არქივი

ინდის ხეობა

3f184fde05e9
ინდოეთის ნახევარკუნძულის უძველესი ხალხები ცხოვრობდნენ მდინარეების–განგისა და ინდის ნაპირებზე.პირველი ცივილიზაცია იშვა ინდის ხეობაში,დღევანდელი პაკისტნის ტერიტორიაზე.

ძვ.წ.-ით დაახლოებით 2000 წლისთვის ინდის ხეობის 2 უდიდესი ქალაქი იყო მოჰენჯოდარო და ჰარაპა. თითოეული დაახლოებით 40000 მცხოვრებით. იმ დროისთვის ისინი მსოფლიოს უდიდეს ქალაქებს მიეკუთვნებოდნენ. ქალაქების ცენტრში ხელოვნური ბორცვი იდგა,რომელიც ციტადელის,ბეღელისა და ცენტრალური ბანკის მამგვარ დაწესებულებას წარმოადგენდა. ეს მივიწყებული ქალაქები გასული საუკუნის 20-იან წლებში აღმოაჩინეს.

ქალაქის დაგეგმარება
ციტადელის გარშემო განლაგებული შენობა-ნაგებობები მოსახლეობის სოციალური ფენების მიხედვით იყო განლაგებული. საცხოვრებელ სახლებში იყო რამდენიმე ოთახი,ტუალეტი და ჭა. მათ შეშია ღუმელი გამომწვარი თიხის აგურებით აშენებდნენ. მოჰენჯო-დაროს ციტადელაში იყო პირადი და საზოგადოებრივი აბანოები, ასევე საჯარო შეხვედრებისთვის განკუნთვნილი ადგილები.

გლეხები და ხელოსნები
ინდის ხეობის გლეხობას მოჰყავდა ქერი,ხორბალი,ბამბა,ნესვი,ფინიკი და სხვა. მინდვრადს ამუშავებდნენ მოშინაურებულ სპილოებსა და კამეჩებს. ამ მხარეში მცხოვრები მრავალი ხელგამრჯე მეთუნე ქოთნების დასამზადებლად იყენებდა სამეთუნეო ბორბალს, რაც იმ დროისთვის მოწინავე ტექნოლოგია იყო. ჰარაპას მობინადრენი წვის იარაღებს იყენებდნენ და ამზადეწბდნენ ბრინჯაოს დანებს,საბრძოლო იარაღს,თასებსა და ქანდაკებებს. ისინი იცასვდნენ სანიტარულ–ჰიგიენურ ნორმებს:მათ ჰქონდათ დახურული საკანალიზაციო სისტემა და მოწყობილობა ნაგვის ლიკვიდაციისთვის.

ჰარაპთა ცივილიზაციის დასასრული
უცნობია, ვინ იყო, საიდან მოვიდა ან რატომ გაქრა ინდის ხეობის ხალხი. ბუნდოვანია მათი დამწერლობაც. რეგიონს ჰქონდა მსგავსება შუმერთან ,მაგრამ არსებობს განსხვავებებიც.ისინი ვაჭრობდნენ შუმერებთან, ინდოეთისა და ცენტრალური აზიია ტომებთან. ინდის ხეობის ცივილიზაციამ იარსება 800 წელი დასრულდა 3700 წლის წინათ,რასაც,რამდენიმე მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა: წყალდიდობა,რაიმე დაავადება,ვაჭრობის,ეკონომიკის,სამოქალაქო წესრიგის მოშლა ან ცენტრალური აზიიზდან ინდოეთში არიელების ი მიგრაცია და მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჩანაცვლება.xxს-ოს 20-იან წლებამდე ამ ქალაქების ყველანაირი კვალი ქვიშით იყო დაფარული.

პ.ს.-ეს პოსტი არ არის დაკოპირებული საიტიდან

Back to top button