გართობა

ლუდის სადღეგრძელოები

4ed85d64808a

არავინ იცის, საქართველოში რატომ გაჩნდა ლუდით ცუდი ადამიანებისა და დაუჯერებელი ამბების დალოცვის ტრადიცია. ამ ცოტა ხნის წინ, პატრიარქმა ლუდი აკურთხა და ბევრმა დაანება თავი ლუდით ცუდი ხალხის დალოცვას, თუმცა ფაქტია, რომ ლუდის სადღეგრძელოები ქართული რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ამ ფენომენს გვერდს მაინც ვერ ავუქცევთ.

მაგრამ მაინც მგონია, რომ საქართველო რაკი ღვინის ქვეყანაა, უბრალოდ მიუღებელია ლუდით იმის დალევა რაც ღვინით ისმევა. ლუდით კარგი სადღეგრძელოები ხომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გარდა, არსად ისმინებოდა სხვა კუთხეში. ამიტომაც არის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს და ალბათ კიდევ კარგა ხანი გვექნება ლუდის სადღეგრძელოები…

წარმოგიდგენთ სადღიგრძელოს რამოდენიმე ნიმუშს:

“ეს იმ კაცს გაუმარჯოს, გულზე რომ არწივი ახატია და სახლში ცოლი ჩაგრავს”

“ეს იმ კაცს გაუმარჯოს რომელსაც ოთარაანთ ქვრივი არ წაუკითხავს და “ბლანკოს ქვრივის“ არცერთი სერია არ აქვს გამოტოვებული“

“ეს იმ კაცს გაუმარჯოს ცოლი რომ გამოეკიდება პოლისჯოხით, ლოგინის ქვეშ რომ შეძვრება და ცოლი რომ ეტყვის გამოდი მაქედან რომ უპასუხებს: ამ სახლში მე ვარ უფროსი, მინდა გამოვალ მინდა არაო“ :D :D :D ეს მომეწონა

“იმ კაც გაუმარჯოს დედას ბეჭედს რო მოპარავს და გაიფიქრებს – ნათესავია, არ მიჩივლებსო“

“ეს იმ კაცს გაუმარჯოს, სიმამრს რომ მერსედესს აჩუქებს და მამას რომ მეტროს ტალონს უყიდის“

“იმ კაცს გაუმარჯოს ნინოობა დღეს გოგო რომ ეყოლება და გრეტას დაარქმევს“

კახური სადღეგრძელოებიდან ყველაზე მაგარი მაინც ეს ორია: “ეს იმ კაცს გაუმარჯოს, შამფურს ჯართში რომ ჩააბარებს“ და “ეს იმ კაცს გაუმარჯოს სახლში დედას ნერვებს რომ უწამლავს და სიდედრს კიდევ ვენახსაო“

ქუთაისური სადღეგრძელოს კლასიკური ნიმუში ასეთია: “იმ კაცს გაუმარჯოს ტყუპი ბიჭებიდან ერთს თავის გვარზე რომ დაწერს და მეორეს ცოლისაზე, სიმამრს ბიჭი არ ყავსო“

ლუდით ასეთი ტიპის სადღეგრძელოებს, ქართველების გარდა ვერც ერთი ხალხის კულტურაში ვერ ნახავთ. ალბათ სწორედ ამიტომაც ვართ ასეთი უცნაური ხალხი.

წყარო: presa.ge

მსგავსი ამბები

Back to top button