გართობაუცნაური

თავად იღბალი ადამიანი, რომელიც ყველაფერს გადაურჩა

Image Hosted by ImageShack.us
ამ ადამიანს, რომლის სურათსაც ახლა თქვენ უყურებთ, თამამად შეიძლება ვუწოდო, იღბალის მამა, ან თავად იღბალი, იმიტომ, რომ ეს პიროვნება გადაურჩა მატარებლის კატასტროფას, ასევე გადმოხტა უკარო თვითმფრინავიდან, რომელმაც შემდეგ ავიაკატასტროფა განიცადა, ის ასევე გადაურჩა ავტობუსის ავარიას, გამოიქცა ცეცხლიანი მანქანიდან პლიუს ამას გადაურჩა ორ მანქანის ავარიას და ბოლოს მოიგო მილიონი დოლარი ლატარიაში. მისი სახელია ფრან სელაკი, დაიბადა 1929 წელს საფრანგეთში და შეიძლება ითქვას ყველაზე იღბლიანი ადამიანია დედამიწაზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იღბალი ყოველთვის მის მხარეს იყო, მაგალითად მისი პირველი გამართლება მატარებლის შემთხვევით დაიწყო, როდესაც 1962 წლის იანვარში, მატარებლის კატასტროფამ, რომელიც მდინარეში გადავარდა 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ფრანი მხოლოდ ხელის მოტეხილობით შემოიფარგლა. მისი მეორე შემთხვევა მეტად დაუჯერებელია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი ავაიაკატასტროფასაც გადაურჩა, როდესაც იგი ზაგრებიდან მიფრინავდა ხოლო თვითმფრინავს უკვე დაბალ სიმაღლეზე კარები მოძვრა და ფრანი წნევამ გაიტაცა, თუმცა მას გაუმართლა და იგი თივის ზვინზე დაეცა, რამდენიმე დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გამოეღვიძა, უმნიშვნელო რილობებით, თუმცა ავიაკატასტროფამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რამოდენიმე წლის შემდეგ ავტობუსით მგზავრობისას, ეს ადამიანი კიდევ ერთხელ გადაურჩა სიკვდლის როდესაც აბტობუსი, რომელშიც იჯდა მდინარეში გადავარდა და 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოკლედ კიდევ რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ სელაკიმ საბოლოოდ ხორვატიულ ლარატიაში 1 მილიონი დოლარი მოიგო და დასვა კითხვა, ვინ არის იგი ყველაზე იღბლიანი თუ ყველაზე უიღბლო ადამიანი.

მსგავსი ამბები

Back to top button