უკატეგორიო

ჰოლანდია წყალზე ცხოვრებას იწყებს

ნიდერლანდებში ტერიტორიის ნახევარზე მეტი ზღვის დონის ქვემოთაა და ნებისმიერ მომენტში არსებობს მისი წყლით დაფარვის საშიშროება, ამიტომ მცხოვრებლები წყალთან თანასწორობის სხვა ფორმაზე ფიქრობენ.

“ჰოლლანდ” ნიდერლანდურ ენაზე “ჩაღრმავებულ ქვეყანას” ნიშნავს. ქვეყნის უმეტესი ნაწილი ზღვის დონის ქვემოთაა განლაგებული. ამ ადგილების წყლით დაფარვის საკმაოდ დიდი საშიშროებაა. ქვეყნის 65% ჯებირებით დაცული თითქმის მშრალი, ჩაღრმავებული მიწის ნაგლეჯებისგან ანუ პოლდერებისგან შედგება. ადამიანის მიერ აღმართული დამცავი საშუალებების გარეშე წყლისთვის გამოტაცებული მიწები ძღვის ყოველი მოქცევისას წყლით დაიფარებოდა… საუკუნეთა განმავლობაში მიწების დაპყრობის შებდეგ ნიდერლანდები მათ უკან დაბრუნებას აპირებს და წყალს საშუალებას აძლევს ეს ორკილომეტრიანი პოლდერი 400 მეტრის ფართობზე დაფაროს. ახალი ტიპის სოფელი ახალ ტბაზე აშენდება. “Nieuwe Water”-ში 3,000 ადამიანი იცხოვრებს. აქ იქნება სახლები, ქუჩები, შენობები, ბაღები და ეს ყველაფერი ბეტონის ტივებზე იტივტივებს! დაუჯერებელია, მაგრამ ეს პროექტი ამა წლის იანვარში იწყება (ან უკვე დაიწყო. ზუსტად ვერ გეტყვით). რა საჭიროა ასეთი პროექტის წამოწყება? ფრანც ვან დე ვინი, წყლების მართვის უდიდესი სპეციალისტი ხსნის:
“XI საულუნეში ჰოლანდია მთელი ძალით იგემებს კლიმატურ ცვლილებაბს. რასაკვირველია, არსებობს ოკეანეების ადიდების შანსი, მაგრამ ამ მხრივ ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ დაცული: უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში სანაპირო გიგანტური ჯებირებითა და კაშხლებით გავამაგრეთ… აქ უფრო უსაფრთხოდ ვართ, ვიდრე ახალ ორლეანში. რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაშფოთებს, წვიმაა. ყველა კლიმატური მოდელის მიხედვით, ჩრდ. ევროპაში ნალექების სერიოზული მატებაა მოსალოდნელი. რეგიონში მოსული წვიმის დიდი ნაწილი, ორ დიდ მდინარემდე, მაასამდე და რაინამდე მიედინება. მეთ ეს წყალი ჰოლანდიამდე მიაქვთ. ამჟამად ვახერხებთ პოლდერების მშრალ მდგომარეობაში შენარჩუნებას რადგან გამუდმებით ზღვისკენ ვტუმბავთ იქ შეღწეულ წყალს. მაგრამ მალე ეს საკმარისი აღარ იქნება: წყლის დონის მნიშვნელოვან მატებასთან მოგვიწევს დაპირისპირება. ჰოლანდიას გიგანტურ აუზად გადაქცევა ემუქრება… თუ ა თქმა უნდა, დროზე არ მოვიმოქმედებთ რამეს.” ქვეყანას წყალდიდობა ემუქრება, მაგრამ რა შეიცვლება, თუ პოლდერს ჩვენი ნებით დავფარავთ წყლით? “მისი გაწირვით მეზობლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ” – ამბობს ინჟინერი. “თუ ძლიერი წვიმები ირგვლივ მდებარე არხებში წყლის დონის მატებას გამოიწვევს, წყალი გადმოვა ჯებირებიდან და მთელ რეგიონს დაფარავს. ბოლო დროს ასეთი რამ ორჯერ მოხდა: 1993 და 1995 წლებში. ორჯერვე ათობით ათას ადამიანს მოუხდა საცხოვრებლის დატოვება. თუ გვექნება უკვე ნაწილობრივ დასველებული პოლდერი, შეგვეძლება იქ დავასხათ დანარჩენი წყალი, რათა არხების დონე გავაკონტროლოთ. სამაგიეროდ სხვა რეგიონები მშრალი დარჩება!” ამგვარად ეს პოლდერი წყლით დაიფარება და მისგან ბუფერული ზონა შეიქმნება. ის შეიწოვს მოვარდნილ წყალს და ახლოს მდებარე მიწებს საფრთხეს აარიდებს. ეს მეთოდი მთელ ქვეყანაში გავრცელდება: 2008 წლიდან ხელისუფლება ყიდულობს წყალდიდობის “არენად” გადასაქცევ მიწებს.
უსიამოვნო ისაა, რომ მოსახლეობას ისედაც დიდ პრობლემებთან უწევს შეჯეხება. ის ისედაც მჭიდროდ ცხოვრობს (საშუალოდ 460 მცხოვრები 1 კმ2 – ზე). განსახლების სამინისტროს აზრით, 2030 წლისთვის 500,000 ახალ საცხოვრებელზე იქნება მოთხოვნა. ჰოდა, სად ავაშენოთ ეს სახლები? პასუხი ზედაპირზევეა: რა თქმა უნდა, წყალზე!

გაგრძელება იქნება…

სტატია დაწერილია (მემგონი ფრანგი) კორესპონდენტის – ჟერომ ბლანშარის მიერ.
საიტზე ასატვირთად დამუშავებულია ჩემს მიერ.
სურათები გადმოვწერე google.ge – დან.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close