გართობა

სამოთხის ჩიტი, კოლიბრი

Image Hosted by ImageShack.us

სამხრეთ ამერიკის უხვმა ბუნებამ სილამაზის მრავალი საოცრება შექმნა, მაგრამ კოლიბრი უეჭველად, მისი უდიდესი შედევრია. ესაა მსოფლიოში ყველაზე პატარა ზღაპრული ჩიტი, რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ბუმბულოვანი სამეფოს სხვა წარმომადგენელი. ასეთი ინტერესი მის მიმართ სამართლიანია _ მომხიბლებლია არა მარტო მისი გარეგნული მორთულობა, არამედ ფრენის სისწრაფე და სიმსუბუქე, სიმამაცე და სილაღე. ეს ჩიტი კი არა _ მწვანე ზურმუხტია, რომელიც წამიერად გარდაიქმნება წითლად მოელვარე ბადახშად, შემდეგ კი ოქროდ აკაშკაშდება. ცნობილია კოლიბრის 400 სახეობა, რომელთაგანაც ზოგიერთი ბზიკის ზომისაა. ზოგი ისე პაწიაა, ძლივს აღწევს 1,6 ან 1,8 გრამს. თუმცა გვხვდება უფრო მძიმე წონისაც _ 20 გრამამდე. მას ყველაზე ლამაზ ფრინველად მიიჩნევენ. მისი ფრთების მოძრაობის დანახვა შეუძლებელია რხევის სიხშირის გამო, რასაც ჩიტი აღწევს საოცარი ძლიერი კუნთებით. კოლიბრის გულისცემა აღემატება ათას დარტყმას წუთში. მას დიდი გული აქვს, ამიტომ დაუღალავად შეუძლია ფრენა. იგი საათში ავითარებს 180 კილომეტრის სისწრაფეს. კოლიბრის გული სამჯერ დიდია მის კუჭზე. ასეთი დიდი ზომის გული არც ერთ სხვა ფრინველს არ გააჩნია.

კოლიბრის ბუდე კაკლის ნაჭუჭის ზომისაა. იგი დებს ორ კვერცხს, რომელიც მუხუდოს მარცვალზე პატარაა. მას შეუძლია ფრენა ყველა მიმართულებით _ წინ, უკან, გვერდით.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button