არქივი

ინტერნეტდამოკიდებულება

6c83c900c6ca
ამ ტექსტს კითხულობთ, ანუ ინტერნეტში ხართ. იცოდით რომ არსებობს ფსიქიკური დაავადება ინტერნეტ დამოკიდებულება?!
პოსტი მოგითხრობთ ინტერნეტდამოკიდებული ანუ ინტერნეტმანიით შეპყრობილი ადამიანების შესახებ და ზოგადად ინტერნეტდამოკიდებულების შესახებ

პირველი ნიშნები

ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენში განვითარება დაიწყო ინტერნეტზე დამოკიდებულებამ , ეს არის ზედმეტი დაინტერესება ინტერნეტ რესუსებისადმი. თქვენ ყველაფრით სამყაროს გარშემო ინტერესდებით ინტერენეტის საშუალებით და სტუმრობთ ამა თუ იმ საიტს უბრალოდ უმიზეზოდ, მექანიკურად. მაგალითად ამოწმებთ ფოსტას, არა იმიტომ რომ ელოდებით რაიმე მნიშვნელოვან წერილს, არამედ იმიტომ რომ მოგწონთ ფოსტის გახსნა დახურვა და მოლოდინი ახალი წაუკითხავი წერილისა.

რთულია თავად შეამჩნიო ეს. ამას უფრო გარშემომყოფები ამჩნევენ, ისინი გეუბნებიან : “რამდენი ხანია ქსელში ზიხარ?!” “გოგო(ბიჭო) მოშორდი კომიპუტერს(კომპიუტერთნა ჯდომა კი უმუეტეს შემთხვევაში ინტერნეტში ბოდიალსაც მოიაზრებს)” ” რას ხედავ იმ კომპიუტერშეი ასეთს, რომ ვერ შორდები” – აქიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ თქვენი უწყინარი , პატარა “წატლიკინება” სოციალურ ქსელებში, ბლოგზე მუშაობა , იუთუბის დაპყრობა თუ ქაუნთერის თამაში , რომელიც ჩვენი თვალთახედვით მხოლოდ წუთები გრძელდება, სინამდვილეში საათები გრძელდება. და ჩვენ არ გვრჩება დრო მეგობრობთან გართობისათვის.

ასევე ინტერნეტდამოკიდებულება შეიძლება ამოვიცნოთ, მაგალითად , რომელი უფრო გიადვილდებათ თქვენ ელექტრონული ფოსტის გაგზავნა თუ დარეკვა?!

კიდევ ერთი ვარიანტი ამოცნობისა : უსაზღვრო გადასახადი ინტერნეტისა თუ შუქისა?! ნებისმიერ ადგილას სადაც არ უნდა მოხვდეთ მეგობრებთან ერთად , პირველ რიგში კითხულობთ ინტერნეტი(ვაი-ფაი) გაქვთ?! და დილით იმის მაგივრად რომ არომატული ყავა მიირთვათ მირბიხართ სამუშაო კომპიუტერთან, რათა შეამოწმოთ ფოსტა, გადახედოთ ბლოგს, შეიაროთ ქაუნთერში, ახალი პროგრამა გადმოწეროთ ან შეამოწმოთ “ოდნოები” :D

რამდენად სახიფათოა ეს?!

თუ ამ კითხვაზე დაფიქრდებით ცოტახნით მაინც მოშორდებით ვირტუალურ აბლაბუდას. დასავლეთში მიმდინარეობს ამ პროექტის აქტიური შესწავლა და ქმნიან კიდევაც სპეციალურ ცენტრებს რომელიც, კურნავს ინტერნეტდამოკიდებულებას, მაგრამ :ჩახველებისსმაილი: საქართველოში რა სიტუაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, და თუ გავითვალისწინებთ, იმ დროს თუ რამდენს ატარებენ ახლანდელი თინეიჯერები კომპიუტერთან , ამ ცენტრს არ გაუჭირდებოდა მუშაობა და დარწმუნებული ვარ, კლიენტებიც საკამოდაც ეყოლებოდათ.

ნათელია, რომ ინტერნეტდამოკიდებულება ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. პირველი რაც ზარალდება- თქვენი მხედველობა. რაც არ უნდა დამცველი სათვალე თუ ახალთახალი, გაუმჯობესებული მონიტორი გქონდეთ, ეს მაინც არ დაიცავს თქვენ თვალებს გადაღლისაგან. მუდმივი თვალების დაძაბულობა იწვევს თვალის კუნთების გადაღლას, ისინი ელასტიურობას კარგავენ, და წარმოიქმება სიმშრალის და წვის შეგრძნება.

თვალის გუგები წითლდება გამსკდარი კაპილარებისაგან, ხოლო თვალის კუთხეებში ჩნდება პირველსახოვანი ნაოჭები. თვალი რომ მოვასვენოთ გირჩევთ, თქვენ თავს დააძალოთ და ყოველ ერთ საათში რამოდენიმე წუთით მოშორდეთ კომპიუტერის მაგიდას და შორს იყუროთ. ასევე რეკომენდირებულია სპეციალური წვეთების ხმარება( მე პირადად DropStar ს ვიყენებ )

კიდევ ერთი ნეგატიური მხარე ინტერნეტდამოკიდებულებისა – ზურგის ტკვილი, სკოლიოზი და სუტულოსტი. ესენი კი გამოწვეულნი არიან ჯდომის ფორმისაგან, და მათი მკურნალობაც არც ისე ადვილია. ამ ავადმყოფობებს რომ გავექცეთ, აფთიაქებში იყიდება სპეციალური ბანდაჟები, რომელიც ზურგს სწორ ფორმაში დააყენებს. ზურგის ტკვილის რომ თავი ავარიდოდთ კარგი საშუალებაა იოგით დაკავება ან ცურვა. ვარჯიშების კოპმპლექსი არა მარტო თქვენი ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამედ შეძლებს ცოტახნით მოგაცილოთ ქსელს, გაერთოთ და ახალი ნაცნობობა შეიძინოთ.

ქსელის მონად რომ არ ვიქცეთ,პირველ რიგში საჭიროა, გავიაზროთ ეს პრობლემა და მივხვდეთ რომელ ვერავინ ვერ გვიშველის საკუთარი თავის გარდა.

პირველ რიგში დაინიშნეთ დრო, თუ რამდენ ხანს ატარებთ ინტერნეტში, შემდეგ კი გაანალიზეთ, თუ რამდენი დრო დახარჯეთ, მართლაც რომ მნიშვნელოვან საქმეებზე.

დავუშვათ ავიღოთ მინიმალური დრო : 2 საათი. ყოველდღე კომპიუტერის ჩართვის დროს დაინიშნეთ 2 საათი და შეეცადეთ ჩაჯდეთ ამ დროში და მოასწროთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე. ეს თქვენ იძულებულს გაგხდით გაანაწილოთ სამუშაო დრო პროდუქციურად.

განსაკუთრებით გულმავიწყებისათვის კი ცუდი არ იქნებოდა ეკრანზე მიკრული ფერადი სტიკერები წარწერებით : ” არა-ინტერნეტს!” ან ” გამორთე ოდნოკლასნიკები (ფეისბუქი, უცნაური :D ) და ა.შ( ფანტაზიას შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ), მთავარია სტიკერი ძალიან ხასხასა და თვალის მომჭრელი იყოს.

კიდევ ერთი რადიკალური მეთოდი – საიტების დაბლოკვა, რომელსაც თქვენ ყველაზე მეტად სტუმრობთ, უბრალოდ უმიზეზოდ. ესეთი კი ძირითადად სოციალური ქსელებია.

ან უბრალოთ თხოვეთ ვინმეს რომ დაგიბლოკოთ, ოღონდ პატიოსნად აუხსენით მიზეზი. თუ თქვენი ინტერნეტ-დამოკიდებულება გამოიხატება სახლის კომპიუტერის გარშემო, აბა წარმოიდგინეთ რა შეგიძლიათ იყიდოთ იმ ფულით, რასაც თქვენ ინტერნეტისა და შუქის გადასახადებზე ხარჯავთ.

ასევე ამ “სენს” კარგად შველის შინაური ცხოველები, გამორჩეულად კატები ან ლეკვები, მათი მოვლისათვის ხომ დიდი ყურადღებაა საჭირო. თხოვეთ მეგობარს რომ ფუმფულა კნუტი გაჩუქონ და დაე მთელი პასუხისმგებლობა თქვენ მხრებზე გადმოვიდეს. კნუტის კრუტუნი ალბათ უფრო სასიამოვნო მოსასმენია ვიდრე ახალი შეტყობინება სკაიპში

არ შველის?!
თუ ზემოთჩამოთვლილი არცერთი ხერხი არ შველის , მიმართეთ ფსიქოლოგს. ეს საერთოდ არ არის სამარცხვინო და მითუმეტეს საშიში. კვალიფიცირებული ფსიქოლოგი ჩაგიტარებთ საუბარს, საიდან ნათელი გახდება, თუ რა გიზიდავთ ინტერნეტში, რატომ მიისწაფვით ინტერნეტისაკენ და რა არ გყოფნით რეალურ ცხოვრებაში. ძალიან ხშირად ინტერნეტმანები – ეს არიან ადამიანები, რომელთაც გამოგონებული კომპლექსები აწუხე

მსგავსი ამბები

Back to top button