არქივი

ანეგდოტები

be2e15c408d2
მემგონი კარგია : )

————————————–
ერთი ნაცნობი მეორეს თავისთან სტუმრად ეპატიჟება:

– ზარი არ მუშაობს და როგორც კი მოხვალთ, ფეხით დააბრახუნეთ.

– ფეხით რატომ?

– აბა, ხელცარიელები ხომ არ მოხვალთ?!

————————————–
ერთი დაქალი მეორეს ეუბნება:

– გუშინ 38–ედ ვნახე ვნახე ფილმი “ლამაზი ქალი” ჯულია რობერტსის მონაწილეობით. ჯერ კიდევ მინდა მეძავი გამოვიდე, მაგრამ, თუ არ გამომივიდა, ექიმი გამოვალ

——————————–
ავსტრალიელი ფერმერი გუბურასთან მივიდა და ხედავს, მასში შიშველი გოგონები ბანაობენ. გოგონებმა დაინახეს და ყვირილი ატეხეს:

– აქედან მოშორდი, სანამ არ წაეთრევი, წყლიდან არ ამოვალთ!

– რა ჯანდაბად მჭირდებით, უბრალოდ, ჩემი ნიანგების დასაპურებლად მოვედი.

—————————————————

განცხადება გაზეთში:

ვეძებ ქმარს! მწეველს, მსმელს, ქალების მოყვარულს! მიმაჩნია, რომ მეუღლეებს საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ!

————————————

პატრული მანქანას გააჩერებს და საბარგულს დაათვალიერებს. იქ 10 დიდ დანას ნახავს. პოლიციელი მძღოლს ეკითხება:

– რად გინდათ ამდენი ცივი იარაღი?

– ცირკში ვმუშაობ, ჟონგლიორი ვარ.

– არ მჯერა, აბა, მაჩვენე!

მძღოლი დანებს აიღებს და ჟონგლირებას იწყებს. ამ დროს გვერდით მანქანა ჩაივლის, მძღოლი დაინახავს და ცოლს მიუბრუნდება:

– მადლობა ღმერთს, დალევას თავი დავანებე, შეხედე, როგორი ტესტები მოუგონიათ!
———————————-

პატრული სიჩქარის გადაჭარბებისთვის მანქანას აჩერებს და მძოღლს ეკითხება:

– რატომ დაარღვიეთ მოძრაობის წესები?!

– მეგობრებთან ერთად გავერთე, დრო გავატარეთ, ახალი წელი აღვნიშნეთ, ჰოდა, ახლა სახლში მიმეჩქარება, მეუღლე ღელავს, ალბათ, ჭკუიდან იშლება.

– თქვენ რა, სრულ ჭკუაზე ხართ, რა ახალი წელი, მაისია!

– ჰოდა, მეც ამიტომ ვჩქარობ!..

———————————–

ჭიჭიკიას ბიჭიკია ესტუმრა სახლში. ხედავს იატაკზე უზარმაზარი ხახადაფჩენილი დათვის თავიანი ტყავია გაფენილი.

– რამდენჯერ ესროლე? – ეკითხება ბიჭიკია.

– ათჯერ, – პასუხობს ჭიჭიკია.

– რამდენი მოარტყი?

– ვერც ერთი.

– აპა, რითი მოკვდა?

– სიცილით…
——————————–
***

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული კომისიის წევრები ხედავენ, რომ გიჟები ნივთებს ფანჯრებიდან ისვრიან.

– რას აკეთებთ? – კითხულობს კომისიის ერთ–ერთი წევრი.

– თვითმფრინავებს ვუშვებთ.

– ექიმი სად არის?

– პირველი რეისით გავაფრინეთ.

***

პოლიციაში სატელეფონო ზარია:

– ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს, აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელარატორი და არც ტორპედო!

ტელეფონი გაითიშება. ხუთ წუთში ისევ რეკავს:

– ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ
—————————

ცოლი ქმარს ტელეფონზე ურეკავს:

– ძვირფასო, იცი, მანქანა გამიფუჭდა.

– რა მოუვიდა? – კითხულობს ქმარი.

– კარბურატორში წყალი შევიდა.

– შენ რა იცი, რა არის კარბურატორი, სად არის მანქანა?

– ტბაში, ძვირფასო.

————————-

ერთი მეგობარი დილით ადრე ურეკავს მეორეს:

– ბიჭო, გუშინ ლუდი დავლიეთ?

– დავლიეთ.

– არაყიც დავლიეთ?

– დავლიეთ.

– არაყის მერე რა დავლიეთ, გახსოვს?

– რაკეტის საწვავი.

– საპირფარეშოში იყავი?

– არა?!

– არც შეხვიდე, ტოკიოდან გირეკავ, ტოკიოდან!!!

———————

ზოოპარკში დედა შვილს აფრთხილებს:

– შვილო, ლომს ხელი არ ახლო, რწყილები არ ჰყავდეს.

***

კაცს მეზობელი ურეკავს:

– ალო, შენი მეზობელი ვარ! შენს ბინაში ქურდები არიან შესულები და ნივთები გააქვთ!

– რომელი?

– შენი სიდედრის დივანი, ჩანთა, ქურქი!

– ჩუმად! არ დააფრთხო!

—————————–

რატომ წრიპინებს კომპიუტერი, როდესაც ერთდროულად რამდენიმე კლავიშს აწვებით?

– იმიტომ, რომ კლავიატურაზე ჩაძინებული პროგრამისტი გააღვიძოს.

***

გოგი სკოლაში პირველ კლასში მიიყვანეს, მაგრამ პირველივე გაკვეთილზე მასწავლებელს ეუბნება:

– მასწავლებელო, პირველი კლასისთვის ზედმეტად ჭკვიანი ვარ! პირდაპირ მესამე კლასში გადამიყვანეთ!

მასწავლებელმა დირექტორთან მიიყვანა.

– კარგით, მაშინ შევამოწმოთ მისი ცოდნა, – ამბობს დირექტორი და ეკითხება:

– რამდენი იქნება სამჯერ სამი?

– ცხრა, – პასუხობს გოგი.

– სწორია, ექვსჯერ ექვსი?

– ოცდათექვსმეტი!

– სწორია! მგონი, შეიძლება მისი მესამე კლასში გადაყვანა, – ეუბნება დირექტორი მასწავლებელს.

– მოდით, ლოგიკურ აზროვნებაზეც გამოვცადოთ, – ეუბნება მასწავლებელი.

– გოგი, რა აქვს ძროხას ოთხი და მე ორი?

– ფეხი, – პასუხობს გოგი.

– მართალია, რა გაქვს შენ შარვალში ისეთი, რაც მე არ მაქვს?

– ჯიბეები.

– მართალია! გადავიყვანოთ მესამე კლასში, – ამბობს მასწავლებელი.

– პირდაპირ მეხუთე კლასში ხომ არ დაგვესვა. თქვენს ორ შეკითხვაზე მე თავადაც შემეშალა პასუხი! – ამბობს დირექტორი.

——————————

ორი დაქალი საუბრობს.

– იცი, გუშინ მეუღლეს სილამაზის სალონში წასასვლელად 200 ლარი ვთხოვე – ეუბნება ერთი მეორეს.

– მერე, მოგცა?

– იმ უსინდისომ შემათვალიერა და 500 ლარი მომცა.
————————————–

– რატომ ხარ გაბრაზებული?

– ბიჭი შემეძინა გუშინ.

– მერე არ გიხარია?

– რა გამახარებს, თუ კაცი ხარ! ამიწონენ სამშობიაროში და 3 კილო და 600 გრამიაო, მითხრენ. მევიყვანე სახლში, ავწონე ჩემი ხელის სასწორზე და ზუსტად 3 კილოა. ყველგან შენი სასწორით რაფრა უნდა იარო ამ დროში!

———————————–

– რატომ გაწოლილხარ მაგ საფლავზე? – ეკითხება სასაფლაოს დარაჯი კაცს.

– სიდედრი დავმარხე გუშინწინ აქ.

– ასე ძალიან გიყვარდა, ზედ რომ გაწოლილხარ?

– მაგი არაა შენი საქმე!

– მაშინ ადექი.

– იფ, რა კაია! გუშინ ათი წუთით ავდექი და ტუალეტიდან რომ დავბრუნდი, ამომხტარი დამხვდა.

——————————

– 15 კაცი როგორ გაიტანე? – ეკითხება მოსამართლე კამაზის მძღოლს.

– როგორ, ბატონო მოსამართლევ და დინამოსთან მივდიოდი. სტადიონთან ვიღაც მატრაკვეცა მოხუცი ქალი გადმომიხტა გზაზე. ვიფიქრე, ამას რომ ავაცილო, სტადიონზე შევვარდები, იქ მატჩია–მეთქი და ამდენი ხალხის სიკვდილს იმ მოხუცის სიკვდილი ვამჯობინე.

– კი მაგრამ, 15 კაცი როგორ გაიტანე?

– ხომ გითხარით, მატრაკვეცა იყო–მეთქი. პირდაპირ სტადიონისკენ არ წაცუხცუხდა?!

————————-

– პირდაპირ არ ვიცი, გავთხოვდე თუ არა. არადა, დაჩოქილები მეხვეწებიან.

– ვინ და ვინ?

– დედაჩემი და მამაჩემი.

***

– ქალბატონო, თქვენს სურათს ხომ ვერ მაჩუქებთ? – ეუბნება ქუთაისელი წვეულებაზე გაცნობილ მანდილოსანს.

– ვაიმე, რად გინდათ? – კეკლუცობს ქალი.

– კანფეტების კოლოფზე მივაკრავ და ბაღნები აღარ მიეკარებიან.

———————————–

გახურებული ჩხუბის შემდეგ ქმარი კარს აღებს და გასვლას აპირებს.

– ლაჩარო! – კივის ცოლი, – ლაჩარო! გარბიხარ, არა?!

– არა, ნაჯახის მოსატანად მივდივარ! – ამშვიდებს ქმარი.

***

ავტობუსი გაჭედილია. მსუქანმა ქალმა უკვე მესამედ დაადგა ფეხზე ფეხი გამხდარ, მელოტ კაცს.

– მოეჭიდეთ რამეს ბოლოს და ბოლოს, ქალბატონო! – მოთმინებიდან გამოვიდა კაცი.

– გაქვს რამე მაგნაირი? – უბღვერს ქალი.

——————————–

– აი, ამ ფანჯრიდან გადავხტები! – ემუქრება ცოლი ქმარს და ფანჯარას აღებს, – შენისთანა ლოთთან ცხოვრება არ შემიძლია!.. მოიცა, რას შვრები!.. გამიშვი ხელი!.. მე თვითონ!.. მე თვი…

***

– კაკოია, წინ რო ოქროს კბილი გქონდა, რა უყავი?

– ძმაკაცს ვათხოვე, ცოლის გადასანახულებლად წევიდა თერჯოლაში.

***

– ექიმო, ნახევრად ყრუ ვარ.

– კარგი, ახლა მე ვიტყვი სიტყვას და შენ გაიმეორე.

– თქვი.

– რვა. გაიმეორე!

– ოთხი.

——————
და თქვენ ამბობთ, რომ თქვენმა ინვალიდმა ქმარმა გცემათ?

– სანამ ცემას დამიწყებდა, არ იყო ინვალიდი, ბატონო მოსამართლევ!

***

– სად მიდიხარ წელს დასასვენებლად, თამთა? – ეკითხება მეზობელი.

– თუ თამაზიმ ვალი დაგვიბრუნა, ზღვაზე წავალთ.

– თუ არ დაგიბრუნათ?

– მაშინ თამაზისთან.

***

– პარიზში მივდივარ სამოგზაუროდ თვითმფრინავით, – ეუბნება დაქალი დაქალს.

– უი, ქაა, არ გეშინია, რო ჩამოვარდეს?!

– კარგი, რა, რა ჩამორჩენილი ხარ! ერთი ათჯერ მაინც მიმგზავრია თვითმფრინავით, მაგრამ არ მახსოვს, ერთხელ მაინც ჩამოვარდნილიყოს.

***

დილის 7 საათია. გაგლეჯილ პახმელიაზეა მორგის სანიტარი რაჟიკო. მორგს ათვალიერებს და მთქნარებით ამბობს:

– კუთხეში რომ მკვდარი იწვა, გაპარულა. ერთი ის გამაგებინა, თუ გაქცევა უნდათ, ამ მორგში რას მორბიან.
მოგეწონებაათ იმედია,თუ არ მოგეწონად ლანძღვა არ დამიწყოთ :wtf: :vaime:

მსგავსი ამბები

Back to top button