არქივი

We Are The World

d8adfe9ac78b
“We Are The World” – ეს კომპოზიცია დაიწერა 1985 წელს მაიკლ ჯექსონისა და ლაიანელ რიჩის მიერ.ჩაიწერა ცნობილი მუსიკოსების ჯგუფის “Usa For Africa”_ს მიერ.პროექტის პროდიუსერი ქუინსი ჯონსი იყო.ეს იყო საქველმოქმედო პროექტი,რომლის შემოსავალი 61 მილიონი დოლარი გამოიყენეს ეთიოპიის დასახმარებლად,სადაც 1984-1985 წლებში შიმშილობა პიკს აღწევდა.
პროექტში მონაწილეობდა მუსიკოსების ჯგუფი,აქედან აღსანიშნავია ისეთი ცნობილი მუსიკოსები როგორიცაა:რეი ჩარლზი,ბობ დილანი,ბობ გელდოფი,ვილი ნელსონი,მაიკლ ჯექსონი,სტივ უანდერი,ტინა ტერნეტი,ბრიუს სპრინგსტინი,ლაიანელ რიჩი,გარი ბელაფონტე,სინდი ლაუპერი და სხვები.

კომპოზიციის ხანგძლივობა: 7:04 წუთი
ლეიბლი:Colombia Records Usa.
ჟანრი:პოპი
გამოშვების თარიღი:1985 წლის მარტი

39c8b6ca2713

ჩაწერა მიმდინარეობდა 1985 წლის იანვარში.ამ კომპოზიციამ აშშ_ში გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა.Billboard_ის ჩარტებს 4 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.ასევე ლიდერობდა შემდეგი ქვეყნების ჩარტებს:დიდი ბრიტანეთი,ავსტრალია,კანადა,დანია,საფრანგეთი,ჰოლანდია,შვეიცარია…
ამ პროექტმა დასაბამი დაუდო მსგავს პროექტებს.გამოძახილი საქართველოშიც ჰპოვა როცა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ შეიქმნა ჯემალ სეფიაშვილის კომპოზიცია”ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”.

2fbf43d7a1b2

6193b5ebdc10

მსგავსი ამბები

Back to top button