გვესტუმრება და მისი დანახვა ოპტიკური ტელესკოპებით იქნება შესაძლებელი.

1m6yl
აპოფისის მოსალოდნელი ტრაექტორია 2029 წელს.

პროფესორმა ლეონიდ სოკოლოვმა “რიანოვოსტის” განუცხადა:

– 2029 წელს აპოფისი დედამიწას 37000 კმ-ის მანძილზე მიუახლოვდება. შეჯახება კი შეიძლება მოხდეს 2036 წელს. ჩვენი ამოცანაა, განვიხილოთ სხვადასხვა ალტერნატივები და შევიმუშავოთ რამდენიმე ვარიანტი ამის თავიდან ასაცილებლად, რაშიც აპოფისზე დაკვირვება დაგვეხმარება.

შეჯახების შანსი თავიდან მეცნიერთა გაანგარიშებით, იყო 1:45000, თუმცა მოგვიანებით დაკვირვებებისა და გამოკვლევების საფუძველზე ეს მაჩვენებელი დაწიეს. თუკი მომავალში დაადგენენ, რომ ასტეროიდის ტრაექტორია პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული და 2036 წელს დაჯახების საშიშროების წინაშე დავდგებით, ნასა მაქამდე შესაბამის ზომებს მიიღებს, რომ მიმართულება შეუცვალოს.

ძირითადი ფაქტორები, რომლითაც სავარაუდო ტრაექტორიას ადგენენ, არის მზის სისტემის სტანდარტული მოდელი, რომელიც მოიცავს მზის, მთვარისა და პლანეტების მიზიდულობის ძალას. თუმცა არის სხვა დეტალებიც, მაგალითად ასტეროიდის მასა, ბრუნვა, მისი უნარი მზის სინათლის არეკვლისა და “შეწოვისა”, მიზიდულობის ძალა იმ ასტეროიდებისა, რომლებსაც გზაში ახლოს ჩაუფრენს. მაგალითისთვის, მზის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს აპოფისის “გაწევა” 20-740 კმ-ით, რაც საფრთხეს მკვეთრად შეამცირებს.

ig8ps
ასტეროიდის სურათი “დისქავერის” საიტიდან.

მაგრამ რა მოხდება, თუკი ეს საფრთხე მაინც რეალობად იქცევა? როგორც საინფორმაციო გამოშვებები აბუქებენ, ისე ნამდვილად არ იქნება, ანუ არც დედამიწას გაანადგურებს და არც ორბიტას მოწყვეტს, თუმცა საკმაო სიმძლავრე მაინც ექნება და სადაც ჩამოვარდება, იმ არეალში პირწმინდად გაანადგურებს სიცოცხლეს. გამოიწვევს ხანძრებს, ნგრევებს, ცუნამებს და ა.შ. საწყის ეტაპზე მოვლენის სიმძლავრე შეფასებული იყო 1480 მეგატონად, მოგვიანებით კი ნასამ ჯერ 880-ზე ჩამოწია, შემდეგ 510-ზე.

blfia
ადგილები, სადაც ასტეოროიდის ჩამოვარდნის საფრთხეა.

შედარება რომ მოვიყვანოთ, ყველაზე ძლიერი იარაღი, წყალბადის რუსული ბომბი Царь-бомба 50 მეგატონის სიმძლავრის იყო. მოვლენები, რომლებმაც წარმოშვა მეტეორის კრატერი და ტუნგუსკის კატასტროფა, სიმძლავრით 3-10 მეგატონის ფარგლებში მერყეობდა. 1883 წელს კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევა 200 მეგატონით განისაზღვრა. ხოლო ასტეროიდის ჩამოვარდნა, რომელმაც დინოზავრები გადააშენა, 100 მილიონი მეგატონის სიმძლავრის იყო (!).

ასტეროიდის მონაცემები ასეთია: დიამეტრი – 270 მ, წონა – 27 მლნ ტონა, ტემპერატურა კი –3.15°. სრული სახელია “99942 Apophis” და 2004 წელს, 19 ივნისს აღმოაჩინეს. ალტერნატიული სახელია 2004 MN4, ხოლო მთავარი სახელი ეწოდა აპისის ბერძნული ვარიანტის მიხედვით. აპისს გველის ფორმა ჰქონდა და მზის ღმერთის, რას დაუძინებელი მტერი იყო.

დასასრული.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button