გართობაუცნაური

Silent Hill

bd33dad431ce
საილენტ ჰილი – ფსიქოლოგიური, მისტიკურ-სენსაციური ვიდეო-თამაში.


დაარსდა ტოკიოში კომპანია კონამი (KONAMI) (TeamSilent)-ის მიერ კეიიჩო ტოიამას ხელმძღვანელობით.

პროექტზე მუშაობდა დაახლოებით 15 ადამიანი დაახლოებით 1 წელი და 4-5 თვე. მათ ჩანაფიქრი ჰქონდათ შეექმნათ ისეთი ფსიქოლოგიური ჰორორი როგორიც იმ დროისათვის არ არსებობდა, ჩახლართული ისტორიით უცნაური პერსონაჟებითა და ორიგინალური კამერით. თამაშის პრეზენტაცია შედგა 1999 წლის 2 თებერვალს. პირველი სერია და 2001 წელს PlayStation 2-ისათვის , 2002 წელს კი პერსონალური კომპიუტერისა და იქს-ბოქსის (X-Box) ვერსიები.მოგვითხრობს მწერალ ჰარი მეისონის შესახებ, რომელიც ჩადის თავისუფალი დროის გასატარებლად საკურორტო ქალაქ საილენტ ჰილში თავის ქალიშვილთან ერთად. მგზავრობისას შუაღამისას დაინახავს ახალგაზრდა გოგონას სილუეტს, რომელიც შუა გზაზე გადადის, ჰარი ატრიალებს საჭეს ავტოკატასტროფის თავიდან ასაცილებლად და იჩეხება ხევში. გონზე მოსვლის შემდეგ ხედავს, რომ მანქანა, სადაც იჯდა თავისი შვილი, ცარიელია. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ჰარი აცნობიერებს, რომ მთელი ქალაქი ბურუსით არის მოცული და ყველაფერი რიგზე არ არის. ჰარი იწყებს შვილის დაკარგვის და ქალაქში მომხდარი უცნაური მოვლენების მიზეზების ძებნას…

პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ უცნობი მიზეზის გამო საილენთ ჰილის შემქმნელი კეიიჩირო ტოიამა ტოვებს TeamSilent-ს და შემდეგი ნაწილის რეჟისორი ხდება მასაში ცუბოიამა. Silent Hill-მა რომლის მსგავსი ფსიქოლოგიური ჰორორი იმ დროისთვის არ არსებობდა დიდი მოგება და პოპულარობა მოუტანა TeamSilent-ს და მათი პირველი პროექტის დასრულებისთანავე არც ისე დიდი ხნის მერე დაიწყეს მეორე სერიაზე მუშაობა, რომელიც თავდაპირველად გამოვი

Silent Hill 2-ის შექმნის დროს პირველისგან განსხვავებით მუშაობდა 50 ადამიანი 2 წლის განმავლობაში, SH2-ს ბევრად უფრო სერიოზულად მიუდგნენ და გადაწყვიტეს შეექმნათ ყველა დროის საუკეთესო თავზარდამცემი ძლიერი შიშის თამაში რომელიც უნდა ყოფილიყო გაცილებით მეტი ვიდრე ჩვეულებრივი ვიდეო თამაში და ჩანაფიქრი ხუთიანზე გამოუვიდათ.. ცოტა ხნის მერე SH2-ი იღებს წოდებას როგორც Master Of Horror Advanture. SH2-ის მთავარი პერსონაჟი ჯეიმს სანდერლენდი რომელსაც რაღაც მიზეზების გამო მოსდის წერილი ცოლისგან (მერი)რომელიც რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ გარდაცვლილია სამი წლის წინ. წერილში წერია რომ მერი საილენტ ჰილში “თავიანთ განსაკუთრებულ ადგილას” ელოდება. ამ უცნაური მოვლენის დასადასტურებლად ჩადის საილენთ ჰილში სადაც ნელ-ნელა ამოტივტივდება რა იყო თამაშში მომხდარი უცნაური კოშმარული მოვლენების და წერილის მოსვლის მიზეზი, რომელიც დაკავშირებულია James-ის წარსულთან და წარსულში ჩადენილ ცოდვებთან.

ცოტა ხნის შემდეგ გამოდის Silent Hill 2 Reastless Dreams რომელიც არის იგივე SH2, და დამატებულია ახალი სცენარი “Born From a Wish” იგი სხვა სერიებთან შედარებით გაცილებით პატარაა, რომელიც მოგვითხრობს Maria-ზე მის არსებობისა და დაბადების მიზეზზე.

მესამე სერია არის პირველის გაგრძელება და Silent Hill-ში ბევრ გაუგებარ მოვლენას ხდის ფარდას. მთავარი გმირი გახლავთ Heather მეისონი, რომელსაც თავის დაბადების დღეზე სუპერმარკეტში პროდუქტების საყიდლად მისულს კაფეში მაგიდაზე ჩამოეძინება – სადაც სიზმარში ხედავს საშინელ კოშმარს საილენტ ჰილის გასართობ პარკზე, გამოღვიძებისას ვერ ხვდება რა იყო ამ სიზმრის მიზეზი. გარშემო აღარავინ არარის დეტეკტივი Duglas-ის გარდა რომელსაც უნდა, რომ დაელაპარაკოს Heather-ს მის წარსულზე და მის დაბადებაზე. Heather-ი ყველანაირად თავს არიდებს ამ თემაზე ლაპარაკისაგან, და საპირარეშოს ფანჯრიდან იპარება Duglas-ისაგან გასაქცევად სადაც ეწყება საშინელი კოშმარი, რომელიც თავიდან სიზმარი გონია.
საილენთ ჰილ 4 რადიკალურად განხვავდება წინა სამი სერიებისაგან, ამ სერიაში 1 წამითაც არ იმყოფებით SilentHill-ში, ასევე შეცვლილია გეიმპლეი, დამატებულია კამერა პირველი პირიდან და ა.შ.

მაგრამ სხვა სერიებთან შედარებით აქვს საკმაოდ ორიგინალური შინაარსი, მთავარი პერსონაჟი ფოტოგრაფი Henry Townshend რომელიც არის ჩაკეტილი საილენთ ჰილ თან ახლოს მდებარე პატარა ქალაქის (Ashfield) ის აპარტამენტში (“South Ashfield’s Heights”) 302 ნომერ ოთახში. უკვე რამდენიმე დღეა რაც შემოსასვლელ კარებს დიდი ჯაჭვიაქ შემორტყმული, არც ტელეფონი მუშაობს არც მეზობლებს არ ესმით მისი ხმა/კარებზე კაკუნი,მაგრამ ერთ დღეს Henry-ს ტუალეტიდან ესმის უცნაური ხმა – გადამოწმების შემდეგ პოულობს კედელზე დიდ ხვრელს რომელიც ეგონება ერთადერთი გზა აპარტამენტიდან დასაღწევად – შედის თუ არა ხვრელში რაღაც მიზეზების გამო უეცრად ზის მეტროს ესქალატორზე.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button