გამოგონებასამხედროუცნაური

უცნაური სამხედრო ექსპერიმენტები


წარმოგიდგენთ გასული საუკუნის 10 უცნაურ სამხედრო ექსპერიმენტს :)


10. ღამურა ბომბით

ღამურებზე ბომბის მიმაგრება ამერიკელ კბილის ექიმს მოუვიდა თავში. გეგმა შესანიშნავი იყო: ღამით ღამურას ფრენა არავის მიაჩნია საეჭვოდ. თუ შესაბამისად გაწვრთნიდნენ, შეტევები მოულოდნელი იქნებოდა. ღამურებს დიდი ტვირთის თრევა შეუძლიათ და შენობებს ეტანებიან.
გეგმა ასეთი იყო: კამიკაძე ღამურები ჩაკეტილი იქნებოდნენ ყუთებში, რომელთა გადატანა მოხდებოდა B-29-ით, შემდეგ ყუთებს ჩამოყრიდნენ და გზაში გაიხსნებოდა. ღამურები გათავისუფლდებოდნენ და მიდამოს გაანადგურებდნენ. მიზანში იაპონია იყო ამოღებული.

პირველივე ცდისას, ერთ-ერთი ღამურა თვითმფრინავშივე გამოძვრა ყუთიდან და მასზე მიმაგრებული ბომბი მოქმედებაში მოვიდა. შესაბამისად, თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა და მნიშვნელოვნად დაზიანდა. შემდეგმა ცდებმა აჩვენა, რომ ღამურები არასტაბილური არსებები იყვნენ და მათი გაწვრთნა ძალიან ძნელი იყო. შესაბამისად, ამ გეგმაზე ხელი აიღეს.


9. დიდი ბორბლები

ორ უზარმაზარ ხის ბორბალს ერთმანეთთან ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე კასრი აკავშირებდა. ბორბლებზე კი პატარა რაკეტები იყო მიმაგრებული, რაც მოძრაობას უზრუნველყოფდა. ამ მოწყობილობას 100 კმ/სთ უნდა განევითარებინა, რაიმე ნაგებობას დასჯახებოდა და აფეთქებულიყო.
სამხედროების სამწუხაროდ, დიდმა პრობლემამ იჩინა თავი:

იმის გამო რომ ბორბლები ხის იყო, რაკეტების წნევას ვერ უძლებდა და იქცეოდა, რის გამოც დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიოდა.


8. ორკონის პროექტი

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ფრედერიკ სკინერმა წამოაყენა იდეა, გამოეყენებინათ მტრედები. კონკრეტულად კი მტრედი უნდა ყოფილიყო მიმართულების მიმცემი მასზე მიმაგრებული მცირე ზომის ბომბისთვის.
ეს წამოწყება მთავრობამ ჩაახშო. ერთი ვერსიით, მიზეზი ის იყო რომ უცნაურად მოეჩვენათ. მეორე ვერსიით, წამოწყებამ არ გაამართლა, რადგან ძნელი იყო მტრედისთვის კონკრეტულ ადგილამდე მისვლა ესწავლებინათ. თუ გაცდებოდა დანიშნულების ადგილს, ეს დიდ ზარალს მოუტანდა ქვეყანას. ასეთი რისკი კი არ აწყობდათ.


7. მზის იარაღი

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ფიზიკოსებს თავში აზრად მოუვიდათ ორბიტაზე დაემონტაჟებინათ გიგანტური სარკე, რომელიც მილიონი ტონა ნატრიუმისგან იქნებოდა დამზადებული. სარკე აირეკლავდა მზის სხივებს და ნებისმიერ ქალაქში მასშტაბურ ხანძარს გააჩენდა. მათი გეგმით, პირისაგან მიწისა უნდა აღგვილიყო მსოფლიოს უდიდესი ნაწილი.
მალე მეორე მსოფლიო ომში გერმანია დამარცხდა და ამერიკელებმა გერმანელი მეცნიერების წაყვანა დაიწყეს. შესაბამისად, გეგმაზე მომუშავე არავინ დარჩა.


6. პროექტი “ჰაბაკუკი”

მეორე მსოფლიო ომში ბრიტანელებმა მიზნად დაისახეს ხისა და ყინულისგან შეექმნათ ჩაუძირავი ხომალდი. სიგრძე 610 მეტრი, სიმაღლე 60 მეტრი, სიგანე 40 მეტრი. მას უნდა გადაეტანა 2 მილიონი ტონა ტვირთი.
თავდაპირველად კანადაში დაამზადეს პატარა ვარიანტი იმის დასამტკიცებლად, რომ გეგმა რეალური იყო. კონსტრუქცია 1000 ტონას იწონიდა და მხოლოდ 18 მეტრი იყო სიგრძეში. გაანგარიშებით დაადგინეს, რომ სრული ვარიანტის ასაგებად საჭირო იყო 70 მილიონი დოლარი, 8 თვე და 8000 მუშა. ამასთან ის მაქსიმუმ 10 კმ/სთ-ით იმოძრავებდა. პროექტი წამგებიანად ჩათვალეს და შეწყვიტეს მუშაობა.


5. პროექტი “ვარსკვლავური კარიბჭე”

ამერიკელების მიზანი იყო ადამიანში განევითარებინათ თვისება, დაენახა კილომეტრობით დაშორებული ადგილი გონებით და აღეწერა, რა ხდებოდა იქ. პროექტი რა თქმა უნდა ჩაფლავდა და CIA-მ 20 მილიონი დოლარით იზარალა. აღსანიშნავია, რომ პროექტი 25 წელი გრძელდებოდა და მხოლოდ 1995 წელს დასრულდა.


4. გეი ბომბი

ეს იყო ამერიკელების იდეა, შეექმნათ ქიმიური ნივთიერება, რომელიც იმოქმედებდა ჯარისკაცებზე და მათში ქალურ თვისებებს გააჩენდა, შესაბამისად მათ ექნებოდათ ძლიერი ლტოლვა ერთმანეთისადმი და ჰომოსექსუალები გახდებოდნენ.
იდეა უარყო პენტაგონმა, რადგან მიიჩნია რომ ეს ფანტაზია უფრო იყო, ვიდრე რეალობასთან ახლოს მდგომი ჰიპოთეზა. ამასთან მეცნიერები არ იძლეოდნენ გარანტიას, რომ ჰომოსექსუალი ჯარისკაცები არ იბრძოლებდნენ.


3. მწველი სხივი

მოწყობილობა, რომელიც იყენებს ელექტრომაგნიტური გამოსხივების მაღალ სიხშირეს და მიმართულია 450 მეტრით დაშორებულ ადგილზე. გამოსხივება ადამიანის სხეულში არსებულ სითხეს აცხელებს, რაც მიკროტალღოვანი ღუმელივით მოქმედებს მსხვერპლზე და აგონიაში აგდებს.
გეგმაზე მუშაობა დღემდე მიმდინარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მოწყობილობა რამდენჯერმე ერაყში გამოსცადეს და წარმატებულადაც.


2. მყრალი სითხე

სითხე, რომელიც შესხურებისას მაზე უარეს სუნს აყენებს, ვიდრე ხალხით გაჭედილ ავტობუსში შუა ზაფხულშია ხოლმე :evil: ის იმდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანს გული წასვლოდა და მოწამლულიყო.
გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ცდები აჩვენებს რომ არც ისეთი ეფექტურია, როგორც ვარაუდობდნენ.


1. აკუსტიკური კატა

60-იანი წლების CIA-ს მცდელობა, გამოეყენებინათ კატები ჯაშუშებად. მასზე მიკროფონი და ბატარეა იქნებოდა მიმაგრებული, კუდზე კი ანტენა ექნებოდა.
პირველივე ცდის დროს, როცა კატა გზაზე გადადიოდა, ტაქსი დაეჯახა და გაჭყლიტა. შემდეგ ცდებში კატებს ხშირად წამოუარათ შიმშილმა და დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდნენ. შესაბამისად, CIA-მ 20 მილიონი დოლარის ზარალი ნახა და შეწყვიტა.

წყარო: cracked.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close