არქივი

სიცოცხლის წყურვილი

7395246350e4
გაგრძელებაში გაეცნობით ადამიანებს,რომლებმაც მიუხედავად საშინელი დაავადებების ან ფიზიკური ნაკლისა, საოცარი სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინეს :)

4b6598753980
სუდჰა ჩანდრანი

სუდჰა ჩანდრანი ქალაქ ჩენაიში, სამხრეთ ინდოეთში დაიბადა. მან მუმბაის უნივერსიტეტი დაამთავრა და ეკონომიკის დარგში დოქტორის ხარისხი აიღო. პროფესიის გამო ხშირად უწევდა მუმბაიში წასვლა. ერთხელ, როცა მუმბაიდან ბრუნდებოდა, ავარიაში მოყვა და დაშავდა. ექიმებმა მას მარჯვენა ფეხის ნაწილი მოკვეთეს და ხელოვნური ფეხი გაუკეთეს. ამის მიუხედავად, ყველას გასაოცრად რამდენიმე წელიწადში ის ინდოეთის საუკეთესო მოცეკვავე გახდა. ის მუდმივად იღებს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვევებს. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. ხშირად ჩნდება ინდურ ფილმებშიც.

2133adf6af00
მარლა რუნიანი

9 წლის ასაკში მარლას მძიმე ვირუსი სეეყარა, რის გამოც რამდენიმე კვირაში დაბრმავდა. ამის მიუხედავად, ქალთა შორის 5000 მეტრზე სირბილში ის სამგზის ჩემპიონია. 1992 წლის პარალიმპურ თამაშებზე (Paralympic Games – ოლიმპიადის მსგავსად, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება) მან 4 ოქროს მედალი აიღო სხვადასხვა ნომინაციაში. ასევე აიღო მედლები 1996 და 2000 წლებში.

0feb90fd9f63
ვინსენტ ვან გოგი

ვან გოგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრადაა აღიარებული. მისმა შემოქმედებამ მხატვრობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მისი ნახატებიდან ზოგი ათეულობით მილიონი დოლარი ღირს. თუმცა მხატვარს გონებრივი პრობლემები ჰქონდა. ის მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა და 1889 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც დეპრესია კიდევ უფრო გაუუარესდა. 1890 წლის 27 ივლისს, 37 წლის ასაკში მან მკერდში ტყვია დაიხალა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

5863f7bdef85
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ბეთჰოვენი საყოველთაოდ ცნობილია მისი შედევრების გამო მუსიკაში. მისი პრეზენტაცია, როგორც პიანისტისა, 8 წლის ასაკში მოხდა. შექმნილი აქვს უამრავი ნაწარმოები. 1796 წელს მას თანდათან სმენის გაუარესება დაეწყო და მალე საბოლოოდ დაყრუვდა. როგორც ყრუმ, მან 25 წელი იცხოვრა და მუსიკა მაინც არ მიუტოვებია. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მან სიყრუეში უფრო ძლიერი ნაწარმოებები შექმნა, ვიდრე მანამდე.

7a415d2d4631
ფრიდა კალო

ფრიდა კალო მექსიკელი მხატვარი ქალი იყო. მას შთამბეჭდავი ნახატები აქვს, სადაც ძირითადად სევდა ფიგურირებს. მას ექვსი წლის ასაკში პოლიომელიტი შეეყარა, რის გამოც მარჯვენა ფეხი მარცხენაზე უფრო თხელი ჰქონდა. ამ ფიზიკურ ნაკლს ის გრძელი კაბების ტარებით მალავდა. ასევე ამბობენ რომ მას ხერხემლის ძლიერი გამრუდება ჰქონდა.

7b8093febc7c
კრისტი ბრაუნი

კრისტი ბრაუნი იყო ირლანდიელი მწერალი, პოეტი და მხატვარი, რომელსაც ცერებრალური დამბლა სჭირდა. ის კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და 12 და-ძმა ჰყავდა (ამათ გარდა კიდევ 9, რომლებმაც დიდხანს ვერ იცოცხლეს). დაავადების გამო მას არც მოძრაობა შეეძლო და არც ლაპარაკი. ექიმებმა იავარაუდეს, რომ ის გონებრივადაც ვერ განვითარდებოდა. ამის მიუხედავად, დედამისი განაგრძობდა მასთან საუბარს და რაღაცეებს ასწავლიდა. ერთხელ, მან მოულოდნელად თავის დას ხელიდან გამოსტაცა ცარცი და შეეცადა თეფშზე რაღაცის დაწერას. 5 წლის ასაკში ის მარცხენა ფეხს ამოძრავებდა და ასე ცდილობდა სათქმელი გამოეხატა. თანდათან მან შეძლო დაავადების შესუსტება. მან დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი მარცხენა ფეხი”, რომლის მიხედვითაც გადაღებულმა ფილმმა მრავალი ჯილდო აიღო.

21c07ee9af8e
ჯონ ნეში

ჯონ ნეში ამერიკელი მათემატიკოსია. მან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა, რომლებსაც ფართოდ იყენებენ მარკეტინგში, ინჟინერიაში, ქიმიასა და მათემატიკაში. 1959 წელს მას პარანოია დაეწყო – ეჩვენებოდა, რომ რომელიღაცა ორგანიზაცია მასზე ნადირობდა და უთვალთვალებდნენ. ის ფსიქიატრულ საავადმყოფოში 9 წელი მკურნალობდა და რამდენჯერმე შოკური თერაპიაც დასჭირდა. თუმცა შემდეგ გამოჯანმრთელდა და ორი პრიზი აიღო – 1978 წელს ნიუმანის და 1994 წელს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში. ფილმი “ბრწყინვალე გონება” მის ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული.

d9e8da565868
ჯონ დომენიკ ბოუბი

ჯონ დომენიკ ბოუბი ფრანგი ჟურნალისტი, მწერალი და მოდური ჟურნალის “ELLE”-ს რედაქტორი იყო. 1995 წელს მან გულის შეტევა მიიღო, რის შედეგადაც 20 დღე კომაში იყო. კომიდან გამოსვლისას მას დაუდგინეს იშვიათი დაავადება – მას გონება სრულ წესრიგში ჰქონდა, მაგრამ სხეული მთლიანად პარალიზებული. მას მხოლოდ მარცხენა ქუთუთოს ამოძრავება შეეძლო. ამის მიუხედავად, მან ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა. აღსანიშნავია, რომ წიგნის წერის პროცესი საკმაოდ მტანჯველი იყო მისთვის: კედელზე გაკრულ ანბანთან ვინმე იდგა და ჯოხით რიგრიგობით უჩვენებდა ასოებს, საჭირო ასოზე მისვლისას ის ქუთოთოს ახამხამებდა. 1997 წლის 7 მარტს მისი წიგნის პრეზენტაცია მოხდა. ორი დღის შემდეგ კი გარდაიცვალა.

8935ab2b06c4
სტივენ ჰოკინგი

სტივენ ჰოკინგი ინგლისელი ფიზიკოსია და მისი კარიერა 40 წელს ითვლის. დაწერილი აქვს უამრავი ბესტსელერი. მიღებული აქვს აშშ-ს უმაღლესი ჯილდო, არის მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო აკადემიების საპატიო წევრი. აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს გენიოსად. 21 წლის ასაკში ის ცხენიდან ჩამოვარდა და თავი ასფალტს დაარტყა, რის გამოც მთელი სხეული პარალიზებული აქვს. მხოლოდ ტუჩების და ენის ოდნავ ამოძრავება შეუძლია და ერთი სიტყვის წარმოთქმას მთელ წუთს უნდება. ის არის მრავალი აღმოჩენის ავტორი შავი ხვრელების სფეროში. პროექტო “კოლაიდერი” მისი იდეა იყო და უმეტესწილად თვითონ დააპროექტა.

7395246350e4
ჰელენ კელერი

ჰელენ ადამს კელერი იყო ამერიკელი მწერალი, ლექტორი და პოლიტიკოსი. ის პირველი ყრუ-მუნჯი და ბრმა ადამიანი იყო, რომელმაც ხელოვნების დარგში სამეცნიერო ხარისხი აიღო. მასწავლებელი ანა სულივანი მას ხელზე სიტყვის დაწერით აგებინებდა სათქმელს – სხვა უნარების არქონამ შეგრძნება გაუასმაგა. ჰელენი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობდა და აფიქსირებდა თავის პოზიციას ომის წინააღმდეგ და მუშების სასარგებლოდ. 1920 წელს მოსწავლემ და მასწავლებელმა ღარიბი ფენის მხარდამჭერი ორგანიზაცია დააარსეს. ამის შემდეგ ჰელენმა 39 ქვეყანაში იმოგზაურა. რამდენჯერმე იყო იაპონიაში და იქაურ ხალხს ძალიან შეაყვარა თავი. ის იცნობდა აშშ-ს ყველა პრეზიდენტს გლოვერ კლივლენდიდან (22-ე) ლაინდონ ჯონსონის(36-ე) ჩათვლით. ასევე კონტაქტი ჰქონდა ბევრ ცნობილ პიროვნებასთან, მათ შორის ალექსანდრ გრაჰამ ბელთან, ჩარლი ჩაპლინთან, მარკ ტვენთან და ა.შ.

მსგავსი ამბები

Back to top button