არქივი

Stinger

ab83982ac65c
ამ საზენიტო კომპლექსის შექმნა,რომლის დანიშნულებაა დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებისა
და შვეულმფრენენებტან ბრძოლა წარმოადგენს,ფირმა general dynamicis-მა 60 იან წლებში დაიწო,ჩანაფიქრის თანახმად სერიულ წარმოებაშიახალ ჩაშვებულ გადასატან საზენიტო კომპლექს red eye-სთან შედარებით უკეთესი მახასიათებლები უნდა ჰქონოდა.საამისოდ ახალ კომპლექსზე ყველა,რაკურსიზე მოქმედი ინფრა წითელი თვითდამიზნების თავი დააყენე.მალევე აშშს მთავრობა დაინტერესდა,პროგრმით რომლის ფარგლებშიც იქმნებოდა ახალი კოპლექსი და 1972 წელს მისი დაფინანსება დაიწყო.პრესპექტიულმა საზენიტო კომპლექს დაარქვეს Stinger “მწერის ნაკბენი”კომპლექსზე მუშაობა 1977 წელს დასრულდა,შემდეგი 2 წლის განმავლობაში კი, საცდელი ნიმუშების გამოცდა მიმდინარეობდა,1981 წელს აშშს თავდაცვის სამინისტრომ ის შეიარაღებაში მიიღო.

თავდაპირვალად კომპლექსის შემადგენლობაში fim-92a- ტიპის რაკეტა შედიოდა 1987 წელს კი , გააუმჯობესეს ჩ-თი შეცვალეს.1987 წელს კი general dynamicis-მაახალი ტიპის რაკეტაზე გადავიდა -fim-92c .Stinger-ს, ყველა მოდიფიკაციის კომპლექტაციაში სატრანსპორტო გამშვები კონტეინერი ოპტიკური სამიზნე გამშვები მექანიზმი და “ჩემი-სხვისი” ამოცნობის სისტემა შედის.

რაკეტის ცხვირზე ოთხი აეროდინამიკური ზედაპირია დაყენებული,რომელთაგანაც 2 საჭეს ფუნქციას ასრულებს 2კი უძრავადაა დამაგრებული.ამოს წყალობით გამარტივებულია ფრენის მართვის სისტემა,მაგრამ ასეთი სქემისას,ყველა მიმართულებით მანევრის შესასრულებლად რაკეტა გრძივი ღერძის გარშემო unda brundavdes ,rac Stinger-ის შემთხვევაში სამარშო ძრავას საქშენის გადაადგილებით მიიღწევა.
რაკეტა 1,52მ-ის სიგრძისაა და 70მმ დიამეტრის ორრეჯიმიანი მყარსაწვავიანი სამარშო ძრავის წყალობით მას M=2,2-ის (725მ/წ) ტოლი სიჩქარის განვითარება შეუძლია.კომპლექტის ოპერატორის დაზიანების თავიდან ასაცილებლად სამარშო ძრავას ჩართვა გამშვები კონტეინერიდან დენთის მუხტის საშუალებით გამოსროლის შემდეგ,7-8 მეტრის დისტანციაზე ხდება.თავად რაკეტის წონა კი 10,1კგ-ს შეადგენს (მთლიანი კომპლექსი კი 15,7კგ-ს).ყველა მოდიფიკაციის რაკეტის საბრძოლო მსხვრევად-ფუგასური ტიპის ქობინის მასა 3კგ-ს შეადგენს და ის სამიზნესთან უშუალო შეხებისას ფეთქდება.აცილების შემთხვევაში კი რაკეტა თვითლიკვიტაციის რეჟიმში გადადის.
Stinger-ის ეფექტიანად გამოყენების დისტანცია 200-4000მ-ს შეადგენს,სიმაღლის მიხედვით კი 3800-4000მ-ს რაკეტა fim-92a-ის შემთხვევაში.ხოლო რაკეტა fim-92a/B-ს შემთხვევაში 4800 მეტრამდე იზრდება.ამ დისტანციებზე მაღალი სიჩქარის წყალობით მას ზებგერითი სიჩქარით მფრენი სამიზნეების განადგურებაც შეუძლია.
ქსპლუატაციისას რაკეტა მინაპლასტიკისგან დამზადებული ცილინდრული ფორმის ჰერმეტულ გამშვებ კონტეინერში ინახება,ინერტული ჰაერითაა სავსე.კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა და მისი ორივე ბოლო გასროლისას მსხვრევადი სახურავებითაა დახურული,კონტეინერების ჰემერტიულობისა და რაკეტის მაღალი საიმედოობის წყალობით მისი შენახვა ტექნიკური მომსახურების გარეშე 10 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
Stinge-ი საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა უკენასკნელი ათწლეულობის თითქმის ყველა კომფლიქტში,საკმაოდ ინტენსიურად მას ავღანეთში მიმდინარე ომის დროს მოჯაჰედებიიყენებდნენ,რომლებიც ამ კომპლექს ცენტრალური სადაზვერვო ბიურო აწვდიდა.მხოლოდ მათი გამოყენების პირველ ორი კვირის განმავლობში ჩამოაგდეს სამი cy-25, 1987 წლის ბოლოსთვის კი -8.ხშირად საქმეს ვერც სითბური ხაფანგები შველოდა და ძრავას სითბურ კვალს აყოლილი რაკეტა მის საქშვენს ხვდებოდა.
დღესდღეობით გამოშვებულია დაახლოვებით 13400 Stinge-ი და ის ბანგლადეშის,ბოსნიის,ჩილეს,დანიის,ეგვიპტის,გერმანიის,საბერძნეთის,ისრაელის,იტალიის,იაპონიის,სამხრეთ კორეის,ლატვიის ლიტვას,მექსიკის,ჰოლანდიის,ნორვეგიის,პაკისტანის,ფილიპინებისპორტუგალიის,სლოვენიის,ტაივანის,ესპანეთის შვეიცარიის, თურქეთის,აშშს,და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაშია..
იმედია მათ რიცხვს მალე საქართველოც სეუერთდება.ის საკმაოდ ეფექტიანია და მხოლოდ 38,000 დოლარი ღირს . . .

წყარო :ჯურნალი “არსენალი

მსგავსი ამბები

Back to top button