კულტურა

მარაბდის ბრძოლა

85485e2801d1
მარაბდის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებაა, რომელიც ქართველთა მარცხით დასრულდა, თუმცა ყიზილბაშებისთვის ეს პიროსის გამარჯვება იყო, რადგან სწორედ მარაბდის ველზე საშინელი ზარალის ნახვის შემდეგ ჩაიშალა შაჰ-აბასის განზრახვა, საბოლოოდ დაეპყრო და ირანის ნაწილად ექცია კართლ-კახეთი. მიუხედავად გენერალურ ბრძოლაში დამარცხებისა, ქართველებმა შეძლეს ომის გაგრძელება და მისი წარმატებით დასრულება.
ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორივე მხრიდან 70000-ზე მეტმა მეომარმა მიიღო. ეს იყო იმდროინდელი მსოფლიოს
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენა, რადგან აქ ერთმანეთს არამარტო ორი სახელმწიფო, არამედ ორი სხვადასხვა სამყარო, სხვადასხვა რელიგია დაუპირისპირდა.
ირანის არმია
a7qmg

ირანის ყველა დროის უდიდესმა შაჰმა, აბას I დიდმა თავის ჯარში მნიშნველოვანი სამხედრო რეფორმების გატარება გადაწყვიტა, რაშიც ორი ინგლისელი თავგადასავლების მაძიებელი ძმა დაიხმარა. ძმები ანტონი და რობერტ შირლი სპარსეთში 1598 წელს ჩავიდნენ, რათა ირანი წაექეზებინათ შესულიყო ანტი-ოსმალურ კავშირში. მათი და სხვა ევროპელი სამხედრო პირების დახმარებით შაჰ-აბას I-მა ჩამოაყალიბა არმიის მთავარი ბირთვი, 40000 “გულიამისგან”შემდგარი რეგულარული ჯარი, საუკეთესოდ გაწვრთნილი და აღჭურვილი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით. ამ 40000 მეომრიდან 15000 მხედარი იყო, შეიარაღებული მუშკეტებით, დამბაჩებით და ხმლებით, 12000 მუშკეტერი, ხოლო 12000 არტილერისტი, საკმაოდ მძლავრი არტილერიით (ირანის არტილერია თითქმის 500 ზარბაზანს შეადგენდა). შაჰ-აბასის პირადი გვარდია ეწოდებოდა კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ 3000 მეომარს, რომლებიც ყველგან დაყვებოდნენ თავიანთ მბრძანებელს. ჯარში სასტიკი დისციპლინა სუფევდა და ყველა დამრღვევი
სასტიკად ისჯებოდა. ამ რეგულარული სამხედრო ნაწილების გარდა ირანს უზარმაზარი არმიის შეკრება შეეძლო ომის დროს, თუმცა საბრძოლო თვისებებით არარეგულარული ჯარი ბევრად ჩამორჩებოდა “გულიამების”კორპუსს. ომის დროს გაწვეული ირანელი გლეხი შეიარაღებული იყო

c16mn შუბით, ხმლით, ფარით, მშვილდ-ისრით, ზოგჯერ მუშკეტითაც. ტანზე ჯაჭვის პერანგი ემოსათ, ასევე იყენებდნენ ფარსაც, მაგრამ ეს უკეთეს შემთხვევაში, ხოლო უმთავრესად ირანის ღარიბი მოსახლეები მეტად ცუდად იყვნენ ომისთვის მომზადებულები, ამიტომ მთავარ ძალად მაინც გულიამების რეგულარული ნაწილი ითვლებოდა. ირანის არტილერიის ნაწილი მართლაც კარგი ზარბაზნებით და გაწვრთნილი არტილერისტებით იყო შედგენილი ირანელები იყენებდნენ ზამბულაკებსაც, პატარა ქვემეხებს, რომლებიც აქლემის ზურგზე მაგრდებოდა და ამიტომ ძალიან სწრაფი და მობილური იარაღი გახლდათ.
მარაბდასთან ბრძოლაში ირანელებმა 50000 მეომარი გამოიყვანეს, რომელთაგან 12000 საუკეთესოდ შეიარაღებული და გაწვრთნილი რეგულარული ჯარის თოფოსანი იყო. დანარჩენი კი რჩეული მხედრობა და ქვეითი ჯარის ნაწილები. არმიის მთვარსარდალი იყო შაჰ-აბასის სიძე, ისა-ხან ყორჩიბაში, ხოლო თანაშემწე სარდლები იყვნენ შირვანის ბეგლარბეგი ყაზახ-ხან ჩერქეზი, ერევნის ბეგლარბეგი ამირგუნე-ხანი(“ყვითელი ჯიქი”), აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე-ხანი და ისპაჰანის ტარუღა, ქართველი ბატონიშვილი, ხოსრო-მირზა. უნდა ითქვას, რომ ამ 50000 მეომარს შორის ბრძოლის დაწყებისას შაჰბენდე-ხანი არ იდგა. ის მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა თავისი ჯარით და ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინებაში დიდი როლი შეასრულა.
ირანის არმია ბრძოლაში თავდაცვითი წყობითY იდგა და ქართველებს მთელ ფრონტზე ძლიერ ცეცხლს უპირისპირებდა ზარბაზნებითა და თოფებით, ხოლო შაჰბენდე-ხანის გამოჩენის შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა.

ქართლ-კახეთის არმია

XVII საუკუნის ქართული არმია ძალიან ჩამორჩებოდა როგორც ევროპის, ისე ირანის არმიას განვითარების დონით და შეიარაღებითა და ტაქტიკით, ამიტომ დიდად არ განსხვავდებოდა XIV-XV საუკუნის ქართული ფეოდალური ლაშქრისგან. ქართველი მეომრების დიდი ნაწილი გლეხობისგან შედგებოდა, რომლებიც ქვეითად იბრძოდნენ და აღჭურვილები იყვნენ ჯაჭვის პერანგით, მუზარადით, ფარით, ხმლით, შუბით, მშვილდ-ისრით ან უკეთეს შემთხვევაში თოფით. ცნობილია, რომ მარაბდის
8gc0f

ბრძოლაში ქართველებს სულ 500 თოფი ჰქონდათ. ყველაფერთან ერთად ქართლ-კახეთის არმია მტერს ძალიან ჩამორჩებოდა რიცხოვნობით და 50000 სპარსელის წინააღმდეგ სულ 20000 მეომარი გამოჰყავდა. მიუხედავად ამისა ქართველებს ჰქონდათ რამდენიმე უპირატესობა: თავიანთ მიწაზე იბრძოდნენ, შესანიშნავად იცნობდნენ ადგილმდებარეობას და რაც მთავარია იცოდნენ, რომ სამშობლოსათვის და ყველაფერი იმისთვის იბრძოდნენ, რაც
უყვარდათ. ეს მათ სიმამაცეს მატებდათ და ბრძოლაში გამარჯვების იმედს აძლევდათ. კიდევ ერთი უპირატესობა ქართველებისა ის იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი რაზმები, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარუი ჯარის ნაწილები არ იყვნენ, არარეგულარული ირანული სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებს ბევრად აღემატებოდნენ, როგორც სამხედრო ხელოვნების ფლობით ისე სიმამაცით და ბრძოლაში გამოცდილებით, რადგან XVI_XVII საუკუნეების განმავლობაში ქართველებს ერთი მშვიდობიანი წელიწადი არ ჰქონიათ და მუდმივ ომებში იყვნენ ჩართულები. ქართველთა კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, ეს გიორგი სააკაძე იყო, მრისხანე მებრძოლი და ჭკვიანი სარდალი, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც კავკასიაში ასევე ირანში და ავღანეთში, როგორც შესანიშნავმა მხედართუფროსმა. სააკაძე გამოცდილი იყო როგორც ირანელების წინააღმდეგ ასევე მათ მხარდამხარ ბრძოლაში, ამიტომ კარგად იცოდა შაჰ-აბასის არმიის რეალური ძალა და შესაძლებლობა, მიუხედავად ამისა ქართველებს მძიმე შეცდომა მოუვიდათ და ბრძოლაში მთავარსარდლათ მეფე თეიმურაზ I დაადგინეს, რომელიც ვერც დიდი გამოცდილებით დაიკვეხნიდა და ვერც სამხედრო ნიჭით. დანარჩენი სარდლები იყვნენ: ზურაბ

26zqaარაგვის ერისთავი, მისი ძმა დავით ერისთავი, ქვემო ქართლის სპასპეტი ბარათა ბარათაშვილი, იასე ქსნის ერისთავი, თეიმურაზ მუხრან-ბატონი, მისი ძმა ქაიხოსრო მუხრანბატონი, აღათგან ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, დავით ჯანდიერი და მანუჩარ ათაბაგი, ასევე ოთხი ეპისკოპოსი – მროველი(რუსის ეპისკოპოსი),
ალავერდელი, რუსთველი და ხარჭაშნელი. თათბირზე ყველა სამხედრო მეთაურმა თავისი აზრი გამოთქვა თუ როგორ ეწარმოებინათ ბრძოლა მტრის მრავალრიცხოვან და უკეთ შეიარაღებულ ჯართან. გიორგი სააკაძის აზრით ქართველები მტერს კოჯორ-ტაბახმელას მთებში უნდა დარჩენილიყვნენ და მტრის შემოტევას იქ დალოდებოდნენ, რათა თავად აერჩიათ მომგებიანი პოზიცია და არ მიეცათ საშუალება ირანელებისთვის ალყა შემოერტყა მათთვის. სააკაძეს ემხრობოდა ბაადურ ციციშვილიც. ზურაბ ერისთავი, მანუჩარ ათაბაგი, ბარათა ბარათაშვილი და ძმები მუხრანბატონები მტერზე იერიშს მოითხოვდნენ. ასეც მოხდა გადაწყდა დილით ადრე, გამთენიისას შეეტიათ მტრისთვის. ბრძოლაში მხედართმთავრად თეიმურაზ I დანიშნეს. ბრძოლის წინ ჯარი რუისის ეპისკოპოსმა, მროველმა დომენტი ავალიშვილმა აზიარა და დალოცა. ჯარის მთავარი დროშა ალამდარ ხერხეულიძეს მოჰქონდა. მის გვერდით კი მისი შვიდი ძმა მოდიოდა, რომლებიც ბრძოლაში დროშას იცავდნენ მტრისაგან, უფროსი ძმა კი ჯანდიერთად ერთან ირანელთა დაზვერვაში მონაწილეობდა.

 

 

ბრძოლა
ირანელები ბრძოლას მომზადებულები დახვდნენ. მათ სანგრები გათხარეს, მიწაყრილებზე ზარბაზნები დააყენეს, შემდეგ კი 12000 თოფოსანი ჩააყენეს ოთხ რიგად. პირველ რიგში ცალ მუხლზე ჩაჩოქილი თოფოსნები იდგნენ, მეორე რიგში ფეხზე მდგომები,

sogdwმესამეში ცხენოსანი თოფოსნები, ხოლო მეოთხეზე აქლემებზე ამხედრებული ზამბულაკის მსროლელები. მუშკეტერთა ამ მასას ერთიანი მძლავრი ცეცხლით უნდა შეეჩერებინა მოწინააღმდეგე. ჯარის ამ ნაწილს ამირგუნე-ხანი ანუ “სარუ ასლანი”(ყვითელი ჯიქი) მეთაურობდა. ცენტრში მძლავრი კავალერიული შენაერთი
იდგა ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, მარჯვენა ფლანგზე ხოსრო-მირზა ქვეითებით და ცხენოსანი ჯარით, მარცხენაზე ჯარის დანარჩენი ნაწილით კი ყაზახ-ხან ჩერქეზი. მეფე თეიმურაზ I-მაც დაალაგა ჯარი საომრად. წინ კავალერია დააყენა, უკან – ქვეითი ჯარი, თუმცა რომელ სარდალს რა ადგილი ეჭირა არაა ცნობილი.
შეტევა ქართველებმა დაიწყეს. სათოფე მანძილამდე ნელი, მწყობრი ნაბიჯით იარეს, სათოფეზე კი იარაღი მოიმარჯვეს და ცხენები გააჭენეს. სპარსელთა თოფოსანმა ჯარმა მიჯრილი ცეცხლი გაუხსნა ქართულ კავალერიას, მაგრამ მიუხედავად ზარალის მიყენებისა, ვერ მოახერხა ნიაღვარივით წამოსული მხედრების შეჩერება და ქართველებმა მოახერხეს ირანელთა რიგების გადათელვა, მანუჩარ ათაბაგმა კი პირისპირ ბრძოლაში დაამარცხა ამირგუნე-ხანი. განსაკუთრებული სიმამაცით იბრძოდნენ გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. მარცხენა ფლანგზე ყაზახ-ხან ჩერქეზი თავის ჯართან ერთად გაიქცა, უკან ავთანდილ სააკაძე და დავით ერისთავი მიყვნენ
j0bu9
თავიანთი მხედრობით. მალე მარჯვენა ფლანგიც დამარცხდა, რომელსაც ხოსრო-მირზა სარდლობდა. ისა-ხან ყორჩიბაშმა რჩეული ნაწილებით უკან დაიხია და ქართველებმა მისი ბანაკიც კი ჩაიგდეს ხელთ. ირანულ ბანაკში უამრავი სიმდიდრე აღმოჩნდა, რასაც ქართველები სწრაფად დაესივნენ და ნადავლის აკრეფა დაიწყეს. სწორედ ამ დროს, როდესაც ავთანდილ სააკაძე და დავით ერისთავი მტერს შორს გაეკიდნენ და თვალს მიეფარნენ, ხოლო
ქართველთა რიგები არეული იყო, ბრძოლის ველზე შაჰბენდე-ხანის ჯარი გამოჩნდა, რომელსაც ისა-ხან ყორჩიბაშის და ხოსრო-მირზას ნაწილებიც შეუერთდნენ და ერთობლივი იერიში მიიტანეს ქართლ-კახეთის მწყობრარეულ ჯარზე. ბრძოლა განახლდა, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ შემცირებული და დაფანტული ქართველები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ მტრის უზარმაზარი არმიის მჭიდრო რიგებს. დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი, დავით ჯანდიერი, აღათგან ხერხეულიძე, დაიღუპნენ ეპისკოპოსები – რუსთველი და ხარჭაშნელი, დაეცა ბაადურ ციციშვილიც. დაიღუპნენ დროშის მცველი ძმები ხერხეულიძეები. გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I გავეშებით იბრძოდნენ, მაგრამ ბრძოლის ბედის შემოტრიალება უკვე აღარ შეეძლოთ. ქართველთა ნაწილმა თავს უშველა, ხოლო დანარჩენი მარაბდის ველზე უსულოდ ესვენა. ბრძოლის შედეგები ასეთი იყო: დაიღუპა 14000 ირანელი და 9000 ქართველი. ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იყო, რომელშიც ქართული ლაშქარი დამარცხდა, მაგრამ ვერც მტერმა მოიპოვა დიდი გამარჯვება, რადგან დაეღუპა არმიის დიდი ნაწილი და უცხო ქვეყანაში ბრძოლისთვის ძალები აღარ ეყო. ბრძოლაში ქართველთა დამარცხება არ უნდა მიეწეროს იმას, რომ ქართლ-კახეთის ჯარი ცუდად იბრძოდა ან მტერი იყო მრავალრიცხოვანი. არა, რადგან ყველაზე დიდი შეცდომები მთავარსარდლებმა დაუშვეს და მარცხიც სწორედ ამას მოჰყვა. მარაბდის ბრძოლა ერთ-ერთი მაგალითია ომში მთავარსადლების შეცდომების გამო დამარცხებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა მრავალი ქართველი მებრძოლი ამ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის გმირად იქცა, მაგალითად ძმები ხერხეულიძეები და ძმები მაჩაბლები.

ნიკა ხოფერია

http://samxedro-istoria.blogspot.com/

Back to top button