არქივი
გენიოსების მიერ გამოთქმული საინტერესო აზრები
სიახლეში იხილავთ ცნობილი გენიოსებისა და უბრალო ხალხის აზრს, რომელიც დაგაფიქრებთ, დაგაინტერესებთ და გამოგადგებათ თემების წერისას.
- ილია ჭავჭავაძე – ათიათასჯერ არაფერი არაფერია.
- ოვიდიუსი – ვიდრე ბედნიერი ხარ, მრავალი მეგობარი გეყოლება, მაგრამ თუ ბედმა გიმუხთლა, მარტოდ მარტო დარჩები.
- უცნობი – მწერლის ოსტატობა ისაა, რომ დაუჯერებელიც დამაჯერებლად მოგაჩვენოთ.
- ესპანური ანდაზა – ქვა მოხვდა ლიტრას და ვაი ლიტრის ბრალიო, და ლიტრა მოხვდა ქვას და მაინც ვაი ლიტრის ბრალიო.
- ალექსანდრ პოპი – სიტყვები ფოთლებს წააგავს: როცა ისინი ხშირია, იშვიათად ხარობს მათში აზრის ნაყოფი.
- უცნობი – ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს.
- მარიო პიუზო (ნათლია) – დიდ ადამიანებად არ იბადებიან, დიდ ადამიანებად თანდათან ცხოვრება აყალიბებს მათ.
- შიო გვეტაძე (მონანიება) – ის, რაც თეორიულად დასაშვებია, ხანდახან გამორიცხულია პრაქტიკულად.
- სტენდალი (წითელი და შავი) – როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, სიამოვნებით მაინც უნდა ჩაიდინოს. დანაშაულში მხოლოდ ესაა კარგი, და მისი ოდნავ გამართლება მხოლოდ ამით შეიძლება
- გი დე მოპასანი (ცხოვრება) – იცით, ცხოვრება ვერაა მაინც და მაინც კარგი, მაგრამ არც ისეთი ცუდია, როგორც ჰგონიათ ხოლმე.
- თომას მანი (ბუდენბროკები) – იმედი, რაც არ უნდა ამაო იყოს იმდენს მაინც აკეთებს, რომ ჩვენი დღეების დასასრულამდე სიამით მივყავართ.
- ჯონ გოლზუორთი (ფორსაიტების საგა) – დიდი მწუხარების გამოტირებაც ხერხდება, ოღონდ დრომ უნდა განვლოს, დრო არჩენს სევდა–ნაღველს, დრო, რომელიც ყოველგვარი განწყობილების, ყველა გრძნობის ურთიერთგადასვლას იცნობს, იგი დიდი მკურნალი და უებარი წამალია.
- ონორე დე ბალზაკი (შაგრენის ტყავი) – არსებობს თუ არა ქვეყანაზე რაიმე უფრო არასასიამოვნო, ვიდრე სიამოვნებათა სახლებია?
- პაულო კოელიო (რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი) – დამარცხებას თავს ვერავინ დააღწევს. ამიტომ ჯობია შენი ოცნების მისაღწევად იბრძოლო და ამ ბრძოლაში დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად გეწვიოს დამარცხება და ვერც კი გაიგო რა იყო მიზეზი.
- ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (ნაზია ღამე) – ხშირად იმათ არ თანავუგრძნობთ, ვისაც სწყურია თანაგრძნობა, და იმათ კი ვწყალობთ, ვინც სხვადასხვა გზით ახერხებს თავი შეგვაბრალოს.
- გაბრიელ გარსია მარკესი (მარტოობის 100 წელიწადი) – საგნები უსიცოცხლონი როდი არიან, ოღონდ ძალა უნდა შეგწევდეს სული შთაბერო მათ.
- ჰაინრიხ ბიოლი (კლოუნის თვალთახედვა) – ზოგი მართლა ბრმაა და მაინც ბრმას თამაშობს.
- ერიხ მარია რემარკი (ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა) – კარგია როცა სიგარეტები გაქვს, ზოგჯერ უფრო კარგიც კი, ვიდრე მეგობრების ყოლა. სიგარეტები თავგზას არ გიბნევენ. ისინი სდუმან და ყოველთვის სასიამოვნონი არიან.
- რეი ბრედბერი (451 ფარენჰაიტით) – ხალხი ჩირაღდანსა ჰგავს, რომელიც, სანამ არ ჩააქრობენ, მხოლოდ საკუთარ შუქს ასხივებს. რა იშვიათად ხდება, რომ სხვა ადამიანმა ასახოს, შენი სახე და დაგანახოს შენი შთაბეჭდილებები.
- მიგელ დე სერვანტესი (დონ კიხოტი) – კაცი ,რომ თავისი თხზულების გამოქვეყნებას დააპირებს, ამით ყოველთვის დიდ საფრთხეში იგდებს თავს, ვინაიდან არ არსებობს ისეთი თხზულება, ყველას ერთნაირად რომ მოსწონდეს.
- მერი შელი (ფრანკენშტაინი) – მცირე დრო როდია საჭირო, სანამ გონება დაგვარწმუნებს, რომ ის, ვისაც ყოველდღე ვხედავდით შეიძლება სამუდამოდ წავიდეს – რომ სამარადისოდ ჩაქრეს საყვარელი თვალების ნათება, დადუმდეს ნაცნობი, სათუთი ხმა.
- პაულო კოელიო (ალქიმიკოსი) – რა არის ამქვეყნად ყველაზე დიდი ტყუილი
– ტყუილია, რომ რაღაც მომენტში ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს.
- უილიამ თეკერეი (ამაოების ბაზარი) – ისეთი ხელმოჭერილი მეურნე გახლდატ, რომ მიწში ჩაგდებულ თესლსაც კი მისტიროდა, ამიტომ შურისმაგებელ ბუნებასაც არ ემეტებოდა მისთვის ისეთი მოსავალი, რასაც ჩვეულებრივ უფრო ხელგაშლილ მხვნელ–მთესველთ უწყალობებდა ხოლმე.