არქივი

კუ-ნინძები

37d9482f4414
ვისაც გიყვართ ეს გმირები,შემობრძანდით :papa:

კუ-ნინძები-არიან ანიმაციური და მხატვრული ფილმის და კომიქსების მოგონილი პერსონაჟები, რომლებიც ფლობენ ნინძების ხელოვნებას
პირველად კუ-ნინძები გამოჩნდნენ კომიქსის ფურცლებზე, რომელიც 1984 წელს გამოსცა კომპანიამ Mirage Studios. კუ-ნინძები მოიგონა ორმა მეგობარმა, კევინ ისტმენმა და პიტერ ლეირდმა. ისინი ერთად ხატავდნენ სასაცილო კომიქსებს და, საბოლოოდ, ისტმენის ბიძისგან ნასესხები ფულით, თავად გამოსცეს კომიქსის პირველი ნომერი, რომელიც უნდა ყოფილიყო რამდენიმე ცნობილი კომიქსის პაროდია.

კუ-ნინძების წარმატება უზრუნველყო ლიცენზირების აგენტს, რომელმაც შესთავაზა ორ ავტორს პერსონაჟებთან დაკავშირებული პროდუქციის გამოშვება. 1988 წლის იანვარში გაყიდვაში გამოვიდა ამ პერსონაჟების სათამაშოები. ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა.

ამჟამად კუ-ნინძებით დაინტერესება კვლავ აქტუალურია, რასაც ხელი შეუწყო ახალმა ტელესერიალმა, ფიგურების ახალმა სერიამ, კომპიუტერულმა თამაშმა და 2007 წელს გამოსულმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა ამ გმირებზე.

სერიალის გმირები

ლეონარდო (ინგლ. Leonardo) — კუ-ნინძების არაფორმალური ლიდერი, მამაცი და ერთგული არსება. ატარებს ლურჯ ნიღაბს და ფლობს ხმალს.

რაფაელი (ინგლ. Raphael) — ადრინდელ კომიქსებში გამოსახული იყო, როგორც აგრესიული და ეჭვიანი ნინძა, რომელსაც არ მოსწონდა, რომ ლეონარდო ლიდერობდა. შემდგომში მისი ხასიათი შეიცვალა და იგი ფილოსოფოსად და იუმორის მქონე არსებად იქცა. ატარებს წითელ ნიღაბს, იარაღად კი იყენებს ორ პატარა ხმალს.

მიქელანჯელო (ინგლ. Michelangelo) — მხიარული და უღიმღამო არსება, რომელსაც უყვარს კომიქსები, პიცა, სკეიტბორდი. საყვარელი ფრაზაა კავაბანგა!. ატარებს ნარინჯისფერ ნიღაბს და ფლობს ნუნჩაკებს.

დონატელო (ინგლ. Donatello) — მოყვარული მეცნიერი, გამომგონებელი, მკვლევარი და მოაზროვნე. ყველაზე ნაკლებად აგრესიული კუ, რომელიც ატარებს იასამნისფერ ნიღაბს და ფლობს ჭოკით ბრძოლას.

სპლინტერი (ინგლ. Splinter) — სენსეი, კუ-ნინძების მასწავლებელი, რომელმაც გაზარდა და გაწვრთნა ისინი. სხვადასხვა ვერსიებში მას სხვადასხვა ბედი აქვს: იგი არის როგორც ჰამატო იოშის ვირთხა, რომელიც იქცა მუტანტად, ასევე თავად ჰამატო იოში, რომელიც თავისთავად იქცა მუტანტად.

ეიპრილ ო’ნილი (ინგლ. April O’Neil) — მეექვსე არხის ჟურნალისტი, კუ-ნინძების მეგობარი გოგონა. უკანასკნელ სერიალში იგი მუშაობდა ბაქსტერ სტოკმანთან და გადარჩენილი იქნა კუ-ნინძების მიერ.

ირმა — პირველი ანიმაციური სერიალის გმირი, მეექვსე არხის თანამშრომელი. ნაკლებად მიმზიდველი, მაგრამ მხიარული გოგონა.
კეისი ჯონსი (ინგლ. Casey Jones) — მარტოხელა გმირი, რომელიც კუ-ნინძების მეგობარია. ბრძოლისას იყენებს სპორტულ იარაღებს. ატარებს ჰოკეისტი მეკარის ნიღაბს და მალავს სახეს.

შრედერი (ინგლ. Shredder) — ბოროტი ოსტატი-ნინძა, კუ-ნინძებისა და სპლინტერის მტერი. კომიქსებსა და ფილმის პირველ სერიაში იგი არის ჰამატო იოშის მკვლელი, მულტსერიალში მის მიერ კანალიზაციაში შეცდომით გადაგდებული მუტაგენის გამო კუ-ნინძები და სპლინტერი იქცევიან მუტანტებად. 2003 წლის ანიმაციურ სერიალში იგი მხოლოდ დილაობით არის ბოროტი.

კრენგი (ინგლ. Krang) — შრედერის მეკავშირე, განზომილებიდან X. ცხოვრობს ელექტროსადგურზე, განზომილებაში X. გამოიყურება, როგორც საცეცებიანი ტვინი და მოძრაობს რობოტის სხეულის მეშვეობით.

ბიბოპი და როკსტედი (ინგლ. Bebop and Rocksteady) — სერიალის პერსონაჟები, მარტორქა და ტახი, შრედერის დამხმარე არსებები და ყოფილი პანკები. ინტელექტუალურად განუვითარებელი არსებები. ბიბოპი და როკსტედი ასევ არის ცნობილი მუსიკალური ჟანრების სახელწოდებები.

ვირთხების მეფე — ჩნდება რამდენიმე სერიაში და ანტაგონისტს წარმოადგენს. ვიზუალურად ეს არის ადამიანი, რომელიც ვირთხებს მართავს.

მე პირადად ეს ანიმაციური ფილმი ძალიან მომწონს და იმედია თქვენც დაგაინტერესებთ და წაიკითხავთ :thanks:

წყარო: wikipedia.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button