არქივი

ტესტი როგორია თქვენთან ურთიერთობა?

f5548d1b656e

ამ პატარა ტესტით გაიგებთ  სასიამოვნო მოსაუბრე ხართ თუ არა?

კითხვებზე  დადებითი პასუხის შემთხვევაში დაიწერეთ – 1 ქულა,უარყოფით შემთხვევაში კი-0 ქულა.

1) ლაპარაკი უფრო გიყვართ თუ მოსმენა?
2) შეგიძლიათ სასუბრო თემის გამონახვა სრულიად უცნობ ადამიანთან?
3) მოსაუბრეს ყოველთვის საგულდაგულოთ უსმენთ?
4) გიყვართ რჩევების მიცემა ახლობელი ადამიანებისათვის?
5) საუბრის თემა თუ არ მოგეწონათ, აუცილებლად აგრძნობინებთ თანამოსაუბრეს?
6) გაღიზიანებთ, როცა არ გისმენენ?
7) საკუთარი აზრი გაქვთ ნებისმიერ საკითხზე?
8) შეეცდებით მის განვრცობას, თუ საუბრის თემა თქვენთვის უცნობია?
9) ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ?
10) არსებობს ის სამი საგანი, რაზეც ამომწურავი ცოდნა გაქვთ?
11) როგორ ფიქრობთ, ხართ კარგი ორატორი?

შედეგები

1-3 ქულა: ლაპარაკი რომ არ გიყვართ და მოსაუბრე გაიძულებთ, ნამდვილად ვერ იტყვი; ფაქტია, რომ ადამიანები ხშირად თქვენთან ურთიერთობისას ვერ განიცდიან სიამოვნებას. კარგი იქნება, თუ შეიცვლით მანერებს და გარშემომყოფებისათვის უფრო საინტერესო გახდებით.

4-9 ქულა: ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი შეიძლება არა ხართ, მაგრამ ყოველთვის ყურადღებიან და სასიამოვნო თანამოსაუბრედ გამოიყურებით.

9-11 ქულა: თანამოსაუბრისათვის ყველაზე სასიამოვნო ადამიანი ხართ.ბევრს უჩნდება სურვილი, გახდეს თქვენი მეგობარი. ერთი კი ნამდვილად საინტერესოა: ხომ არ თამაშობთ პროფესიონალი მსახიობივით?

მე 7 ქულა დავაგროვე  თქვენ?  :makulatura: :makulatura:

წყარო:www.google.ge

მსგავსი ამბები

Back to top button