უცნაური

Velociraptor – The Claws of Burried Exelence

2e758f7a9245

ველოცირაპტორი (ლათ. velox – სწრაფი, ჩქარი, raptor – მონადირე, მკვლელი, შემპყრობი) გადაშენებული გიგანტური რეპტილია

პირველ რიგში სანამ თემაზე გადავიდოდე, გეტყვით რომ ზუსტი და ოფიციალური ჰიპოთეზა ველოცირაპტორების შესახებ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ანუ გარკვეულ ასპექტებში მასზე სხვადასხვა მეცნიერს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ (ზომა, შეფერილობა და ა.შ.) მაგრამ ყველა აღიარებს მის მთავარ მახასიათებლებს – სისწრაფეს, მოქნილობას და გონიერებას რაც მას ნამდვილ სიკვდილის მანქანად აქცევდა. პირადად მე ვეთანხმები გრეგორი პოლის (Gregory Paul) ჰიპოთეზას (ამ ჰიპოთეზის მიხედვით დინონინჰოზავრების და დრომეოზავრიდების სახეობები ერთიანდებოდა ველოცირაპტორის ქვესახეობებად და არა პირიქით).

57429c9e46cb

Velociraptor mongoliensis – ველოცირაპტორების ყველაზე მცირე ზომის წარმომადგენლები. არსებობდნენ ცარცული პერიოდის მიწურულს, მათი ნარჩენები აღმოჩენილია დღევანდელი მონღოლეთისა და ჩინეთის ტერიტორიებზე. მათი სიგრძე დაახლოებით 1,8 მეტრი იყო, სიმაღლე 60-70 სანტიმეტრი.

7becc14dcac5

Velociraptor mongoliensis ჰქონდა მოგრძო ფორმის თავის ქალა (დაახლ. 25-27 სმ) ზედა და ქვედა ყბებზე 26-28 კბილით რომლებიც უკან იყო გადახრილი რაც განაპირობებდა მსხვერპლის დაჭერას და გაჩერებას. ბევრი სხვა მტაცებელი დინოზავრის მსგავსად ველოცირაპტორს ფეზებზე გააჩნდა 4-4 თითი რომელთაგან ერთი განუვითარებელი იყო და არ იღებდა მონაწილეობას სირბილში თუმცა მაშინ როდესაც სხვა მტაცებელი დინოზავრები მოძრაობდნენ დანარჩენი 3 თითით, ველოცირაპტორები (არამხოლოდ Velociraptor mongoliensis, არამედ ველოცირაპტორების ყველა ქვესახეობა) იყენებდა მხოლოდ ორს, მესამეს და მეოთხეს, ხოლო მეორეზე განვითარებული ჰქონდათ დიდი ზომის კლანჭი (დაახლ. 7-8 სმ) რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ბრძოლის დროს, ის არამარტო ღრმა და სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდა მსხვერპლსა თუ მოწინააღმდეგეს, არამედ ველოცირაპტორები მათი საშუალებით ფეხს იკიდებდნენ სხვა უფრო დიდი ცხოველების სხეულზე.

f221abcad45c

909e1b406007

ველოცირაპტორების ნადირობის პრინციპი იყო “ძალა ერთობაშია”, ისინი ნადირობდნენ ჯგუფებად, კარგად შემუშავებული მეთოდებით, და არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მრავალჯერ ცხადყო რომ მათი აზროვნების უნარი გაცილებით უფრო მეტი იყო ვიდრე სხვა ნებისმიერი ნამარხი ქვეწარმავლისა. ძირითადად მათი სამიზნე ჯოგიდან ჩამორჩენილი უფრო დიდი ზომის დინოზავრები იყვნენ თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ველოცირაპტორების სხვადასხვა სახეობას მათზე გაცილებით დიდ მტაცებლებთან უხდებოდათ გამკლავება. მათი ნახტომის სიგრძე 7-12 მეტრამდე აღწევდა.

359dff5bde15

037c2db0541f

ველოცირაპტორების კიდევ ერთი განსაკუთრებული იარაღი იყო მათი სხეულის მოქნილობა, ხერხემლისა და კუდის სინთეზი და სიმძიმის ცენტრის ისეთი განაწილება რომ კუდის იარაღად გამოყენებაც შეეძლოთ და საჭის დანიშნულებითაც. ძალიან სწრაფი სირბილის დროს სწორედ კუდის საშუალებით იცვლიდნენ მიმართულებას.

7f07adde71bf

ზემოთ აღწერილი მონაცემები სრული სიზუსტით ემთხვეოდა ველოცირაპტორების ქვესახეობას “Velociraptor mongoliensis” მაგრამ მათ გარდა არსებობდა კიდევ ბევრი სახეობა ველოცირაპტორებისა. (პალეონტოლოგთა ნაწილი მხოლოდ ამ სახეობას მიიჩნევს ველოცირაპტორად და სხვა დანარჩენს დრომეოზავრებისა და დინონინქუსების ქვესახეობებად მოისაზრებენ მაგრამ მე როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ შემთხვევაში გრეგორი პოლის ჰიპოთეზას მივიჩნევ უფრო დამაჯერებლად)

ველოცირაპტორების სახეობებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იუთას ველოცირაპტორს ანუ როგორც ზოგიერთი მკვლევარი უწოდებს იუტარაპტორს (utahraptor), დინონიჰუსს (deinonynchus) და ველოცირაპტორ დრომეოზავრს (velociraptor dromaeosourus) ცარცული პერიოდის მიწურულიდან. მათი ძირითადი განსხვავება მონღოლეთში აღმოჩენილი ველოცირაპტორისაგან არის ზომა. სწორედ დინონინჰუსი და დრომეოზავრი არიან იმ ველოცირაპტორის პროტოტიპები რომლებსაც მრავლად შევხვედრილვართ სხვადასხვა საშინელაბათა ფილმში თუ თამაშში.

8aa482263c5c

სწორედ ეს სახეობები შეესაბამება იმ ზომებსა და მონაცემებს როგორსაც მაგალითად “იურიული პერიოდის პარკში” ვხვდებით

32a95fba7da2

c722a20f4ac9

9741f83cce4e

ველოცირაპტორების (ანუ იგივე დრომეოზავრიდების) სახეობა 1997 წლამდე ითვლებოდა როგორც პატარა და საშუალო ზომის მტაცებელ დინოზავრთა სახეობად, სწორედ ამ წელს სამხრეთ-დასავლეთ არგენტინაში აღმოჩენილ იქნა გიგანტური ზომის დინოზავრის ჩონჩხი რომელმაც მოხსნა ტირანოზავრისა და გიგანოტოზავრის რეკორდიც კი. ჩონჩხი ველოცირაპტორების სახეობას ეკუთვნოდა თავისი მახასიათებლებით. მას მეგარაპტორი (megaraptor) უწოდეს

92188eef377e

112b3167f1c4

e01504b2ce5b

და კიდევ ერთი რამ ველოცირაპტორების შესახებ, ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება რომ მათი სხეული არ იყო დაფარული რეპტილიებისთვის დამახასიათებელი ხორკლიანი კანით, არამედ ბუმბულებით ან ბეწვით

85cedb116a5a

ეს მოსაზრება გამოიწვია ბოლო დროს აღმოჩენილმა რამოდენიმე ჩონჩხმა მაგრამ პალეონტოლოგთა დიდი ნაწილი თვლის რომ ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდის ეგზემპლარებია, რომლებმაც გარკვეული ევოლუცია განიცადეს და ნამდვილ ველოცირაპტორებს არავითარი ბუმბულები და ფრთები არ ჰქონდათ.

სულ ეს იყო და შემდეგში ვისაც ჩემი ნიკის მნიშვნელობა დააინტერესებს ამ პოსტს დავულინკავ :)

წყარო: მე.

მსგავსი ამბები

Back to top button