არქივი

ბრიტანული მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა AS50

ef0c51833669

წარმოგიდგენთ მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანა AS50-ს

მსოფლიოში მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანების ბუმია. ამ ტიპის იარაღზე იარაღის მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილება საკმაოდაა გაზრდილი. ყოველწლიურად ამ კლასის იარაღის ახალ-ახალი ვარიაციები ჩნდება, თანაც იქ, სადაც იარაღის წარმოების დიდი ტრადიცია არ აქვთ. მაგალითად ხორვატიული RT-20 20მმ-იან ვაზნებზეა გათვლილი, რაც დიდი იშვიათობაა, რადგან 20მმ-დან უკვე მცირეკლაიბრიანი ჭურვების კალიბრი იზრდება!

9de4f023ebd5
ფოტოზეა ხორვატიული მსხვილკალიბრიანი სნაიპერული RT-20

AS50-ზე კი ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ის გამოუცდელმა ფირმამ შექმნა, რადგან ეს უახლესი მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა კონსტრუირებულია ლეგენდარული ბრიტანული კომპანია Accuracy International Ltd-ს სპეციალისტების მიერ. AS50, ისევე როგორც სხვა მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანები, ძირითადად, დიდ მანძილზე შეუჯავშნავი საავტომობილო ტექნიკის, რადიოლოკატორებისა და აეროდრომებზე მდგარი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების დასაზიანებლად უფრო გამოიყენება, ვიდრე ადამიანების გასანადგურებლად.

d56b96eace18

სპეციალური ოპერაციების ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აღწევენ მტრის ზურგში (მათ შორის საჰაერო დესანტირებითაც) და 1,5-2კმ-ის სიშორიდან მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშანებით იწყებენ ნადირობას მოწინააღმდეგის საშტატო მანქანებზე, მართვის პუნქტებზე, მობილურ რადიოსადგურებზე, რადიოლოკატორებზე და ა.შ.
AS50-ით 1,5კმ-ზე ნასროლი 12,7მმ კალიბრის ტყვიის კაბინის ფანარში მოხვედრის შემდეგ, აეროდრომზე მდგარი მტრის თვითმფრინავი ასაფრენად აღარ გამოდგება და დროებით მწყობრიდან გამოსულად ჩაითვლება.

d1d770765581

სწორედ ეს უპირატესობა აქვთ მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანებს და არა ის, რომ მაინცდამაინც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა გაანადგუროს.
პირველად AS50 ფართო საზოგადოებრიობის წინაშე 2005 წელს ა.შ.შ.-ში, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა. მისით მალევე დაინტერესდა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური და ამ იარაღის გამოცდა უშუალოდ საბრძოლო პირობებში, ერაყსა და ავღანეთში დაიწყო.
ახლა კი ტრადიციულად, წარმოგიდგენთ AS50-ის ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს :) (ეს ჩემი საყვარელი ნაწილია ხოლმე :D )
ბრიტანული მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა AS50 თვითდამტენია. მისი ავტომატიკა მუშაობს აირდგუშის (რომელიც ლულის ზემოთაა განთავსებული) გადაადგილების ხარჯზე. საკეტის ჩაკეტვა ქვემოთ, ცერად ხდება. ლულის კოლოფი ფოლადისგანაა დამზადებული. მასიური ლულის ბოლოში დაყენებული აქვს ლულის მუხრუჭი. ლულის კოლოფის მაღლა, მთელ გაყოლებაზე, დამონტაჟებულია Picatinny ტიპის მიმმართველი, რომელზეც ნებისმიერი უნივერსალური ოპტიკური სამიზნისა და ღამის ხედვის მოწყობილობის დამაგრება შეიძლება. ორი მოკლე მიმმართველი ლულის კოლოფის გვერდებზეა, რომლებზეც ლაზერული მიზანმაჩვენებლის, ტაქტიკური ფარანის ან სხვა აქსესუარის განთავსებაა შესაძლებელი. შაშხანას აქვს დასაკეცი ფეხები, რომლებიც სიგრძეში რეგულირდება. კონდახის ბოლოში მოთავსებულია დასაკეცი სადგამი, რომელიც ასევე აუმჯობესებს მძიმე მსხვილკალიბრიანი შაშხანის სტაბილურ დგომას გასროლის დროს.

თუ ამ ვიდეოს ნახავთ, მიხვდებით, თუ რა ძლიერ შაშხანაზეა ლაპარაკი! :) :) :)

ჩემი აზრით, AS50-ები დიდ როლს შეასრულებდა სხვადასხვა დივერსიულ, ანტიტერორისტულ და სხვა ოპერაციებში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ეკონომიკას ისე არ ულხინს, რომ ასეთი ულტრათანამედროვე, ზემძლავრი სნაიპერული შაშხანები შეიძინოს, მაგრამ ამისდა მიუხედავად ვიმედოვნებ, რომ ოდესმე მაინც ვნახავ ამ მსვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანას ქართველ სპეცრაზმელთა ხელში. ისე კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ელიტურ ნაწილებს აქვთ მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანები, კერძოდ M82A1 ბარეტები. ამ უკანასკნელზე კი შემდგომ პოსტებში მოგითხრობთ, მადლობთ ყურადღებისთვის :)

წყარო: ჟურნალი ,,არსენალი” და ჩემი ტვინი :)

General_Luka

I like girls, weapons, military vehicles and devices, army lifestyle, extremely dangerous situations....... and again girls girls and girls!!! :)))

მსგავსი ამბები

Back to top button