არქივი

მოგზაურობა ადამიანის სხეულში

2e2c09754abc

ჰოლანდიის ერთ-ერთ ქალაქ – უხსტხეისტში, რომელიც ამსტერდამის და გააგას შორის მდებარეობს, 2008 წლის გაზაფხულზე გაიხსნა უცნაური მუზეუმი – “CORPUS”, რომლის მთავარი ექსპონატი ადამიანის სხეულია.

ექსკურსია იწყება მუხლიდან, საიდანაც დამთვალიერებლები გაივლიან შვიდ სართულს თავის ტვინამდე. ბარძაყის ძვალში დემონსტრირდება სისხლის წითელი და თეთრი უჯედების შექმნა და ასევე კუნთებისა და სახსრების მუშაობა სიარულის დროს. საშვილოსნოს შიგნით შესაძლებელია სიცოცხლის ჩასახვის დათვალიერება სამგანზომილებიან პროცესში. შემდეგ დამთვალიერებლები ხვდებიან კუჭნაწლავის სისტემაში და ფილტვებში. შემდეგ ეტაპზე შესაძლებელია გულის შიგნიდან დათვალიერება და ერითროციტის სახით ორგანიზმის მთავარ ტუმბოში გავლა. პირის ღრუში აჩვენებენ ენის, გემოვნების რეცეპტორებისა და ხმის იოგების მუშაობას. შემდეგ ხვდებიან შიდა ყურში და ცხვირის ღრუში, სადაც შეიძლება დავაკაკვირდეთ ცემინების პროცესს. თვალის გუგაში მოხვედრისას გიდი ყვება, თუ როგორ ხვდება სინათლე თვალის ბადურაზე და როგორ ყალიბდება გამოსახულება და გადაეცემა ტვინს. ექსკურსია მთავრდება მთავარი მართვის ცენტრით – ტვინით. ორგანიზმში მიმდინარე პროცესები სხვადასხვა ხმოვანი ეფექტებით მიმდინარეობს, თუმცა, ზოგი ეფექტის ხმა უცნობია, ასე, რომ მუზეუმის შემქმნელებს მოუწიათ მათი გამოგონება.

ასეთი მუზეუმის შექმნას თითქმის 12 წელი და 27 მილიონი დოლარი დასჭირდა. 35 მეტრიანი შენობიდან იყურება მასში ნახევრად ამოქოლილი ფიგურა, მჯდარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისა. მუზეუმის შემქმნელის, ჰენრი რემერსის თქმით, ახლო მომავალში, ასეთივე მუზეუმები აიგება როგორც შვეიცარიაში, ასევე რუსეთშიც. ხოლო ინტერესი, ასეთ საგანმანათლებლო ცენტრებზე გამოთქვეს ქვეყნებმა, როგორიცაა: ა.შ.შ., არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ესპანეთი, ჩინეთი, ინდოეთი და მექსიკა.

6226c8f799fd

a8e8c89083b2

28b23cce6250

გადმოთარგმნილია რუსული ჟურნალი “სამყაროს გარშემო”-დან

მსგავსი ამბები

Back to top button