არქივი

მოქმედება სიტყვების გარეშე

love

სიტყვების გარეშე ადამიანის მოხიბვლა დღევანდელ დღეს რატომღაც იშვიათ ნიჭად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ეს ნიჭი არც ისე იშვიათია, ვინაიდან სწორედ მისი წყალობით ჩვენდაუნებურად ვიქცევთ საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას და თავადაც ვებმევით უეცარი ვენბის მახეში.

რეალური ვითარება!

ყველა ის ადამიანი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ცდილობს ცხოვრების თანამგზავრი იპოვოს, ადრე თუ გვიან უცნაური პრობლემის წინაშე დგება: მიუხედავად იმისა, რომ ჩატის დროს იდეალურად უგებთ ერთმანეთს და ბევრს საუბრობთ, საკმარისია ეს ადამიანი რელურად ნახოთ, რომ მომენტალურად აცნობიერებთ სამომავლო სასიყვარულო ურთიერთობის სრულ კრახს. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ინტერნეტში გაცნობილ ადამიანთან ვირტუალური ურთიერთობა დიდხანს არ გავაგრძელოთ და უბრალოდ მივენდოთ ჩვენს ინსტიქტს. დროულად შევხვხვდეთ და გადავწყვიტოთ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელების საკითხი. ინსტიქტი გვაცნობიერებინებს იმას, თუ რამდენად შეგვეფერება პოტენციური პარტნიორი. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ადამიანის გარეგნობაზე. არა! აქ სილამაზეზე არ არის საუბარი. უფრო გასაგებად კი ქვემოთ ვისაუბრებთ.

არის კონტაქტი!

როგორც არ აუნდა ვცდილობდეთ იმის დამტკიცებას, რომ ჩვენ ადამიანები ცხოველებზე უფრო მოწესრიგებულნი და ორგანიზებულნი ვართ, სინამდვილეში რეალობა სულ სხვანაირია.

ადამიანებმა, რომლებიც უცნობი ადამიანის დაჟინებულ მზერას თვალს არ არიდებენ, მშვენივრად იციან რაოდენ სასიამოვნო და ამაღელვებელია უეცარი ვნების განცდა. ასეთ წუთებში ვივიწყებთ ყველაფრის შესახებ და ვიძირებით უცხო და საოცრად მომხიბვლელი ადამიანის თვალებში. რატომ ხდება ასე? ფსიქოლოგები ჩვეულებრივ მაგალითებს და საინტერესო პასუხებს გვთავაზობენ:

უცნობი ქუჩაში

ქუჩაში, ტრანსპორტში, ოფისის კორიდორში, სუპერმარკეტში, ლიფტში ან მეტროში თქვენ უეცრად ვამჩნევთ უცნობი ადამიანის სახეს. ამ ადამიანის შესახებ ფაქტიურად არაფერი არ იცით. თუმცა, წუთიერი მზერა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მასზე დღე და ღამე იფიქროთ და ყველანაირად ეცადოთ მის კვალს მიაგნოთ.

განმარტება: – თქვენ უბრალოდ 1/10 წამში შეძელით ამ ადამიანის შეფასება. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, სწორედ ასეთ მცირე დროში ადამიანის ტვინი სრულყოფილად აღიქვამს უცხო ადამიანის სახეს, რომელიც თქვენმა ინსტიქტებმა დადებითად მიიღეს. ეს უკანასკნელი კი ჩვენი წინაპრებისგან შემოგვრჩა. ამიტომაც ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანია და მისგან დარჩენლილი ღრმა კვალი არასოდეს ქრება!

ღამეს ათასი თვალი აქვს!

თქვენ ღამის კლუბში ხართ. უეცრად ამჩნევთ ადამიანს, რომელიც დაჟინებით გიყურებთ და უსირცხვილოდ გათვალიერებთ თავიდან ფეხებამდე. თქვენ კი წითლდებით და იბნევით.

განმარტება: – თქვენგან დამოუკიდებლად მან იგრძნო თქვენი მოხმობის ნიშანი ანუ სურვილი კონტაქტისათვის. თქვენ კი ერთი შეხედვით უბრალო მოქნედებით, გაწითლებით და დაბნევით უფრო გაუადვილეთ დაახლოება. სახეზე გაწითლებას თან ახლდა თვალების ძირს დახრა (რაც დამამშვიდებელი ნიშანია: “მე საშიში არ ვარ და არც კონტაქტში შესვლის წინააღმდეგი”) და შემდგომ თქვენი მზერის 2-3 წამით შეჩერება. სტატისტიკურად მამაკაცს გარკვეული დრო და საწინააღმდეგო სქესისგან წამოსული იმპულსი სჭირდება, რომ მასში “მონადირის” ინსტიქტმა გაიღვიზოს. თუ ქალს და კაცს შორის მზერითი კონტაქტი დამყარდა ეს უკვე საფუძველია ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობის დაწყებაში.

პირველი პაემანი რესტორანში!

თქვენ ზიხართ სუფრასთან ძალიან სიმპატიურ მამაკაცთან და მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ბევრი არაფერი იცით, გრძნობთ, რომ ამ ღამეს მასთან ერთად გაატარებთ.

განმარტება: – ეს უკვე არა მხოლოდ ინსტიქტების არამედ თვალის გუგების ბრალიცაა! მარტივად, რომ ავხსნათ, თქვენ მოგეწონათ ეს მამაკაცი და შესაბამისად თვალის გუგები გაგიფართოვდათ. ეს კი უკვე ისეთი აშკარა ნიშანია, რომ მას არა მხოლოდ თქვენი რჩეული მამაკაცი, არამედ ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევს. შესაბამისად მასაც მოსწონხართ და ისიც იგივე ნიშანით გპასუხობთ, ანუ მასაც თვალის გუგები უფართოვდება. ცნობისთვის თვალის გუგები ადამიანს არა მხოლოდ სიბნელეში უფართოვდება, არამედ ისეთ წუთებშიც, როდესაც სასიამოვნო ემოციებს განიცდის. მაგალითად, ბავშვის ხელში აყვანის დროს და კატის მოფერების დროსაც.

იდილია უცხოელთან!

რომელიმე შორეულ და ლამაზ ქვეყანაში მოგზაურობისას, თქვენ უეცრად ძალიან სიმპატიურ უცხოელ მამაკაცს ამჩნევთ და მისი მომხიბვლელობის ზეგავლენის ქვეშ ექცევით.

განმარტება: – თქვენ უბრალოდ მიენდეთ თქვენს ინსტიქტს და გარეგნობის ანკესს წამოეგეთ და სწორდაც მოიქეცით. თქვენ ამოირჩიეთ პარტნიორი არა მისი განათლების ან სოციალური სტატუსის გამო არამედ მისი გარეგნობის და მიმზიდევლობის გამო. სხვათაშორის სწორედ ამ თვისების დახმარებით შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ და აირჩიოთ ესა თუ ის კანდიდატურა, იქნება ეს საპარლამენტო არჩევნები, ადვოკატის კანდიდატურა თუ შეყვარებული.

მეცნიერული ახსნა!

მეცნიერები 4 ძალზედ საინტერესო თეორიას გვთავაზობენ უეცარი ვნების ფენომენის შესახებ:

სარკის ეფექტის თეორია – შეყვარებული ადამიანის თვალები არის სარკე, რომელშიც ჩვენს თავს ვხედავთ. ოღონდ უფრო გალამაზებულს და გაბრწყინებულს. სწორედ ასეთი გაუმჯობესებული და გაბედნიერებული გვიყვარს ჩვენი თავი და ვაფასებთ. ეს შეგრძნება შეყვარებული წყვილისთვის ორმხრივია.

ირაციაციის თეორია – როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ის ადამიანები რომლებიც ერთი შეხედვით სიყვარულის და ვნებების ზემოქნედების ქვეშ ექცევიან დეპრესიულნი არიან. ასეთი ადამიანები თავს გარიყულად და უბედურად გრძნობენ და ცდილობენ გამოსავალი უცნობი ადამიანის შეყვარებით იპოვონ. ერთი ნახვით შეყვარება – ეს არის შეხვედრა იმ ადამიანთან, რომელიც შიგნიდან ანათებს და იზიდავს გარშემომყოფებს. ეს ერთგვარი ენერგიაა, რომელიც სასოწარკვეთილ ადამიანს მომენტალურად ცხოვრებისეულ ინტერესს და სიხარულს უბრუნებს. თუ ასეთი შეყვარება ორმხრივია, ასეთი წყვილი ბედნიერი იქნება და ერთმანეთს გაუადვილებს ცხოვრებისეულ ანუ ეგსზისტენციალურ ტვირთს.

ფერომონის თეორია – საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანი ქიმიურ სუბსტანციებს ანუ ფერმონის ჰორმონებს შეიცავს. სწორედ ამ ჰორმონის გამო ყველა ადამიანს აქვს განუმეორებელი და უნიკალური `ანაბეჭდი~ რომელიც იზიდავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელ პოტენციურ პარტნიორს. სასურველ პარტნიორთან შეხვედრის დროს ჩვენი ტვინი დიდი რაოდენობით ფენილეტილამინის ჰორმონს გამოყოფს, რომელიც ეიფორიულ მდგომარეობაში გვამყოფებს და ტვინის `ლოგიკური~ აზროვნების ნაწილებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად გავაანალიზოთ ვითარება. ეს ერთგვარ ნარკოტიკული ზემოქმედების მდგომარობას გავს, რომლის დროსაც ადამიანი გაძლიერებულად გრძნობს მოთხოვნილებას ვიზუალურად ნახოს თავისი გრძნობების და ემოციების ობიქტი, გაიგოს მისი ხმა, შეეხოს კანზე და ა.შ. სწორედ ამ რთული `მექანიზმის~ საშუალებით ვპოულობთ ჩვენთვის შესაფერის პარტნიორს.

პირველი შთაბეჭდილების თეორია – ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან და ის ჩვენი ცხოვრების და არსებობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად ის ემოციები და მოგონებები, რაც ბავშვობიდან მოგვყვება, თავს გვახსენებს იმ მომენტში, როდესაც ერთი შეხედვით ვიყვარებთ უცხო ადამიანს. ეს ერთგვარ ჰიპნოზურ მდგომარეობას გავს. ასეთ წუთებში მზად ვართ ყველაფერი მივატოვოთ და ამ ადამიანს გავყვეთ. ასეთი მდგომარეობა სულ რაღაც 3 კვირის განმავლობაში გრძელდება, სამაგიეროდ დაუვიწყარი 3 კვირის მანძილზე!

ქვემოთ გთავაზბთ 4 განსხავავებულ მზერას, რომელიც გამოხატავს ადამიანის სხვადასხვა ემოციურ და ინსტიქტურ მდგომარებას.

ქვევიდან ზევით

ასეთი მზერა ძირითადად ბავშვებს ახასიათებთ. ვინაიდან ბავშვები დაბლები არიან უჭირთ უმფროსების თვალებში ჩახედვა და ამიტომ ქვემოდან უყურებენ. ესეთი პოზიცია კი ასოცირდება სუსტ და მორჩილ ადამიანთან. ასეთი მზერა მამაკაცებში მამობრივ ინსტიქტებს იწვევს და ის უფრო მზრუნველი და მოსიყვარუელ ხდება.

გაფართოვებული გუგები

როგორც უკვე მანამდე ავღნიშნეთ თვალის გუგები გვიფართოვდება მაშინ, როდეს სასიამოვნო გრძნობებს განვიცდით ან ჩვენთვის სასიამოვნო არსებას ვხედავთ, მათ შორის სიმპატიურ მამაკაცს ან ლამაზ ქალს. სხვათაშორის ცისფერი თვალები უფრო მეტ ყურადრებას იმიტომ იპყრობს, რომ მათში გადიდებული გუგები უკეთ ჩანს.

ემოციური აღგზნების “მიმიკა”

ოდნავ მოხუჭული თვალები, ზევით აწეული წარბები და ოდნავ გაღებული ტუჩები – ასეთი გამომეტყველება ვერც ერთ მამაკაცს გულ გრილად ვერ დატოვებს. ასეთი სექსუალური გამომეტყველების მქონე ქალი ნებისმიერი მამაკაცის ოცნებაა.

მრგვალი ან დახატული წარბები

ესეთი მზერა – უმანკობის და სიწმინდის სიმბოლოა, რომელიც მამაკაცში ქომაგის ინსტიქტს აღვიზებს. ასეთი მზერა ძლიერი მამრის მოთხოვნილების სურვილზე მიუთითებს.

მსგავსი ამბები

Back to top button