არქივი

რა უნდათ ზაზუნებს ..

f2a8c7e1c706
ამ პოსტში გაიგებთ , თუ როგორ უნდა მიხვდეთ ზაზუნას სურვილებს მისი ხმის და მოძრაობების მიხედვით smiles
smiley
ვისაც ზაზუნების მოვლის გამოცდილება არ გაქვთ გამოგადგებათ. მე 3 წლიანი სტაჟი მაქვს, 3 ზაზუნა მყავს გამოკვლეული და ახლა ზღვის გოჭს ვიკვლევ  smiley

1. როცა ზაზუნებს შიათ, გალიაში იწყებენ საჭმლის ძებნას და მისი ძირის თხრას. ამიტომ სჯობს საჭმელი
დაუტოვოთ ხოლმე გალიაში.

2.როცა ზაზუნა იღვიძებს და იწყებს ბეწვის გასუფთავებას (“ბანაობას”) ე.ი ის მზადაა სარბენად. ამ დროს სჯობს ამოიყვანოთ გალიიდან და ეთამაშოთ.
3.თუ ზაზუნა ამოყვანილი გყავთ გალიიდან, ვთქვათ მაგიდაზე და თუ მან ერთ ადგილას რამოდენიმე წრე
გააკეთა, ე.ი მას ტუალეტში უნდა და სასწრაფოდ დააბრუნეთ გალიაში.
4. როცა ზაზუნებს ეშინიათ ხოლმე აკეთებენ მკვეთრ მოძრაობებს, თუ გალიაში ხელის შეყოფისას იგი შეხტა
სჯობს ახლოს არ მისწიოთ ხელი, რადგან თავდაცვის მიზნით გიკბენთ.ამიტომ მასთან ურთიერთობის  დროს “რესკ” მოძრაობებს ერიდეთ.
5.ზაზუნის შეჩვევა ძალიან ადვილია. ზაზუნა მოგეჩვიათ: თუ ხელში აყვანის დროს არ ცდილობს თავის
დაღწევას, თუ არ ჩაგაფსავთ : D და თუ თქვენ შეძლებთ მის ხელში დაძინებას მოფერებით.
6. ზაზუნები გამოსცემენ ხმას, რომელიც დაცემინებას ჰგავს. ისინი ამით გვატყობინებენ, რომ გაიღვიძეს.
7.ზაზუნა ავადაა : როცა მთელი დღე ბეწვს არ გაისუფთავებს და თუ მუცელზე ბეწვი ნესტიანი აქვს.
8. ძილის დროს ზაზუნები ბურთივით დაგორგოლავდებიან და აღარ ჩანს მათი თავი და ბოლო. ამ დროს
არ გეგონოთ რომ მოკვდა, უბრალოდ დაიძინა.
9. თუ საჭმლის მიცემის დროს ზაზუნამ თათით შეგაჩერათ, ე.ი წინა ლუკმას ღეჭავს და ძალით არ
ჩასთხაროთ პირში.
10. როცა ზაზუნა საჭმელს ლოყებში იტენის, ე.ი აღარ შია და “მარაგს” ინახავს.
11.თუ ზაზუნას მოსტყდა კბილი, თქვენს თავს არ დააბრალოთ. ისინი პერიოდულად კბილებს
იცვლიან.
12. საჭმლის მიცემის დროს თუ საჭმელზე უარი თქვა და თქვენ თითზე დაგსუნათ, ე.ი მას მოეწონა
საჭმლის სუნი თქვენს თითზე და დიდი შანსია, რომ გიკბინოთ.
13. თუ თქვენს ზაზუნას ამ ბოლო დროს სულ სძინავს, აღარ დარბის, საჭმელს აღარ ჭამს იმ
რაოდენობით,როგორც ადრე ჭამდა ან დაბერდა (გააჩნია როდის და რამხელა იყიდეთ) ან გაზარმაცდა (რაც გამოსწორებადია)
14.  ზაზუნების უმეტესობას ღამე ღვიძავს და დღისით სძინავს (რაც ცუდ აღზრდაზე მიუთითებს)  ღამე რა თქმა უნდა თქვენ მისთვის არ გცალიათ და ვერ გაათავისუფლებთ სარბენად, ამიტომ
ისინი გალიას ღრღნიან ( თუ გალიაში არ გყავთ რამე საღრღნელი ჩაუგდეთ, თორემ კბილები გაუფუჭდება)თქვენ ხმაურზე გეღვიძებათ,
მაგრამ ზაზუნა არ სცემოთ ან სხვა ადგილას არ ჩასვათ, ისინი ამით ილესავენ კბილებს. უბრალოდ
გაიყვანეთ სხვა ოთახში.
პ.ს ზაზუნებს ზამთარში სჭირდებათ ნაჭრები გალიაში, რადგან მათ დიდი სითბო უნდათ, თორემ
გაცივდებიან.
მათ ცუდად აქვთ მხედველობა განვითარებული და ამიტომ ხმით და სუნით აღგვიქვამენ..
ელაპარაკეთ ბევრი, რომ კარგად შეგეჩვიოთ  smiles

მგონი არაფერი გამომრჩა smiley

Back to top button