არქივი

მსოფლიოს საოცარი ადგილები

f0b2b6810351

ჩვენი პლანეტა მართლაც რომ მშვენიერია. ყოველი მისი ბუნებრივი ლანდშაფტი თავისებურად აღმაფრთოვანებელი და შეუდარებელია, მაგრამ არის ადგილები დედამიწაზე, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ,  ყველა დღე ვხედავთ …

გოლიათების ბილიკი (ირლანდია)
ეს საოცარი ბილიკი, რომელიც ძალიან ჰგავს გონიერი არსების ხელით შექმნილს, წარმოიქმნა 50-60 მლნ. წლის უკან ვულკანური აქტივობით.

afd8286c4ead

36d41860ea8d

არიზონული ტალღები (აშშ)
ეს ფანტასტიკური გაქვავებული ტალღები, წარმოიქმნა უწყვეტი ეროზიებით ქარისა და წვიმის ზემოქმედებით. ამ ტალღების ასაკი შეადგენს დაახლოებით 190 მილიონ წელს.712d4f61d5f2

6a0a2a164b96

მშრალი ხეობა, ველი (ანტარქტიდა)
მშრალი ხეობა განლაგებულია მაკ-მერდოს დასავლეთ ყურეში . ნალექები აქ უკვე 2 მილიონი წელი არ მოსულა.  ზოგიერთ დამთვალიერებელს უჩნდება ილუზია , რომ სხვა პლანეტაზე იმყოფება.

468dd0a5ed7f

Black Rock-ის უდაბნო (აშშ)
ეს მისტიკური ადგილი მდებარეობს ნევადას შტატში.მრავალფეროვნად  შეფერადებული გეიზერები, მდინარე ლაონტანის გამომშრალი კალაპოტი და პირქუში კლდეები ამ ადგილს ფანტასტიკურს ხდის.

102097984ca7

კრისტალების გამოქვაბული, მღვიმე (მექსიკა)
Cueva de los Cristales-ი მსოფლიოში უდიდესი – 11 მეტრიანი- კრისტალია. ეს გიგანტური კრისტალი მრავალი ათასეული წელი ფორმირდებოდა , რაც განაპირობა მღვიმის უნიკალურმა  მიკროკლიმატმა. ამ გამოქვაბულში მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება ფარენგეიტით 150 გრადუსი ტემპერატურა, შესაბამისად ადამიანს მხოლოდ 6-10 წელი შეუძლია  დაჰყოს აქ.

ea34b4260a0a

ლაქებიანი ტბა (კანადა)
მდებარობს კანადაში, აშშ-ს საზღვარზე. საინტერესო ისაა, რომ მთელი წლის განმავლობაში იცვლის ფერს – თეთრ, მწვანე და ყვითელ ფერებად , მშრალ პერიოდში კი მრავალრიცხოვან აუზებად ფორმირდება.
ლაქებიანი ტბა შეიცავს დიდი რაოდენობით მრავალ მინერალს, ყველაზე მეტად კი მაგნიუმის სულფატს, კალცს და ნატრიუმის სულფატს

ca1474d3c4f1

20c95ebd2ba6

ტასმანიის ნახევარკუნძულის მოზაიკური ტროტუარი (ავსტრალია)
ეს ბზარები,გამოხატული ქვაფენილებად, დედამიწის ქერქის ძლიერი დაჭიმვით წარმოიქმნა. მიქცევის დროს გამომშრალი ზღვის წყალი მარილის კრისტალებად ფორმირდება.

315a374d032b

Salar de Uyuni (ბოლივია)
ეს ტბა წარმოადგენს უსასრულ ველს. მისი შიდა ნაწილი დაფარულია საკვები მარილის ფენით – 2-8 მ. სისქით. წვიმების სეზონში ეს მლაშობი იფარება წყლის თხელი ფენით , რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ სარკედ გარდაიქმნება.

155523663e38

კაპადოკია ( Καππαδοκία. თურქეთი)
ეს ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით. კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც ადამიანის თვალისთვის საკმაოდ უჩვეულო სანახაობაა.

07e991e0fde1

თეთრი უდაბნო (ეგვიპტე)
მრავალი მილიონი წლის წინათ, აქ ოკეანის ფსკერი და თეთრი სახეობის ზღვის მიკროორგანიზმების   ნარჩენები იყო. საუკუნეების განმავლობაში ქარმა და ქვიშამ ზღვის ფსკერი თითქოსდა სხვა პლანეტად გარდაქმნა.

6bd9cd24b921

”ქვების ტყე”იუნანის პროვინცია (ჩინეთი)
ეს გასაოცარი ”ქვის ტყე” იკავებს 400 კმ2 ადგილს. 300 მილიონი წლის წინათ ზღვამ მოულოდნელად უკუქცევა დაიწყო და მის ადგილზე უცნაური და საკვირველი კლდეები დარჩა. თავიდან მათზე წყალმა იმოქმედა, შემდეგ კი დრომ და ქარმა.

70bda146b7ed

c7d44a3a4334

ყინულის მღვიმე Eisriesenwelt (ავსტრია)
Eisriesenwelt მღვიმე (40 კმ ზალცბურგისგან სამხრეთით) ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ყინულის მღვიმედ. მისი გვირაბები და დარბაზები გადაჭიმულია 42 კმ-ზე. გაყინული ჩანჩქერები, ნაკადულები, მდინარეები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები ფანტასტიურ სანახაობას ქმნის. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ადგილას წასვლა რეკომენდირებულია მხოლოდ ჯანმრთელი და ძლიერი ადამიანებისთვის- ბავშვებს და მოხუცებს თავშეკავებას ურჩევენ მოყინული და სრიალა ზედაპირის გამო.

4aa82b1620a9
აგრეთვე ძალიან საინტერესოა:

”დრაკონის ხეები” (იემენი)

53e27533a476

75ad2a5fe708

დოგონების სახლები მალში

c19ea9b8439c

საჰარა (ჩრ.აფრიკა)

d436934d0089

0e6e68a3834d

მსგავსი ამბები

Back to top button