საკითხავისასარგებლოუცნაური

იშვიათი და უცნაური ცხოველები


ნაჯახი-თევზი, ასევე ცნობილი როგორც წყეული თევზი.

ისინი ღრმა წყლებში (50-1500 მეტრი) ბინადრობენ და 12 სმ-მდე იზრდებიან. დღისით იმალებიან, ღამით კი ამოდიან ზედაპირზე და სხვა თევზებზე ნადირობენ.


მგლის მახე
ეს არის ღრმა წყლებში მცხოვრები ზღვის ეშმაკის სახეობა. მას თავზე აქვს გამონაზარდი, რომლითაც მსხვერპლს იტყუებს. მისი ზედა ყბები ისე მოქმედებს, როგორც მგლის ხაფანგი და სახელიც ამიტომ დაარქვეს.


ზღვის კიტრის ლიფსიტა
ის რამდენიმე სმ-ია სიგრძეში, არა აქვს ჩამოყალიბებული გარეგნობა, იკვებება ტალახით. ის საკმაოდ დაბლა, 8-9 კმ-ის სიღრმეში ბინადრობს.


ბრჭყალებიანი ობობა
ობობა, რომელსაც ფეხებზე ბრჭყალებიც აქვს. რეალურად, ეს არსება ბოლომდე არც ობობაა და არც მორიელი, თუმცა სიმარტივისთვის არაქნიდებს მიაკუთვნებენ. ამასთან, მას არა აქვს შხამი. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. იზრდება 4,5 სმ-დე.


კბილებიანი კალმარი
მისი კბილები საოცრად მიაგავს ადამიანისას და გარშემორტყმულია საცეცებით. ბინადრობს ატლანტის ოკეანეში 1750–2000 მეტრის სიღრმეზე.


ჟირაფისებრი ხოჭო
იზრდება 2,5 სმ-დე. ძირითადად გავრცელებულია ახალ ზელანდიაში.


მატა მატა
მატა მატა ეს არის მუტანტი კუ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში, ამაზონისა და ორინოკოს აუზებში ბინადრობს. იზრდება 50 სმ-მდე და აღწევს 15 კგ-ს.


დიდი წითელი მედუზა
ეს სახეობა გიგანტ მედუზად ითვლება, რადგან 3 მეტრამდე იზრდება. ის 600 – 1500 მეტრის სირღმეში ბინადრობს. ამ სახეობის სულ 23 წარმომადგენელია ნაპოვნი, ხოლო შესწავლა მხოლოდ ერთის მოხერხდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close