გასართობისაკითხავი

ვინ ან რა არის ქალი ?


ვსეე გაიგეთ ქალები უფრთო ანგელოზები არიან smilie

smiley
ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა.
ქალი – ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან.
ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა.
ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში.
კაცის ცთუნებაა ქალი დასაბამიდანვე.
ქალები ცხოვრების საკაზმია.
ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი.
თუ გიყვარს ქალი – უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის, ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება. ოჰ, ქალო, ქალო!
მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს.
თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.
ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული.
ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე.
დიაცი მისთვის გააჩინა უფალმა, რომ მამაკაცი დასტკბეს მისდამი სიყვარულით, აბა რისი მაქნისია დიაცი?
ქალს როდესაც ეალერსები ლექსით მიმართვა სჯობია.
ვისაც არ უყვარს ღვინო, ქალი და სიმღერა, ის სიკვდილამდე ბრიყვი იქნება
როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო, თუნდაც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია?
პირველ ქალს, რომელიც ნამდვილად გაიტაცებს ადამიანს, მეტოქე არასოდეს ეყოლება.
ბედნიერია ქალი, როდესაც იგი გატაცებით უყვართ.
ნუთუ შეიძლება ქალი გიყვარდეს მარტოოდენ სილამაზისთვის?
ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას უყვარს.
ქალი თუ ერთ ვინმეს არ აშორებს ანდა ვერ უსწორებს თვალს, ყველასათვის გასგები ხდება რასაც ნიშნავს ეს.
ქალთა სქესი მშვენიერია და დაულეველი. მამაკაცის – უტეხი და გაუმაძღარი.
უფრო ადვილია შვიდ ქალს შეაყვარო თავი, ვიდრე ერთისგან თავი დაიხსნა.
სიყვარული ქალის მთელი სიცოცხლეა და მხოლოდ ერთი ეპიზოდია მამაკაცის ცხოვრებაში.
ჩვეულებრივი ქალისთვის ყველა მამაკაცი მამაკაცია მხოლოდ; მისთვის კი, ვისმა გულმაც შეიცნო სიყვარული, თავისი მიჯნურის გარდა, მამაკაცი არ არსებობს.
ქალს უნდა მისცე ყველაფერი, ან არაფერი.
რა მწუხარებას ანიჭებს ღარიბ კაცს სიყვარული, როცა არ ძალუძს საჩუქრებით აავსოს ქალი და ისე გააბედნიეროს, რომ აღარაფერი ენატრებოდეს.
ქალების სილამაზეს თუ სხვა რისთვისმე არ დავაფასებთ, უნდა დაფასდეს იმისთვის, რომ სიამოვნებასა და შვება-ლხენასა ჰგვრის ხოლმე ახალგაზრდა მამაკაცთ.
გახსოვდეთ: ქალის გულისა და ფულის მოსახვეჭად სამი რამეა სიჭირო: სითამამე, სითამამე და კიდევ სითამამე. მოკრძალება უნდილი ადამიანების საქმეა.
თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს.
ვაჟკაცმა არც არაფერი უნდა სთხოვოს ქალს და არც არაფერში ძალა დაატანოს, დიაცები სულგრძელნი არიან – რაც შეუძლიათ იმას თვითონაც არ დაიშურებენ.
ქალის გატაცებაში და სიყვარულში არც სილამაზეს და არც სიმდიდრეს არავითარი მოქმედება არა აქვს. კაცმა უნდა იცოდეს ვის საიდან უნდა მოუაროს, საიდან მოუქონოს თავი და დანარჩენი გაკეთდება თავისთავად.
ქალები იმ ადამიანებს უჯერებენ, რომლებიც თავიანთ ფრაზებს სიტყვა “სიყვარულით” ავსებენ.
ქალთა უმრავლესობას პრინციპები არ გააჩნია, გულის კარნახს ემორჩილებიან და მათი საქციელი იმ მამაკაცზეა დამოკიდებული, ვინც უყვართ.
ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.
უშნო ქალს თუ ვინმე შეიყვარებს, უთუოდ თავდავიწყებით და მგზნებარედ, რადგან ეს გრძნობა მიანიშნებს კაცის უცნაურ ახირებაზე, ანდა ქალის იდუმალებით მოცულ, უსაზღვრო ხიბლზე, რაც სილამაზეზე უფრო ძლიერია.
ჩვენ ხშირად ვხედავთ, რო
მ მამაკაცი დიდი არაფერია, ქალი კი ჩინებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით ამ მამაკაცის დაფარული ღირსება, რომელიც ამ ქალმა დააფასა: ეს შერჩევით სიყვარულია, და, ალბათ, სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული
თუ გინდათ, რომ სიყვარულის მხრივ ბედნიერნი იყვნეთ, ის ინატრეთ, რომ თქვენი სატრფიალო ქალი ძალიან ლამაზი და ალერსიანი არ იყოს.
ქალებში ხშირად ულამაზო ქალები მომწონებია. რასაკვირველია, მთლად მახინჯი არა, მაგრამ ისეთები, რომელთაც სხვები თითქმის ვერ ამჩნევდნენ, რადგან უზადო ლამაზებისაკენ მიიზიდებოდნენ. მე კი “ძალიან” ლამაზი ეგრე რიგად არ მიპყრობდა. მაგრამ მე გამონაკლისი არა ვარ თურმე.
ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, ლამაზი ვარო; ლამაზი ქალი თვალს მისწონს, კეთილი – გულს, პირველი – ლამაზი ნივთია, მეორე – საუნჯე.
ახალგაზრდა ქალებს ჩაცმა დახურვასა და საჭმელ-სასმელის გარდა კიდევ სხვა რამეც სჭირიათ, სხვა მოთხოვნილებაცა აქვთ, რასაც კდემამოსილებით ვეღარ ამხელენ.
მაღალი წრის ბანოვანისათვის მებაღე მებაღეა, კალატოზი – კალატოზი, უფრო განმარტოებით მცხოვრები ქალისათვის კალატოზი მამაკაცია, მებაღეც მამაკაცია
მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი შორსმჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.
ვინც ქალის სიყვარული დაკარგა, მხოლოდ თავის თავს დააბრალოს, რომ ის ვერ შეინარჩუნა.
ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია.
ქალები სულელები და დაბნეულები არიან, საწყლები, მთვარეულებივით სულ ოცნებებში ცხოვრობენ, მაგრამ ფიზიკურად ისეთივე ტკბილი არიან, როგორც წმინდაზე უწმინდესი დედის რძე. ცუდი ქალი — ასეთი რამ არ არსებობს, რადგანაც ქალის სინაზე და დაბნეულობა ჩვენი სიცოცხლის წყაროა
ქალი ჭკვიან კაცს მაშინ დააფასებს ხოლმე, როდესაც სულელის ცოლი გახდება.
ქალს არ შეუძლია მეგობრობა, მხოლოდ სიყვარული იცის. რაც სიყვარულის იქითაა, იმის მიმართ ქალი განურჩეველია.
როცა ქალს აღარ უყვარს მამაკაცი, იგი ივიწყებს ყველაფერს, თავაზიანობასაც კი, რომელსაც მის მიმართ იჩენდა.
ქალს უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლია, ვიდრე მამაკაცთა უმრავლესობას, მაგრამ მამაკაცი მეგობრობაში უფრო გამტანია. კაცები არიან მიზეზი იმისა, რომ ქალებს ერთმანეთი არ უყვართ.
ქალები ცრემლებს იოლად ღვრიან.
ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.
ქალის და მამაკაცის სიყვარული ნებაყოფლობითი ხელშეკრულებაა, მის დამრღვევს მხოლოდ ღალატში ედება ბრალი, მაგრამ დედა რომ გახდება, ქალის მოვალეობა იზრდება, რადგან ბუნებამ შთამომავლობის ბედი ანდო.
როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო. ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი.

წყარო : ქალის დღიური smiley

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close